„სწავლებაზე გვაქვს ტვინი გახვრეტილი და ამ დროს კანიბალებს ვზრდით“

„სწავლებაზე გვაქვს ტვინი გახვრეტილი და ამ დროს კანიბალებს ვზრდით“

მამაკაცმა საკუთარი გერი გააუპატიურა; ახალგაზრდებმა მოხუცი ქალბატონი გააუპატიურეს; 80 წლის დედის გაუპატიურების მცდელბის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს; შვილმა დედა მოკლა; შვილმა მამა მოკლა; ახალგაზრდა მამაკაცმა შელაპარაკების ნიადაგზე თანატოლი მოკლა - სამწუხაროდ ეს ქართული რეალობაა. 21-ე საუკუნის საქართველოში რიტუალური მკვლელობის საზარელი ფაქტიც დაფიქსირდა. გამოძიება კანიბალიზმის კუთხით მიმდინარეობს. შვილისა და მისი მეგობრების მიერ 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის სადისტურმა მკვლელობამ საზოგადოება აღაშფოთა, თუმცა ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ არ არსებობს პასუხი კითხვაზე - რა დგას თითოეული ამ ისტორიის უკან, რაც პრობლემას კიდევ უფრო ართულებს.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

სამოქალაქო ომიაფახაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტიმძიმე სოციალური მდგომარეობა - თითქოს ეს არის გამომწვევი ფაქტორი იმ სისასტიკისარომელიც ბოლო პერიოდის საქართველოში ფიქსირდებაბატონო რამაზამ ფაქტებმა წარმოშო ძალადობისკენ მიდრეკილი ახლაგზრდებირაში ხედავთ რეალურად პრობლემას ფსიქოლოგები?

რამაზ საყვარელიძე: ნებისმიერი ფსიქოლოგი გეტყვით, რომ ეს შემთხვევები ფსიქოლოგიურად არის შესასწავლი. გასარკვევია, რა დგას თითოეული ამ შემთხვევის უკან, როგორია ამ ისტორიებში მოქმედი პირების ხასიათი. მეცნიერული და მეთოდური დასკვნის გარეშე, ყველა საუბარი ამ პრობლემის ირგვლივ, მხოლოდ პუბლიცისტიკაა. მეც პუბლიცისტურ ჟანრში გელაპარაკებით. ჩემს პასუხს რაიმე მეცნიერული წონა ნამდვილად არ აქვს. როგორც თქვენ ბრძანეთ, ვინმემ უნდა დაუკვეთოს ფსიქოლოგებს ამ სიტუაციის გარკვევა.

გახსოვთ, როდესაც ბავშვების ძალადობა დაფიქსირდა ერთმანეთში, მაშინ სახელმწიფომ რაც მოიფიქრა, ეს იყო მანდატურის ინსტიტუტი. მაგრამ იმ პერიდში არ მახსენდება ვინმეს ფსიქოლოგებისთვის დაესვა კითხვა - რატომ იქცევიან ეს ბავშვები ასე? ქცევის მოტივაციისა და მისი წინაპარობების შემსწავლელი ერთადერთი მეცნიერება ფსიქოლოგიაა, მაგრამ იმდენად დაბალია კულტურა საზოგადოებაში, რომ ისიც არ იციან ვის მიაკითხონ. როცა ასეთ მოვლენებს აქვს ადგილი, ხელისუფლება აკითხავს პოლიციას, მათ ეკითხება რატომ ხდება და ავალებს პრობლემის მოგვარებას.

პოლიციის ფუნქცია არის დანაშაული გახსნარაც ამ შემთხვევაში პრობლემას არ ხსნის?

- არა, რა თქმა უნდა. ასეთი სიბრმავე პრობლემების მიმართ, ანუ უცოდინარობა, ქმნის ახალ პრობლემას. იცით ეს რა ტიპის უცოდინრობაა, სახლში რომ უთო გადაგეწვებათ და მის გასაკეთებლად პარკეტის სპეციალისტი გამოიძახო. ანუ, სახელმწიფომ ისიც არ იცის ამ პრობლემაზე ვის მიმართოს. არა მარტო სახელწიფოს, არამედ ეს მთლიანად ქართული „კულტურის“ ზოგადი ნიშანია.

რაც შეეხება კონკრეტულ ვერსიებსრომელიც ძალადობის გამომწვევ მიზეზად სახელდება...

- ეს ვერსიებიც ისევ სოციალური სტერეოტიპებიდან გამომდინარე ითქვა. არავითარი რეალობა იმ ვერსიების უკან, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, არ დგას და რატომ? - ჩვენ შევეჩვიეთ პრობლემის მარტივად დანახვას. ქურდობაა, რატომ? - იმიტომ, რომ ხალხს უჭირს. მათხოვრებია? - იმიტომ, რომ ხალხს უჭირს. ეს „ხალხს უჭირს“ არის მიკერებული ყველაფერზე.

ანუპრობლემის ღრმა შესწავლის ნაცვლად მისი გაიოლება ხდება?

- რა თქმა უნდა, თავიდან იშორებენ ამ პრობლემაზე ფიქრს. ის, რომ ამის იქით არანაირი კონფლიქტების თემა არ არის, ეს კარგად ჩანს იმაში, რომ თუკი ამ ტიპის აგრესია, ამორალური დანაშაული და აქ ჩვეულებრივ დანაშაულზე არ არის ლაპარაკი, საქართველოში არსებულ კონფიქებთან არის დაკავშირებული, მაშინ ძირითადად იმ ოჯახებში უნდა მოხდეს, რომლებიც დღეს დევნილობაში არიან. იქ არ ხდება არაფერი ასეთი.

სტატისტიკა აჩვენებსრომ ამ კატეგორიის დანაშაული ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში ხდება და უფრო კახეთი გამოირჩევამაშინ როდესაც დასავლეთ საქართველოს დღემდე მძიმედ ახსოვს სამოქალაქო ომის კვალითუმცა ეს არ ნიშნავსრომ დანაშაული არ ხდება...

- აბსოლუტურად გეთანხმებით, ძალიან მძიმედ ახსოვთ სამოქალაქო ომი, მაგრამ ეს არ უბიძგებს მათ გადააბიჯონ ზნეობას. ამიტომ, ხელის გაშვერა იმ ტრაგიკული დღეებისკენ და ამით გამართლება იმისა, რომ ადამიანი ხშირ შემთხვევაში პირუტყვს დაემსგავსა, აბსოლუტურად არ არის მართებული.

რა შეიძლება იყოს მაშინ რეალური მიზეზი?

- როდესაც ამ სახის სტასისტიკა უმეტესად აღმოსავლეთ საქართველოს მიმართულებით მიიწევს, ამას უნდა შესწავლა, რა ხდება აღმოსავლეთ საქართველოში, რატომ არის განსხვავება? მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ პირველ რიგში გასარკვევია როგორია აღზრდის გარემო, თუკი ოჯახში არ არის ზნეობრიობის კულტი, მაშინ შვილთანაც ადვილად ირღვევა ზნეობა. ვერ ვიტყვი, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ასეთი კულტი არ არის, მაგრამ შეიძლება ამ მიმართულებით მიზეზები არის საძებნი.

პირველი, საიდანაც უნდა დაიწყოს მიზეზების კვლევა, ეს არის ოჯახი და უახლოესი სოციალური გარემო. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ბევრი რამე ირღვევა თანამედროვე საქართველოში. თუკი ნორმალურ საოჯახო ურთიერთობებში კანონი ოჯახის შიგნით კანონობს, მერე იქიდან გამოსული ბავშვიც კანონის დამცველია და ეს არა ერთი გამოკვლევით არის დამტკიცებული, რომ ბავშვი კანონს ოჯახში სწავლობს. ოჯახი პატარა სახელმწიფოა, თუ ამ პატარა სახელმწიფოში ის არ შეეჩვია კანონების დაცვას, მერე, უკვე დიდ სახელმწიფოში გამოსვლისას ისეთივე ხასიათი ექნება მორალურ კანონებზე, როგორიც ოჯახში.

სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში მოხდა ის, რაც დასავლეთში უფრო ხშირად ხდება. ძალიან ხშირად ბავშვები ბედის ანაბარა არიან მიტოვებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ბავშვები შემთხვევით შეიძლება აღმოჩნდნენ ძალადობისკენ მიდრეკილები. ოჯახი მათ იმ ყურადღებას არ აქცევს, რასაც უნდა აქცევდეს.

დღევანდელი საქართველოს უმთავრესი პრობლემა ეს არის ახალგაზრდების გაუნათლებლობამიდრეკილება ქუჩური მენტალიტეტისკენ და როდესაც ძალადობაზე ვსაუბრობთამის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი, ალბათ, არის გაუნათლებლობა?

- აბსოლუტურად გეთანხმებით და ზოგადად ახალგაზრდების პრობლემა რომ ავიღოთ, ერთ მხარეს დგას ძალადობა, მეორე მხარეს გაუნათლებლობა. მაგრამ ეს გაუნათლებლობა ძალიან საინტერესო სახეს იღებს. განთლებით დედის მუცლიდან არავინ არ იბადება, მერე უნდა შეიძინონ. ახლაგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანატოლების გარემო. თუ თანატოლებში მიღებულია განათლებულობა, მაშინ თითოეული მათგანი ცდილობს, რომ არ ჩამორჩეს ამ ახალგაზრდებს. მაგრამ თუ თანატოლებს არაფრად ენაღვლებათ განათლებული არის თუ არა ვინმე, მაშინ თვითონაც არ აღელვებთ. აი, ეს დამოკიდებულება განათლების მიმართ, თითქოს თანატოლებიდან იღებს სათავეს, მაგრამ რეალურად სათავეს ოჯახებიდან იღებს.

საბოლოოდ ისევ ოჯახთან მივდივართ...

- რა თქმა უნდა. ოჯახების დაუდევრობა ცოდნის მიმართ, აისახება ბავშვებზე, განსკუთრებთ იმ ოჯახების, რომლებიც მზად იყვნენ და არიან, რომ ფული გადაიხადონ, ოღონდ დიპლომიანი შვილი ჰყავდეთ. მთავარია არა ცოდნის მიღება, არამედ მთავარია დიპლომი ჰქონდეთ. სამწუხაროდ ამ ტრადიციების ქვეყანა ვართ. ბრწყინვალე ახალგაზრდები გვყავს, მაგრამ ჩვენს საზოგადოებაში ეს ტენდენცია არის, ვიდრე შეიძლება - სხვაგან, თუნდაც, იმავე რუსეთში, სადაც ტრანსპორტშიც წიგნს კითხულობენ. დღეს საქართველოში ძალიან ძნელი დასანახია ახალგაზრდის ხელში წიგნი.

წიგნის მიმართ ასეთმა დამოკიდებულებამ, შეიძლება მიგვანიშნოს, რომ საქართველოში ყველა მაღალი ღირებულების მიმართ იგივე დამოკიდებულება ჩნდება, ახლობლის მოტყუება, კანონის დარღვევა.

რატომ არის, რომ უცხოეთის ციხეში ზედმეტად ბევრი ქართველია? კრიმინალური ერის იერს ვიღებთ და მერე გვიწევს თავისმართლება, რომ ჩვენზე მეტი სხვა ეროვნების ხალხია. საერთოდ, ერთი კაციც რომ იყოს კრიმინალური შენი ქვეყნიდან, შენმა ქვეყანამ უნდა იფიქროს ამაზე - რატომ? სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა არათუ უცხოეთში მყოფი კრიმინალური ჯგუფების თაობაზე, არამედ არც იმაზე ფიქრობს, რატომ ხდება ეს ძალადობა.

ბატონო რამაზთქვენ როგორც ფსიქოლოგი რაში ხედავთ გამოსავალსრა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას სახელმწიფოს მხირდანრომ დაისვას ზუსტი დიაგნოზი?

- საინტერესო შეკითხვაა. როგორც წესი, ერთი სული გვაქვს რეკომენდაციები დავდოთ, მაგრამ ჩვენ ხომ შესწავლა და კვლევა გვეზარება. ასე გაჩნდნენ მანდატურები სკოლებში. პედაგოგიის ინსტიტუტი საერთოდ არ არსებობს, თითქმის არ არსებობს ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, აღარ არსებობს სოციოლოგია, დროთა განმავლობაში მოარღვიეს ყველა კვლევითი დაწესებულება და როგორ შეისწავლონ ესა თუ ის პრობლემა? რატომ მოარღვიეს? - იმიტომ, რომ თვლიან შესწავლა არაფერს აღარ სჭირდება, სამეცნირო ინსტიტუტები მხოლოდ ყავის სასმელი დაწსებულება იყო. აი, დევს ახლა პრობლემა, როგორ აპირებენ მის გადაწყვეტას შესწავლის გარეშე, არ ვიცი. შესწავლას უნდა შეუყონ ხელი. აღადგინონ კვლევითი ინსტიტუტი და მისცენ დავალება, რომ შესწავლილი იყოს ეს თემები.

საკმაოდ მწავე პრობლემაა ნარკომანია. გრანტების ხარჯზე კიდევ რაღაცა ხდება ამ მიმართულებით, მაგრამ თვითონ სახელმწიფოს არ აქვს შესწვალილი რატომ ვრცელდება ნარკომანია საზოგადოებაში და იმით კმაყოფილდება, პოლიცია თუ ამოიღებს ნარკოტიკებს. ან შემოტანენ მეტადონის პროგრამას, რომ ნარკომანებს შეუმსუბუქდეთ დამოკიდებულება. სისტემური შესწავლა დევს ამის უკან? - არ ვიცი, მე ასეთი კვლევები შედარებით ნაკლები მინახავს. რაც შეეხება ახალგაზრების დანაშაულს ერთმანეთის მიმართ და მით უმეტეს ისეთ დანაშაულს, რომელიც ოჯახის წევრებს ეხება, ამის უკან რა ხდება, ეს საერთოდ შეუსწავლელია. სახელმწიფო თვალახვეული მიდის პრობლების გადასაჭრელად.

