რუსული პროგანდის პირისპირ - სად მთავრდება რბილი ძალა და სად იწყება ჰიბრიდული ომი?

რუსული პროგანდის პირისპირ - სად მთავრდება რბილი ძალა და სად იწყება ჰიბრიდული ომი?

რუსეთის ფედერაცია 27-ე ადგილზეა იმ ქვეყენების ჩამონათვალში, რომლებიც რბილი ძალის გამოყენებით ყველაზე წარმატებულად ახდენენ ზეგავლენას სახელმწიფოებზე. ეს ბრიტანული პიარ-სააგენტოს „Portland“-ს კვლევაა, რომელიც 2016 წლის ივნისში გამოქვეყნდა. Portland-ი რუსეთის ძლიერ მხარედ, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისა და დიპლომატების მაღალი დონის მეშვეობით სხვა სახელმწიფოებზე ზეგავლენას ასახელებს. 

რუსეთის ფედერაცია თავისი ინტერესების მისაღწევად, საქართველოს წინააღმდეგ იყენებს საინფორმაციო პოლიტიკას, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტი. საქართველოში პრორუსული ძალები, ძირითადად, არასამთავრობო, საინფორმაციო თუ კულტურული ორგანიზაციების მეშვეობით მოქმედებენ. შესაბამისად, გასულ კვირას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ პრორუსული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური აგიტაციის დასარეგულირებლად საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი წარმოადგინა.

ცვილებები მოიცავს შემდეგ მიმართულებას - საქართველოს კანონს „მაუწყებლობის შესახებ“, „საარჩევნო კოდექსი“ და „კანონი პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ. როგორც ორგანიზაციის საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, აუცილებელია ცვლილებები სამივე მიმართულებით, რადგან პრორუსული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური აგიტაცია პრობლემურია ქვეყნისთვის. ამიტომ, მისი თქმით, საჭიროა ეფექტური ღონისძიების განხოციელება, კანონის მიღება და მისი ეფექტურად აღსრულება.

„რაც შეეხება მეთოდებს, რუსეთი მოქმედებს ხისტი და რბილი ძალის მეთოდებით. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა იქნება დამცავი მექანიზმი, რადგან მხოლოდ კანონი არ კმარა ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად. თუმცა, ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ერთგვარი წინაღობა იმისათვის, რომ არ გავრცელედეს იმ სახის პროგრმა, რეკლამა და წინასაარჩევნო აგიტაცია, რომელიც ღიად შეიცავს ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდას, რაც წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის, რომელიც, თავის თავში ასევე შეიცავს ოკუპაციის ლეგიტიმაციის საფრთხეს. 

ამით იყო განპირობებული ჩვენი საკანონდებლო ინიციატივა, რომ გარკვეულ ეტაპზე და გარკვეულ სფეროში მოხდეს ამ საფრთხეების ნეიტრალიზაცია. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ მედიაზე და ასევე პოლიტიკური პარტიების საქმინაობაზე, რადგან ეს მიმართულება არის გაცილებით პრობლემური და თვალსაჩინო უფრო მეტად, ვიდრე სხვა სფერო“, - აცხადებს ლიკა საჯაია.

უდავოა, რომ რუსული პროპაგანდა ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედ რჩება. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში თვალსაჩიონო გახდა რუსული პროპაგნადის გაზრდა საქართველოში, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც 10 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ.

ანალიტიკოსების შეფასებით, რუსული პროპაგანდა საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ აღმოსავლეთ ევროპისთვისაც. შესაბამისად, ყველა ის ქვეყანა, რომელიც თვლის, რომ უნდა შეეწინააღმდეგოს რუსულ პროპაგნადას, უნდა შეიმუშავოს სპეციალური პოლიტიკა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ.

ქართველი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველოში აქტიურად შემოდის უკონტროლო რუსული ფული, რომლითაც ფინანსდება როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და რამდენიმე მედია. ამ საეჭვო დაფინანსებისა და იმ საფრთხის გათვალისწინებით, რაც ქვეყანშია სახელმწიფო უნდა დაინტერესდეს, რადგან როგორც პოლიტოლოგი სოსო ციკარიშვილი ამბობს, რუსული გავლენის ქვეშ მყოფი მედია თუ პოლიტიკური ძალა, აქტიურად ეწევა პროპაგანდას, რომ ევროკავშირი და ნატო საქართველოსთვის მიუღებელია.

რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს პრორუსული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური აგიტაციის დასარეგულირებლად, ცისკარიშვილის განცხადებით, მთავარია, რომ კანონმა არ მიიღოს უფრო უარყოფითი შედეგი. 

„ხშირად მოგვისმენია ასეთი პრიმიტიული განცხადება, რომ ჩვენს სატელევიზიო სივრცეში რუსული ტელევიზია, შესაძლებელია განვიხილოთ როგორც მტრული ნაწილი. თუ გყავს მტერი, ჩაგრულის უპირველესი ინტერესი უნდა იყოს, რომ კარგად იცნობდეს ამ მტერს. რუსული ტელევიზიები სხვადასხვა თოქ-შოუების საშუალებით, საკუთარ მაყურებელს ნეგატიურად განაწყობენ ჩვენი ქვეყნის მიმართ. არაერთხელ მომისმენია ასეთ გადაცემებში ვაი პოლიტიკოსისგან და ბიზნესმენისგან, რომ აუცილებელი არ არის ომი საქართველოს წინააღმდეგ, ბევრად უფრო მარტივია, რომ ჩვენ ვიყიდოთ საქართველო. 

ეს არის რეალური საფრთხე, რომელზეც რატომღაც ჩვენს ქვეყანაში სერიოზული განხილვები არ მიმდინარეობს. რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ რუსეთის სავაჭრო პალატის მიერ შეკოწიწებული გუნდი რუსი ბიზნესმენების, როგორ სტუმრობდნენ საუკეთესო სურვილებით საქართველოს. დიდი სურვილი გაუჩნდათ, რომ აღედგინათ მეგობრული დამოკიდებულება საქართველოსთან იმით, რომ მათი ბიზნესი ყოფილიყო წარმატებული ამ ქვეყანაში. როდესაც დამხვდური ბიზნეს-სუბიექტები გვარწმუნებენ, რომ ეკონომიკა არის ეკონომიკა, პარტია არის პარტია და თურმე არაფერი საერთო ამ ორ ცნებას არ გააჩნია, ამაზე არ ყოფილია არანაირი რეაგირება“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

მისი თქმით, ქვეყანაში შემოდის უაზრმაზარი რუსული თანხა და რუსული ბიზნესი კიდევ უფრო მძლავდარ იდგამს ფეხს, ვიდრე ეს იყო 2008 წლამდე, ხოლო რეაგირება ნულოვანია. 

„არც ერთ რუს ბიზნესმენს, რომელიც აქ ჩამოვიდა, არ გამოუთქვამს უკმაყოფილება, რომ მისმა მთავრობამ დააზიანა საქართველო მისი ტერიტორიის დაპყრობით. ამიტომ, ასეთი პარტნიორები საფრთხის შემცველნი არიან ჩვენი ქვეყნისთვის. საბედნიეროდ, რუსეთში არსებობენ პოლიტოლოგები, რომლებიც დიახ, საქართველოში რუსეთის ნამოქმედარის გამო, საკუთარ ხელისუფლებას ღიად აკრიტიკებენ. 

ყურადღების არ მიქცევა და განსხვავების არ ჩამოყალიბება მტერსა და მოყვარეს შორის, რასაკვირველია ავნებს ქართულ სახელმწიფოებრიობას. როცა ცივილიზებული სამყარო სანქციებს აგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ უნდა ვიყოთ მომზადებული პროვოკაციებისთვის, რომლის ყველაზე მთავარი მოსახერხებელი საშუალება დიხ, გახლავთ მედია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში შორენა ლორთქიფანიძე თვლის, რომ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, ყველაზე უფრო ეფექტურია სიტყვის თავისუფლება, საპირისპირო ინფორმაცია, საინფორმაციო სივრცის გაფართოება, ალტერნატივების შეთავაზება და პროცესების სწორი ანალიზის არსებობა.

