შვეიცარული კომპანია ,,მაგელანის'' მიერ შექმნილი შვეიცარული საათი "Magulluna" გამორჩეულია არამხოლოდ უნიკალური მასალით, არამედ - თავისი დიზაინით. იგი უჟანგავი რკინისგან არის შექმნილი, ამობურცული ციფერბლატი კი, დაცულია საფირონის მინით.
თავად ციფერბლატი მთვარის ზედაპირის იმიტაციას ქმნის, რომელიც მრავალრიცხოვანი კრატერებითაა დაფარული. სპეციალურად მისი გუმბათისებური ფორმისთვის რკალისებული ისრები შეიქმნა. ციფერბლატის კიდეებზე გამოსახულია დროის საზომი რომაული ციფრებით.
საათის შემქმნელებმა გამოიყენს ETA 2892-ის ავტომატური მართვის მექანიზმი. ,,მთვარის’’ საათის ფასი ჯერჯერობით უცნობია.
ცოტა ხნის წინ საათების მწარმოებელმა კომპანია "Miki Eleta"-მ შექმნა მოდელი, რომელიც "Magulluna"-ს მსგავსად კოსმიურ თემატიკას ეხებოდა. ქრონომეტრი "Worldtime" არამარტო საათს აჩვენებს, არამედ - თვეს, რიცხვს, ზოდიაქოს ნიშნებს და ბუინობის დღეებს.