მთავარი პრობლემა არის ინტელექტუალური დაუდევრობა ამ მოვლენების მიმართ და უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოს მხრიდან?

- ერთ-ერთი პირველი, ვინც პასუხისმგებელია ასეთ შესწავლაზე, არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. მე ხაზს ვუსვამ იმას, რომ მეცნიერებაც ამ სამინისტროს კონტროლის ქვეშ არის. ამ დროს კი „კომბლეს“ ისტორიას არჩევს განათლების სამინისტრო. 21-ე საუკუნე მოიტანა მე-15 საუკუნეში დაწყებულმა მეცნიერულმა რევოლუციამ. კერძოდ იმან, რომ ყველა საკითხი მეცნიერულ საფუძველზე უნდა გადაწყვიტო. აი, ამ პათოსით მოდის ევროპა, ევროპელების ძირითადი ნიშანი გახლავთ ის, რომ პრობლემას მეციერულად წყვეტენ. ჩვენ ამ მხრივ შუა საუკუნეებში ვართ.

ცალკე პრობლემაა .სექტების არსებობა ქვეყანაში და რომელშიც გაწევრიანებული არიან ახალგაზდრებიამის სამწუხარო შედეგიც ვნახეთალბათ, განათლების სამინისტროსთან ერთადქმედითი უნდა იყოს შსსკანიბალიზმის შემთხვევარომელიც თბილისში დაფიქსირდაიყო ამ პრობლემაზე მედიაში საუბარიმაგრამ რეაგირება არ ყოფილა შსს- მხრიდანმეტიცსაქილიკო თემა გახდა საქართველოში სხვადასხვა სექტების მომრავლებაზე საუბარიმაშინ როდესაც ვხედავთრომ ამ მხირვ უმძიმესი ვითარებაა...

- სექტების მუშაობა ძალიან რთული შესასწვალია. მთელ რიგ ქვეყნებში სექტებში ნერგავენ მკვლევარებს, სოციოლოგებს, ფსიქოლოგებს, რომლებიც ჩანერგვის შემდეგ გებულობენ, როგორია ამ სექტის ბუნება, რადგან ეს დაკეტილი სისტემაა. ფაქტია, რომ ამ პატარა ბავშვებმა მშობელი გაწირეს და თანაც საშინლად გაწირეს. აშკარად სექტის გავლენის ქვეშ იყვნენ. თუკი გაიცინებს შსს ან ხელისუფლება, ამით პრობლემა ხომ არ მოიხსნება. ხვალ და ზეგ ამას შემდეგი უბედურებები მოჰყვება, სიცილი რას უშველის ამას.

თუ სიცილი გაგრძელდა, მაშინ საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს, რომ ხელისუფლებამ გადააყენოს შს მინისტრი, რომელსაც უფრო სერიოზული მუშაობა არ შეუძლია და მას მიაყოლოს სხვა მინისტრებიც. სწავლებაზე გვაქვს ტვინი გახვრეტილი და ამ დროს კანიბალებს ვზრდით. აუცილებელია მუშაობა აღზრდის მიმართულებით, პროფესიონალების მიერ უნდა შედგეს კონკრეტული პროექტები, რომლის განხორციელებაზე უნდა დაფიქრდნენ და არა მინისიტრების კაბინეტებში გამზადებული ხმაურიანი ტექსტებით შეეცადონ პრობლემის მოგვარებას.

ეს არ არის მარტო ქართული პრობლემა. ამ მხრივ კიდევ უფრო სერიოზული ვითარებაა რუსეთში. ჩვენ არ ვართ იზოლირებული ქვეყანა, როგორც დადებითი პროცესი შემოდის ჩვენს ქვეყანაში, ისევე უარყოფითიც. სექტანტების თემას მიაქვს რუსეთი, რატომ ვთვლით, რომ ჩვენთან ეს არაფერს ნიშნავს და არ არის სერიოზული?! თვითონ ეს დამოკიდებულებაც ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არ იკავებენ იმ ადგილს, რომელიც ცოტა უფრო სერიოზულ ადამიანებს უნდა ეკავოთ.