„კანონში რას ჩავწერთ, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ დავაწესოთ რეგულაციები? მაგარმ სხვა ვიღაცამ და იგივე ISIS-მა რომ გააკეთოს თავისი პროპაგანდა, მაშინ რას ვაკეთებთ, კანონსს სხვადასხვა რეაქცია ექნება ამ ყველაფერზე? თავისთავად, როგორც ინიციატივა საინტერესოა, უნდა განვიხილოთ, საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული, მაგრამ კარგად გასაანალიზებელი და დასაფიქრებელი საკითხია.

ჩვენ ახლა ვსწავლობთ რა არის თავისუფლება, რას ნიშნავს მედიის თავისუფლება, ამიტომ მიმაჩანია, რომ გაუაზრებლად და დისკუსიების გარეშე, მართებული არ უნდა იყოს საუბარი აკრძალვებზე. ჩვენ ისედაც უამრავ აკრძალვაში ვცხოვრობთ, თავისუფლების ელემენტები ჯერ კიდევ კარგად არ მუშაობს ამ ქვეყანაში. ამიტომ, ძალიან კარგად უნდა იყოს გააზრებული მთელი რიგი რისკები, რაც რაღაცის აკრძალვასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული“, - ამბობს შორენა ლორთქოფანიძე.

მისი თქმით, ბრძოლა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ აუცილებელია, მაგრამ არ უნდა შეილახოს სიტყვის თავისუფლება. ამის ალტერნატივა არის ერთი - მედია უნდა იყოს თავისუფალი და მეორე, იმედად დიდი უნდა იყოს ალტერნატივა, რომ არ ჩანდეს რუსული პროპაგანდა.

„მთელი რუსული პროპაგანდა არის პოპულიზმი, რომელიც მოქმედებს ადამიანებზე. აქედან გამომდინარე, საჭიროა ვიფიქროთ იმაზე, როგორ გავამდიდროთ დასავლური სივრცის ამსახველი ინფორმაცია, ამავე დროს მნიშვნელოვანია ეფექტურად მუშაობდეს ყველაფერი. ანუ, როდის შეუძლია პროპაგანდას მოახდონოს გავლენა? - როდესაც არის გარკვეული არაეფექტურობა და მათ შორის სახელმწოფო ინსტიტუტების დემოკრატიის კუთხით. 

უფრო ჰოლისტურად უნდა მიუდგეთ ამ საკითხს. ამ თვალსაზრისით ძალიან კარგი გამოცდილება აქვს ბალტიისპირეთს. ასევე, ძალიან მაღალი დონის რუსულენოვანი მაუწყებლობა აქვს ლატვიას, რომელიც რუსულ პროპაგანდასთან დაპირისპირებული მაუწყებელია. გარდა კანონმდებლობისა, უნდა გავითვალისწინოთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკები, როგორ ხდება რუსულ პროპაგანდასთან გამკლავება, რას აკეთებენ ჩვენნაირი ქვეყნების ამის წინააღმდეგ. 

აუცილებელია საუკეთესო პრაქტიკების შესწვალა, შემოტანა და მედიასივრცის გამრავალფეროვნება დასავლური იდეებით, რაც არის რუსული პროპაგადნის საპირწონე. თუ არ ვიზრუნეთ ამ კონტექსტის შესაცვლელად, კანონით ამის მიღწევა შეუძლებელი იქნება, შეიძლება დამაზიანებელიც კი იყოს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას შორენა ლორთქიფანიძემ.

ექსპერტი, უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, მამუკა ნებიერიძე ამბობს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ რუსეთი იწყებს რბილი ძალის გამოყენებას, რათა თავისი იმიჯი გააუმჯობესოს მსოფლიოში. მოსკოვი ამ მიმართულებით განსაკუთრებით 2013 წლიდან აქტიურდება. მაგრამ, მისი თქმით, უკრაინასთან კონფლიქტის შემდგომ და უკვე კრემლმა რუსეთის ტერიტორიაზე დაიწყო დასავლური საინფორმაციო, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრების შეზღუდვა, პარალელურად საკუთარი საინფორმაციო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრების დაფუძნება და გააქტიურება საზღვარგარეთ.

