„დავფრინავ და დავფრინავ“

„დავფრინავ და დავფრინავ“

“მთელ საქართველოში დავფრინავ, ოღონდ არ დავფრინავ, ზოგადად, პოლიტიკურად, დავფრინავ ფიზიკურად.

ფეხები მყარად მიდგას ჩვენს მიწაზე”, - ასეთი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში, სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.

მისივე თქმით, საქართველოში მიწის დამუშავება თანდათან დაიწყო და ეს თვითმფრინავიდან კარგად ჩანს.

“დღეს დაუმუშავებული მიწის 80% დამუშავებულია. როდესაც უცხოეთში დავფრინავდი, პირველი, რაც თვალში მეცემოდა, დამუშავებული მიწის ნაკვეთები იყო.

ვფიქრობდი, რომ ჩვენთან ეს არასდროს არ იქნებოდა, მაგრამ დღეს საქართველოშიც უამრავი დაუმუშავებული მიწა დამუშავდა”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.