"აფხაზეთის რესპუბლიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში არძინბა აღიარებს, რომ პრობლემები აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ ქვეყნის უმთავრესი პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტაში აქტიურად მონაწილეობს.
არძინბა გაეროს მიერ აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით შექმნილ დოკუმენტზე საუბრისას აღნიშნავს, რომ დოკუმენტის გაცნობის სურვილი არ აქვს, რადგან იცის, რომ ის უთუოდ საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით იქნება შედგენილი, რადგან საქართველოს გაეროში მეგობრები ჰყავს.