მუსიკოსი რობოტები

მუსიკოსი რობოტები

აშშ-ში პენსილვანიის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა მფრინავ ნანორობოტებს  მუსიკის დაკვრა ასწავლეს.

მინი-მოწყობილობები ძირითადად, ჯეიმს ბონდის ფილმების საუნდტრეკებს უკრავენ.

მფრინავ რობოტებში ჩამონტაჟებული გადამცემები და კამერები მათ ადგილმდებარეობაზე და გარემო პირობებზე იძლევა ინფორმაციას.

მუსიკალური მფრინავი რობოტები "Grasp"-ის ლაბორატორიაში შექმნეს.

"Grasp" ჭკვიანი და ,,ბუნებრივი’’ რობოტების წარმოებითაა დაკავებული, რომლებიც ცხოველებისთვის დამახასიათებელი ხმების და ქცევების იმიტირებას ახდენენ.