ოზონის ფენამ აღდგენა დაიწყო

ოზონის ფენამ აღდგენა დაიწყო

ოზონის ფენამ აღდგენა დაიწყო - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები, რომლებიც გაეროს პროგრამის ფარგლებში ოზონის პრობლემას სწავლობენ. მათი დასკვნით ანტარქტიდის თავზე არსებულმა ოზონის ხვრელმა გაფართოება შეწყვიტა. მეცნიერთა აზრით, საჭიროა კიდევ ათობით წელი რომ ხვრელმა შემცირება დაიწყოს.

კაცობრიობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სიახლეს მეცნიერები ხსნიან ოზონისათვის სახიფათო ნივთიერებების წარმოების შეწყვეტით. ეს ნივთიერებები გამოიყენებოდა აეროზოლებში, მაცივრებსა და კონდენციონერებში.

შეგახსენებთ, რომ 1985 წელს ანტარქტიდის თავზე 1000-კილომეტრიანი ოზონის ხვრელი აღმოაჩინეს. ის ჩნდებოდა ყოველ აგვისტოს და ქრებოდა დეკემბერ-იანვარში. აღმოჩენის შემდეგ მეცნიერები აფიქსირებდნენ ოზონის ხვრელის მუდმივ ზრდას. მან დაფარა მთელი ანტარტქიდა და ამერიკის კონტინენტის უკიდურეს სამხრეთ ნიწილსაც კი მიაღწია.

ოზონის ფენა ატმოსფეროს ზედა ნაწილში, 12კმ-50კმ სიმაღლეზე არის განფენილი. ის შთანთქავს მზის ულტრაისფერ გამოსხივებას. სწორედ ოზონის ფენის გაჩენამ შესაძლებელი გახადა სიცოცხლის გავრცელება ხმელეთსა და ჰაერში(წყალში ულტრაისფერი გამოსხივება არ ვრცელდება). შესაბამისად ოზონის ფენის მნიშვნელოვან შემცირებას ადამიანისა და მთელი ცოცხალი სამყაროსათვის კატასტროფული შედეგები მოჰყვება.