მშენებლობაზე ჩინელების დასაქმება გააპროტესტეს

მშენებლობაზე ჩინელების დასაქმება გააპროტესტეს

"უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" წარმომადგენლებმა იუსტიციის სახლის მშენებლობაზე საქართველოს მოქალაქეების ნაცვლად, ჩინელების დასაქმება გააპროტესტეს.

მათი განცხადებით, მშენებლობაზე 150 ჩინელი მუშაობს და პრეზიდენტი იტყუება, როდესაც აცხადებს, თითქოს მშენებლობებზე ქართველები საქმდებიან.

საპროტესტო აქციის მსვლელობას მშენებლობაზე შესვენება დაემთხვა და სამშენებლო ტერიტორიიდან გამოსულმა ჩინელმა მშენებლებმა თავი ყოფილ რესტორან "მერცხალს" შეაფარეს.

შენობა ამორტიზებულია და მისი დემონტაჟი მიმდინარეობს, თუმცა ჩინელი მუშებისთვის, რომელთა შორის ქალებიც არიან, საკვები გაუქმებულ რესტორანში მზადდება.