იდეალური ცოლის პორტრეტი... ბრიტანულად

იდეალური ცოლის პორტრეტი... ბრიტანულად

ბრიტანელი  მამაკაცების გამოკითხვამ იდეალური ცოლის პორტრეტი ასე წარმოადგინა:

იდეალურმა ცოლმა იცის, რას ნიშნავს, როცა თავი მტკივა, უგუნებოდ ან დაღლილი ვარ;

იდეალური ცოლი არასოდეს იტყვის, რომ ლუდი უსაქმურების სასმელია. პირიქით, თვითონაც სიამოვნებით მიირთმევს და არც მასში გადახდილი ფულის გამო ასტეხს აყალმაყალს;

იდეალური ცოლი ძალიან იშვიათად, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ეკითხება ქმარს: „სად ხარ?“; „როდის მოხვალ?“; „მანდ რა ხმა ისმის;“

იდეალურ ცოლს ბავშვივით უხარია, როცა იგებს, რომ თქვენთან მეგობრები ფეხბურთის საყურებლად მოვლენ;

იდეალურმა ცოლმა იცის, როგორ მოამზადოს ხორცი ისე, რომ მისი გემო დიდხანს გახსოვდეთ;

იდეალური ცოლი ჩუმად გარეცხავს პომადით დასვრილ პერანგს;

იდეალური ცოლი ყოველთვის პირველი რეკავს ქმრის დედასთან და კითხულობს მისი ჯანმრთელობის ამბავს;

იდეალური ცოლი უფრთხილდება ფულს და არ ხარჯავს მას სალონებში, სხვადასხვა პარფიუმერიაზე. მიუხედავად ამისა, ყოველთვის მომხიბვლელია, მოვლილი და მიმზიდველი;

იდეალურმა ცოლმა ზუსტად იცის, რამდენია ტელეფონით დაქალთან საუბრის ლიმიტი და მას ბოროტად არასოდეს იყენებს;

იდეალურ ცოლს არ სჭირდება ბევრი ფიქრი იმისთვის, რომ მოიგოს ქმრის გული. ის ამას მთელი სხეულით გრძნობს.