როგორც ნებიერიძე ამბობს, ამ ეტაპზე რუსეთის სტრატეგიული მიზანია, სულ მცირე, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ და განსაკუთრებით ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების არდაშვება, ხოლო მაქსიმუმ, თავის ინტეგრაციულ პროექტებში, მაგალითად ევრაზიულ კავშირში ჩართვა. 

„ამ მიზნების მისაღწევად საჭიროა საქართველოში „ევრაზიული ღირებულებების ველის “ კონსოლიდაცია. ამისათვის კი საჭიროა პრორუსული ქსელების ფორმირება და აქტივობები, ცალკეულ მედია საშუალებებზე გავლენების მოპოვება და რუსული პროპაგანდისტული არხების მაუწყებლობა, რაც ასეთი ველის ფორმირების აუცილებელი პირობაა. 

მომდევნო ეტაპად შეიძლება უკვე მივიჩნიოთ პოლიტიკურ სივრცეში „ევრაზიული კავშირისადმი“ ერთგულებით გამოსული მეტ-ნაკლებად პოპულარული, ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც ღიად აფიქსირებენ ევრაზიულ არჩევანს, თუ უკვე ფორმირებულია ევრაზიული ველი. 

შემდეგ ეტაპებზე შესაძლებელია მოხდეს ჰიბრიდული ომისათვის დამახასიათებელი პოლიტიკური ორგანიზაციების და მათ ქოლგის ქვეშ არსებული არასამთავრობო ორგანიზაციებში სპეციალური, ნახევრად გასამხედროებული სტრუქტურების გაჩენა და რუსული სპეცსამსახურების პროცესებში ჩარევაც, კარგად შეფუთული, ხელოვნურად ინსპირირებული შიდა არეულობისა და დაპირისპირების ფონზე“, - ამბობს მამუკა ნებიერიძე. 

რაც შეეხება პრორუსული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური აგიტაციის დასარეგულირებლად საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს, მამუკა ნებიერიძე ამბობს, რომ ყველაზე ადვილია გააუქმო, მაგრამ მთავარია რას მივიღებთ და შედეგი რა გვექნება. მისივე თქმით, თუ ლაპარაკია სერიოზულ ბრძოლაზე, მაშინ პოლიტიკოსებმა და ანალიტიკოსმება სიტყვის თავისუფლებიდან გამომდინარე, მკვეთრად უნდა განსაზღვრონ სად მთავრდება ქართულ-რუსული ურთიერთობების ნებისმიერი სახის პოპულარიზაცია და სად იწყება აშკარა რუსული პროპაგანდა.

„აქ რბილი ძალასთან არ გვაქს საქმე, მისი აკრძალვა შეუძლებელია, ეს არის სიტყვის თავისფლების შეზღუდვა, რომელსაც არავითარი აზრი არ აქვს. ლაპარაკია იმაზე, რომ როგორც ჰიბრიდული ომის ელემენტი არ იყოს გამოყენებული ეს პროპაგანდა, რაც რასაკვირველია, საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ მთავარია გავყოთ - სად იწება და სად მთავრდება რბილი ძალა, ასევე სად იწყება და სად მთავრდება ჰიბრიდული ომი. ამის განსაზღვრა არის საკმაოდ რთული, ამას ევროპაც ვერ აკეთებს. 

ჩვენ ვიცით, როგორი სიფრთხილით ეკიდება იგივე გერმანია პრორული ძალების წინააღმდეგ მოქმედებას. სად მთავრდება კულტურული თუ საგანმანათლებო მხარე და სად იწყება საინფორმაციო ოპერაციები, ეს ზღვარი ურთულესი დასადგენია. ამის გამოაშკარავებს ძლივს ახერხებენ ევროპელები და რიგ შემთხვევაში საერთოდ ვერ ახერხებენ. საკმაოდ რთული საკითხია. თუ ამ კანონპროექტის ავტორებს მართლა უნდათ ამ პრობლემის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯის გადადგა, მაშინ გაყონ სად მთავრდება რბილი ძალა და სად იწყება საინფორმაციო ომი, გნებავთ იგივე ჰიბრიდული ომი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა ნებიერიძემ.