ასლან აბაშიძემ ოჩამჩირეში შოკოლადის ქარხანა იყიდა

ასლან აბაშიძემ ოჩამჩირეში შოკოლადის ქარხანა იყიდა

ინტერპოლის მიერ ძებნილი, აჭარის ავტონომიკური რესპუბლიკის ყოფილი მეთაური, ასლან აბაშიძე აფხაზეთში ინვესტიციებს დებს. კერძოდ, აბაშიძემ ოჩამჩირეში შოკოლადის ქარხანა შეიძინა. ამ ინფორმაციას სოხუმშიც ადასტურებენ. ეს ტერიტორია თავდაპირველად რუსების საკუთრებაში იყო, გაშენებული ჰქონდათ თხილის პლანტაციები.

"რეზონანსი" შეეცადა აღნიშნული ინფორმაცია თავად აბაშიძესთან დაახლოებულ პირებთან გადაემოწმებინა, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. "რეზონანსის" სატელეფნო ზარს არც "ქრისტიან დემოკრატების" თავმჯდომარემ, გიორგი თარგამაძემ უპასუხა, რომელიც თავის დროზე აბაშიძის "აღორძინების" სახე იყო.

ამ ინფორმაციას ქართველი ექსპერტებიც ადასტურებენ და ამბობენ, რომ ინფორმაცია მათ აფხაზებისგან აქვთ. კავკასიის საკითხებში ექსპერტი, მამუკა არეშიძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ე.წ. "ბაბუშკინას" შოკოლადის ქარხანა ოჩამჩირეში ნამდვილად არსებობს.

"2000 წელს ვიყავი გუდაუთაში, მთელი აფხაზეთი მოვიარე და განსაკუთრებული ინვესტიციები არ მინახავს. ოჩამჩირეში ტრასაზე არსებობს შოკოლადის ქარხანა "ბაბუშკინა". თვითონ აფხაზეთში აფხაზები ამბობენ, რომ ეს ქარხანა უკვე ასლან აბაშიძეს ეკუთვნის. კაპიკებად შეიძინეს თავის დროზე რუსებმა ეს ტერიტორია, იქ გააშენეს თხილის პლანტაციები," - აცხადებს მამუკა არეშიძე.

ამ ინფორმაციას ქართველი ექსპერტებიც ადასტურებენ და ამბობენ, რომ ინფორმაცია მათ აფხაზებისგან აქვთ. კავკასიის საკითხებში ექსპერტი, მამუკა არეშიძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ე.წ. "ბაბუშკინას" შოკოლადის ქარხანა ოჩამჩირეში ნამდვილად არსებობს.

"2000 წელს ვიყავი გუდაუთაში, მთელი აფხაზეთი მოვიარე და განსაკუთრებით ინვესტიციები არ მინახავს. ოჩამჩირეში ტრასაზე არსებობს შოკოლადის ქარხანა "ბაბუშკინა". თვითონ აფხაზეთში აფხაზები ამბობენ, რომ ეს ქარხანა უკვე ასლან აბაშიძეს ეკუთვნის. კაპიკებად შეიძინეს თავის დროზე რუსებმა ეს ტერიტორია, იქ გააშენეს თხილის პლანტანციები," - აცხადებს მამუკა არეშიძე.

პარლამენტარ ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, მისთვის უცნობია, ვის მფლობელობაშია ოჩამჩირეში არსებული შოკოლადის ქარხანა, თუმცა ამბობს, ამ შემთხვევაში არის ეთიკური და იურიდიული მხარე. მისივე თქმით, საქართველოში მოქმედებს კანონი ოკუპაციის შესახებ, რომელიც უკრძალავს საქართველოს მოქალაქეებს ამ ტიპის აქტიურებას.

"ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იქ, სადაც ყოველღიურად ირღვევა ქართველების და საქართველოს მოქალაქეების უფლებები, ბიზნესის წარმოება, რა თქმა უნდა, არაეთიკურია. ასლან აბაშიძის მიმართ ძალიან ბევრი წელია ჩამოყალიბებული მაქვს აზრი და ამიტომ არ გამიკვირდება არც ერთი უმსგავსობა, რასაც აბაშიძე ჩაიდენს.

"ის ადამიანი ცხოვრობს დამპყრობელ ქვეყანაში და მათ მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე აქვს სურვილი, რომ აწარმოოს ბიზნესი. ამით ცდილობს, რომ ლეგიტიმაცია მოახდინოს იმ უკანონობის, რაც ამ ტერიტორიებზე სუფევს ადამიანის უფლებების დარღვევის სახით, განურჩევლად ეთნიკური წარმოშობისა ქართველები იქნებიან, აფხაზები თუ ოსები," - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ნუგზარ წიკლაურმა.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი ამბობს, რომ აფხაზები რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენების მიერ განხორციელებულ კაპიტალდაბანდებებს უფრო ენდობიან, ვიდრე რუსი ბიზნესმენებისას.

"ინვესტიციები შედის. ამბობენ, რომ ქართული ფულიც არისო. მაგრამ ამას უნდა მტკიცებულება. ასლან აბაშიძის შემთხვევა არ ვიცი, მაგრამ გამორიცხული არაფერი არაა. ამბობენ, რომ ქართულ-აფხაზური ურთიერთობები მოსკოვში უფრო მეტად არის ფესვგადმული, ვიდრე ეს შორიდან ჩანს.

"აფხაზები ქართველებს უფრო ენდობიან და ხელს უწყობენ უფრო ქართველების ინვესტიციებს, თუმცა, ბიზენსი არის რუსული, რომელსაც რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენები აწარმოებენ. ბევრი აფხაზი ბიზნესმენი რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენის მიერ შემოტანილ რუსულ ფულს უფრო ენდობა, ვიდრე თავად რუსებს," - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.