„ნაბუკოს“ მზე თანდათან ესვენება

„ნაბუკოს“ მზე თანდათან ესვენება

„ნაბუკოს“ სპონსორები აზერბაიჯანისგან პროექტში მონაწილეობის შესახებ საბოლოო პასუხს ელიან. თუ აზერბაიჯანი ევროპაში გაზის ტრანსპორტირებაზე უარს იტყვის, კომპანიები მოლაპარაკებებს ირანთან, ერაყთან და თურქმენეთთან დაიწყებენ. ამის შესახებ თურქეთში უკვე დაუფარავად საუბრობენ. ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის ტანერ იილდიზის  თქმით, ნაბუკოს გაზსადენის მშენებლობის შესახებ კონსორციუმის მონაწილე კომპანიებს შორის შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონია 6 ივნისს თურქეთში გაიმართება. თუმცა, ცერემონია უკვე  რამდენჯერმე გადაიდო.
„შეთანხმების ხელმოწერა უნგრული კომპანია MOL-ის გამო უკვე რამდენჯერმე გადაიდო. ამჟამად ყველა საკითხი შეთანხმებულია და შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის დაბრკოლებას აღარაფერი ქმნის“, - განაცხადა მინისტრმა.

გა­მო­ცე­მა Financial Times Deutschland-ი  კი ავ­რ­ცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ნაბუკოს პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ისევ ეჭ­ვ­ქ­ვეშ დად­გა.

„ცო­ტა ხნის წინ ყვე­ლა დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შაჰ დე­ნი­ზის სა­ბა­დო­დან ევ­რო­პა გაზს მი­ი­ღებ­და. მას შემ­დეგ, რაც წი­ნა კვი­რას ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ნაბუკოს რე­ა­ლი­ზა­ცია 2013 წლი­დან და­იწყე­ბო­და, ბა­ქო­ში სკეპ­ტი­კო­სე­ბი სა­ერ­თოდ ამ პრო­ექ­ტის არ­სე­ბო­ბის მიზანშეწონილობა­ზე ალა­პა­რაკ­დ­ნენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბა­ქო მხარს უჭერს იდე­ას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ევ­რო­პა რუ­სულ გაზ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი აღარ იქ­ნე­ბა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ფრთხი­ლობს და ახა­ლი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის ძი­ე­ბა­შია,“ - ნათ­ქ­ვა­მია პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში.

ე­ს ყვე­ლაფერი იმი­ს გამო ხდება, რომ ნაბუკოს ფასი თვ­ალსა და ხელს  შუა ემატება. თურქული წყაროების ინფორმაციით, „ნაბუკოს“ გაზსადენის მშენებლობა 2-ჯერ გაძვირდა. მშენებლობის დასასრულებლად საჭირო ინვესტიციამ დაგეგმილი 7,9 მილიარდი ევროს ნაცვლად 15 მილიარდი ევრო შეადგინა.

„ნაბუკოს“ გაზსადენის საერთაშორისო კონსორციუმის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან ფასის ზრდას და ხარჯების გადახედვას არ აპირებენ. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე პროექტის საინვესტიციო გადაწყვეტილება შესაძლოა 2012 წლამდე გადაიდოს.

აზერ­ბა­ი­ჯან­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის რო­ლან კო­ბი­ა კი დარწმ­უ­ნებულია­, რომ გაზ­სა­დენ „ნა­ბუ­კოს“ ღი­რე­ბუ­ლე­ბის შე­საძ­ლო გაზ­რ­და მის რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ზე გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დენს. მი­სი თქმით, „პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო მუ­შა­ო­ბა გრძელ­დე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ციფ­რე­ბი. „ნა­ბუ­კოს“ პრო­ექ­ტის სხვა­დას­ხ­ვა ტექ­ნი­კუ­რი ას­პექ­ტე­ბის, მათ შო­რის, მი­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბა, რამ­დე­ნი­მე წლის წინ მოხ­და. ლო­გი­კუ­რია, რომ ამ ეტაპ­ზე ციფ­რე­ბი გა­და­ხედ­ვას სა­ჭი­რო­ებს, რად­გან ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ი­ზარ­და ფო­ლა­დის ფა­სი, მუ­შა­ხე­ლის ანაზღა­უ­რე­ბა. ასე­ვე, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად შე­იც­ვა­ლა მილ­სა­დე­ნის მშე­ნებ­ლო­ბის მარ­შ­რუ­ტი. ამ­დე­ნად, პრო­ექ­ტის ახ­ლან­დელ ღი­რე­ბუ­ლე­ბას „ნა­ბუ­კოს“ კონ­სორ­ცი­უმ­ში გა­დაწყ­ვე­ტენ“.

სულ ცოტა ხნის წინ ბაქოშიც აცხადებდნენ, რომ აზერბაიჯანს ნაბუკოს პროექტის გაზმომარაგება დამოუკიდებლად, კასპიის ზღვის აუზის სხვა ქვეყნების დახმარების გარეშეც შეუძლია.

„მის ხელთ არსებული მარაგები ამის საშუალებას იძლევა“, - აცხადებდა „სოკარის“ პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ჰოშბაჰტ იუსიფზადემ.

მისი თქმით, ნაბუკოს 3300 კილომეტრი სიგრძის მილსადენს ყოველწლიურად 26-32 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ესაჭიროება. აღნიშნული მილსადენის გავლით აზერბაიჯანისა და თურქმენეთისაგან ბუნებრივი გაზი ევროკავშირის სახელმწიფოებს, პირველ ეტაპზე ავსტრიასა და გერმანიას მიეწოდება. იუსიფზადეს თქმით კი, აზერბაიჯანს 2.2 ტრილიონი კუბური მეტრის ოდენობის გაზის მარაგი აქვს. ცნობისთვის, 2010 წელს „ნაბუკოს“ გადაწყვეტილებით, გაზსადენი აზიიდან ევროპაში დასაკავშირებლად ორ ხაზს, საქართველო-თურქეთისა და ერაყი-თურქეთის გზებს გამოიყენებს. ევროპა აღნიშნული გაზსადების ამოქმედებით ცდილობს რუსეთის გაზზე დამოკიდებულება შეამციროს.