ადამიანების ინდივიდუალიზმის გამომხატველ ელემენტებს ახალი ატრიბუტი – თიბისი ბანკის საკრედიტო ბარათი PrimeCard დაემატება. ეს ბარათი მომხმარებელს სთავაზობს, საკუთარი ფანტაზიითა და გემოვნებით, თავად შექმნას თავისი ახალი ბარათის დიზაინი და, ასევე, აირჩიოს ბარათის პირობები. პირველად ამ შესაძლებლობით ქართული მედიის წარმომადგენლებმა ისარგებლეს, რომლებმაც, თიბისი ბანკის მიერ, სპეციალურად მათთვის მოწყობილ არტ-სესიაზე შექმნეს ერთობლივი ნამუშევარი და ეს ნახატი PrimeCard-ის დიზაინების გალერეაში უკვე იკავებს საპატიო ადგილს. ჟურნალისტებმა საკუთარ თავზე, რეალობაში განახორციელეს PrimeCard–ის სლოგანი: გამოხატე საკუთარი თავი ახალი საკრედიტო ბარათით PrimeCard!
PrimeCard-ს ბევრი უპირატესობა გააჩნია:
§ დიზაინი საკუთარი გემოვნებით: ბარათის დიზაინის შექმნა მომხმარებლებს თავად შეუძლიათ როგორც საკუთარი გემოვნებით, ასევე თიბისი ბანკის მიერ შეთავაზებული დიზაინების მრავალფეროვანი გალერეის დახმარებით.
§ 0%–იანი სესხი: PrimeCard უპრეცედენტოა იმით, რომ ბარათის დამტკიცებიდან 3 თვის განმავლობაში, ათვისებულ სესხზე მომხმარებელს საერთოდ არ დაერიცხება პროცენტი. ასეთი შეღავათიანი შეთავაზება ქართულ საბანკო ბაზარზე დღემდე არ ყოფილა!
§ შეღავათები: 3–თვიანი უპროცენტო პერიოდის დასრულების შემდეგ, ბარათის მფლობელს შეუძლია ათვისებულ თანხაზე ისარგებლოს დამატებით 55–დღიანი საშეღავათო პერიოდით. ამისათვის ათვისებული თანხა ჯერ სრულად უნდა განულდეს.
§ კლიენტზე მორგებული ტარიფები: PrimeCard-ს აქვს განსხვავებული ტარიფების სისტემა, რომლის არჩევა მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი სურვილიდან გამომდინარე:
ა) თუკი კლიენტი უპირატესობას ანიჭებს ბარათით გადახდას, ხშირად მოგზაურობს და აკეთებს შენაძენებს ინტერნეტის მეშვეობით, მაშინ ტარიფი Prime Shop მისთვის სწორედ შესაფერისი არჩევანია, რაც კლიენტებს მისცემს საშუალებას ათვისებულ საკრედიტო ლიმიტზე ისარგებლონ მხოლოდ 18%–იანი განაკვეთით;
ბ) თუკი მომხმარებელი ანგარიშწორებისას უპირატესობას ანიჭებს ნაღდ ფულს, მაშინ Prime Cash არის სწორედ ის ტარიფი, რომელიც ზუსტად შეესაბამება მომხმარებლის სურვილებს. TBC PrimeCard-ის მეშვეობით კლიენტებს შეუძლიათ ყოველთვის ხელთ იქონიონ საჭირო თანხა.
გარდა ამისა, TBC PrimeCard მომხმარებლებს სთავაზობს არაერთ დამატებით სარგებელს:
§ PrimeCard-თან ერთად, მომხმარებელი ავტომატურად გახდება Smart კლუბის წევრი, რითიც მომხამრებელი ისარგებლებს Smart ბარათის უპირატესობებით.
§ TBC PrimeCard თავის კლიენტებს შესთავაზებს ფასდაკლებებით სარგებლობას ამავე ბარათით გადახდის შემთხვევაში, ათობით პარტნიორ ობიექტში.
§ Cash-Back – ბარათით სარგებლობისას უკან ბრუნდება თანხის 5–დან 15 პროცენტამდე.
§ თიბისი ბანკის ინოვაციური პროდუქტი თავის მომხმარებლებს გაუმარტივებს რიგ პროცედურებს და საბანკო სერვისებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის.