კაპიტალი კვიპროსულ სამოთხეში

კაპიტალი კვიპროსულ სამოთხეში

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

კვიპროსს კომფორტისა და სიყვარულის კუნძულს ეძახიან. აქ არის პალმები, ზეთისხილი, ყურძენი, ციტრუსები და წელიწადში 320 მზიანი დღე. ასე რომ, თავისთავად ცხადია, კვიპროსზე დასვენებას და ბიზნესის წარმოებას არაფერი სჯობია.

ხმელთაშუა ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ევროპის, აზიის და აფრიკის გადაკვეთაზე სტრატეგიულმა მდებარეობამ ხელი შეუწყო კვიპროსის, როგორც საქმიანი საერთაშორისო ცენტრის განვითარებას. კუნძულზე ბიზნესის წარმოებისა და ცხოვრების თითქმის იდეალური პირობები არსებობს. ევროპის განვითარებული ქვეყნებისაგან კვიპროსი დამნაშავეობის თითქმის არარსებობით და ძალზე დაბალი

ფასებით განსხვავდება. ამიტომაც არის, რომ აფროდიტეს კუნძული ბევრი ევროპელის მეორე სახლად იქცა.

სრული თავისუფლება და საიმედოობა

უცხოელებს კვიპროსზე უძრავი ქონების, ან მიწის ნაკვეთის შეძენა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, უპირობო ფლობის უფლებით შეუძლიათ. ხოლო კუნძულზე საკუთრების მფლობელს განსაკუთრებული ნებართვის გარეშე კვიპროსზე ცხოვრების საშუალება აქვს.

ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მყიდველს ერთი უბრალო ფორმალური პროცედურის შესრულება - მინისტრთა საბჭოში კუნძულზე უძრავი ქონების შეძენის დამოწმების შესახებ განაცხადის გაგზავნა მოუწევს, რის შემდეგაც იგი მთელ თანხას გადაიხდის და საკუთრების დამამტკიცებელ საბუთებს მიიღებს.

კუნძულზე შემორჩენილი იურიდიული ბრიტანული მოდელი მესაკუთრის უფლების სხვადასხვა დონეზე დაცვის გარანტიას იძლევა. კვიპროსის მიწათმფლობელობის დეპარტამენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების ანულირება მხოლოდ მყიდველს შეუძლია და მას საკუთრების მემკვიდრეობით გადაცემის, ან ნებისმიერ დროს გაყიდვის სრული უფლება აქვს.

აღსანიშნავია, რომ ბევრი სხვა ქვეყნისაგან განსხვავებით, კვიპროსში არასოდეს განხორციელებულა ეკონომიკის ნაციონალიზაცია, ან უცხოელთა საკუთრების ექსპროპრიაცია. სახელმწიფო ყველანაირად ცდილობს უცხოური ინვესტიციები მოიზიდოს და ინვესტორთა უფლებების სრული გარანტია.

დიდებული ქონება რეალურ ფასად

2004 წელს ევროკავშირში შესვლის შემდეგ კვიპროსული უძრავი ქონება გვარიანად გაძვირდა, მაგრამ მაქსიმუმამდე ჯერ ძალიან ბევრი უკლია. ამ მშვენიერ კუნძულზე თითქმის ორჯერ უფრო ნაკლები ფასებია, ვიდრე ესპანეთის, ან იტალიის კურორტებზე. საქმე იმაშია, რომ ჯერ კიდევ მოუგვარებელია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, მაგრამ ამ თვალსაზრისით გარკვეული წინსვლა იგრძნობა. ამასთან, ადგილობრივ კაპიტალს თავისი დაღი გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა დაასვა. ანუ, მალე კვიპროსზე უძრავი ქონების გაძვირება კვლ;ავ გაგრძელდება და დროა შეძენა მოასწროთ.

თავისთავად ცხადია, უცხოელისათვის კვიპროსზე მიმზიდველი მხოლოდ სანაპიროს მახლობლად მდებარე ვილაა. პატარა ეზოს მქონე, შედარებით მოკრძალებული, თუმცა, სრულიად კეთილმოწყობილი, არცთუ პრესტიჟულ ადგილას მდებარე ვილა დაახლოებით 100 ათასი ევრო ღირს. როგორც ხედავთ, სრულიად მისაღები ფასია. თუ ფინანსური შესაძლებლობები ხელს გიწყობთ, 100-დან 500 ათასი ევროს ფარგლებში თქვენი ნებისმიერი სურვილის დაკმაყოფილებას შეძლებთ.

თუ მიწის ნაკვეთის შეძენა და ვილას აშენება გსურთ, მაშინ გეტყვით, რომ კვიპროსზე 1 კვადრატული მიწის ნაკვეთზე ფასი 100-დან 1000 ევრომდე მერყეობს. განსაკუთრებით ძვირი მიწა სასტუმროებისა და რესტორნების მშენებლობისათვის მიმზიდველ რეგიონებშია. თუ გავითვალისწინებთ, რომ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, კვიპროსზე ფასები გამუდმებით მატულობს, ტურისტული ბიზნესი ყვავის და მუშახელი საკმაოდ იაფია, სამშენებლო ბიზნესის წამოწყება მეტად მომგებიანი საქმეა.

რაც შეეხება გადასახადებს, უძრავი ქონების ყიდვისას მისი ღირებულების 3-8 პროცენტის გადახდა მოგიწევთ. ბეგარის რაოდენობა შენაძენის ღირებულებაზეა დამოკიდებული. იურიდიული მომსახურება დამატებით შენაძენის ფასის 1-2 პროცენტამდე ჯდება. რაც შეეხება მიმდინარე ბეგარას, ყოველწლიურად თქვენი ქონების ღირებულების 2,5-4 პროცენტის გადახდა მოგიწევთ. ზუსტი რაოდენობა ამ

შემთხვევაშიც ღირებულების მიხედვით განისაზღვრება და რაც მეტია იგი, მით უფრო მაღალი პროცენტით იბეგრება, ხოლო, 100 ათას ევრომდე ღირებულების ქონების მეპატრონე ყოველწლიური გადასახადისაგან განთავისუფლებულია. აღსანიშნავია, რომ ქონების მემკვიდრეობით გადაცემისას არანაირ ბეგარას არ იხდით.

კომუნალური გადასახადები კვიპროსზე საკმაოდ მცირეა. მთელი წლის განმავლობაში საშუალო სიდიდის ვილას მეპატრონე მხოლოდ 600-1000 ევრომდე იხდის.

კვიპროსული ბანკები უცხოელებზე შეძენილი ქონების გარანტიით კრედიტს დიდი სიამოვნებით გასცემენ. სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა 15 წელია, ყოველწლიური განაკვეთი კი 2,5-დან 3,5 პროცენტამდე მერყეობს.

ასე რომ, სწორედ დროა აფროდიტას კუნძულზე უძრავი ქონება ხელსაყრელ ფასად შეიძინოთ და საკუთარ თავს დიდებულად დასვენების და სარფიანი ბიზნესის წარმოების საშუალება მისცეთ.