პროდუქტები, რომლებიც  ორგანიზმიდან ნიკოტინს გამოდევნიან

პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმიდან ნიკოტინს გამოდევნიან

გთავაზობთ იმ პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც ორგანიზმის ნიკოტინისგან შეძლებისდაგვარად გაწმენდაში დაგეხმარებიან.

ფორთოხალი

ნიკოტინის მოხმარება ორგანიზმისთვის სტრესია, ის ორგანიზმიდან ვიტამინ С-საც გამოდევნის, ფორთოხალს თუ მიიღებთ, ამ დანაკარგს სწრაფად შეივსებთ. გარდა ამისა, ეს ციტრუსი დაგეხმარებათ სტრესსა და ნევროზულ მდგომარეობას უკეთესად გაუმკლავდეთ.

ლიმონი

თუ მწეველი ხართ, მავნე ნივთიერებები თქვენს ორგანიზმში 3 დღის განმავლობაში რჩება, რაც თქვენს ორგანიზმს სერიოზულ ზიანს აყენებს, დაეხმარეთ თქვენს იმუნურ სისტემას ლიმონის საშუალებით. ციტრუსის მჟავა და ვიტამინი С, რომელსაც ის შეიცავს, მოწევის სურვილისაც შეგიმცირებთ და ორგანიზმსაც გაგიწმენდთ.

სტაფილო

გამოიყენეთ სტაფილო იმისთვის, რომ А ვიტამინის დანაკარგი შეივსოთ, მუდმივად სიგარეტის მოწევა, ორგანიზმისთვის, ამ მეტად მნიშვნელოვან ვიტამინს გაკარგვინებთ.

ბროწეული

მოწევა გულისცემას აჩქარებს, სისხლის წნევას ზემოთ სწევს და სისხლში ჟანგბადის შემცველობასაც ამცირებს, ეს რომ არ მოხდეს, მიიღეთ ბროწეული, ის სისხლის ცირკულაციას გაგიუმჯობესებთ.