როგორ ვებრძოლოთ სიმსუქნეს

როგორ ვებრძოლოთ სიმსუქნეს

სიმსუქნის მკურნალობის ძირითადი მეთოდია დიეტა. განსაკუთრებით ეფექტურია დიეტის პარალელურად ჩატარდეს სამკურნალო ვარჯიშები.

1) ჭამეთ მანამ, სანამ ძალიან მოგშივდებათ.

2) კარგად დაღეჭეთ თითოეული ლუკმა.

3) საკვებს არ მიაყოლოთ წყალი (წყალი დალიეთ ან კვებამდე ნახევარი საათით ადრე, ან კვების შემდეგ – ნახევარი საათით გვიან).

4) მინიმუმამდე დაიყვანეთ შაქარი და ცომეული.

5) გამორიცხეთ მადის აღმძვრელი საკაზმები, მწარე და ცხარე საკვები.

6) მოერიდეთ საღამოს 18-19 საათის შემდეგ საკვების მიღებას.

7) შუალედები კვებასა და კვებას შორის უნდა იყოს 3-4 საათი, თითო ჯერის რაოდენობა – 250-300 გრამი (ან მილილიტრი).

8) დღის განმავლობაში დალიეთ 1,5-2 ლიტრი წყალი.

9) ხილი მიირთვით კვებამდე 1 საათით ადრე.

10) დილის საუზმე, სასურველია, შედგებოდეს უცხიმოდ მომზადებული ბურღულეულის ფაფისგან.

11) ბოლო კვებისას მიირთვით ხილი ან მაწონი.

12) სადილის პირველი კერძი აუცილებლად უნდა იყოს ბოსტნეულის სალათა, მეორე კერძი კი – ცილოვანი ან სახამებლით მდიდარი პროდუქტები.

13) აკრძალეთ კონსერვანტებიანი და რაფინირებული პროდუქტები, ასევე, ალკოჰოლი.

14) ჩაი მიირთვით მხოლოდ პიტნის, ჟასმინის, გვირილის ან ჟოლოს ფოთლების, ყავა კი – უკოფეინო და მსუბუქი (ორივე უშაქროდ).