„ბლაუენშტაინ საქართველომ“ რაჭაში მესაქონლეობის დარგის განვითარებისთვის 18 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განახროციელა. კომპანია უახლოეს 5 წელიწადში ინვესტიციის გაორმაგებას გეგმავს. კომპანიის ხელშეწყობით, რაჭაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმები აშენდა, რომლებიც სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობენ. ამ პორექტში სახლემწიფო 2013 წლიდან არის ჩართული. კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველოს“ ხელმძღვანელი ირაკლი კერვალიშვილი განმარტავს, როგორ შეიძლება ერთობლივი ძალისხმევით დგილობრივმა ფერმერმა, ინვესტორმა და სახელმწიფომ შედეგი დადოს.
ბატონო ირაკლი, რატომ გადაწყვიტეთ, რომ 18 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია ჩაგეთოთ რაჭაში მესაქონლების დარგის განვითარებისათვის?
ირაკლი კერვალიშვილი: დავიწყოთ იქიდან, რომ რაჭიდან ვარ. როდესაც წარმატებას მიაღწევ, ყოველთვის ფიქრობ რა გააკეთო ისეთი, რომ შენებს არგო. საერთოდ საქართველოსთვის პრობლემაა ის, რომ მაღალმთიანეთი იცლება. საერთოდ, მაღალმთიანეთი იმისთვის არის, რომ მესაქონლეობა იყოს განვითარებული. და რატომ მესაქონლეობაა? - იმიტომ, რომ საერთოდ შევიცარიასთან და ჩემს შევიცარიელ პარტნიორთან 25 წლის ურთიერთობა მაქვს. შვეიცარიაში მეცხოველობაა ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამან დამაფიქრა.
თუ გინდა, რომ ქვეყანა განივითარდეს, მეცხოველეობა მაღალ დონზე უნდა გქონდეს განვითარებული. ამიტომ, დავიწყეთ ამაზე ფიქრი და 2008 წელს დავიწყეთ პირველი ფერმის აშენება, მაგრამ მაშინ არ იყო ასეთი დამოკიდებულება სახელმწიფოსა და მეწარმეს შორის, რაც დღეს არის. მაშინ საერთოდ იგნორირებული იყო სოფლის მეურნეობა, არაფერი ქართული არ იყო.
ეს მიზანმიმართული პოლიტიკა იყო?
- მაშინ პოპულარული ტერმინი იყო სინგაპურიზაცია. სინგაპური არის ქვეყანა, სადაც ადილობრივებს არაფერი არ აქვთ. მთლიანად მორგებული არიან უცხოელების მომსახურეობაზე. ჩემთვის პიროვნულად ეს მიუღებელია იმიტომ, რომ ქართველებს იმდენი რამ გვაქვს ღირებული, რომლიც არა მარტო უნდა გავიტანოთ ევროპაში, არამედ ჩვენს მომავალსაც უნდა შეუნახოთ.
რა არის ამ პროექტის პრინციპი, რასაც რაჭაში მესაქონლეობის დარგის განვითარება ჰქვია?
- ჩემი შვეიცარიელი პარტნიორი არის იმ კონცეფციის იდეის ავტორი, რომელმაც შვეიცარიიდან მოიზიდა ამ დარგის პროფესიონალები. ჩვენ დავიწყეთ ისეთი რამის შექმნა, რომ მხოლოდ ჩვენი კომპანია კი არ გაგვეძლიერებინა, არამედ რაჭაში შეგვექმნა ადგილობრივი ფერმერული მეურნეობები. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ქართული პროდუქტი და ის, რასაც ქართველი მომხმარებელი იხდის საკვებ პროდუქტში, საბოლოო ჯამში არ წასულიყო უცხოელი ფერმერის ჯიბეში. რასაკვირველია, მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ უპრიანი იქნებოდა, რომ მოგება ქართველს მიეღო.
ჩვენი ამოცანა არ არის ფერმერობა, ჩვენი ამოცანაა, ვაკეთოთ ის, რასაც უნდა აკეთებდნენ ფერმერები. ამ ეტაპზე საქონელს ჩვენ ვაძლევთ ფერმერებს, რომ ისწავლონ მოვლა და რაღაც პერიოდის შემდეგ ეს საქონელი დავუტოვოთ ამ ფერმერებს და ჩვენ გადავიდეთ კომერციაზე, შევქმნათ ფერმერები და სათავო ფერმაც ამას ემსახურება, აქედან მიდის ცოდნა, ტექნოლოგია, ჯიში... სათავო ფერმაში მუდმივად მუშაობენ შვეიცარიელი სპეციალისტები - ვეტერინარები, ზოოტექნიკოსები, გამნაყოფიერებლები, ინტრუქტორები, რომლებსაც ადგილობრივ ფერმერებთან მიაქვთ ცოდნა. ეს არის ჩვენი პროექტი. შევიცარიელ პარტიორებთან ერთად შევქმენით ისეთი სტრუქტორა, რომ რაჭის ადგილობრივმა ფერმერებმა შექმნან ბუნებრივი პროდუქტი, რომელზეც მოთხოვნა დღითი-დღე იზრდება.
2015 წლის შედეგებით 18 მილიონის ინვესტიცია განახორციელეთ რაჭაში, ხუთ წელიწადში აპირებთ ინვესტიციების მოცულობის გაორმაგებას, ამ დროისთვის რამდენი ფერმერი გყავთ?
- ამ პროექტის მთავარი ელემენტი უნდა ყოფილიყვნენ ადგილობრივი ფერმერები, რომლებსაც ექნებოდათ საკუთარი ფერმა, საკუთარი საძოვრები, ანუ თავისი მსოფლმხედვ ელობით შევქმნიდით ევროპული ტიპის ფერმერს, რაც გამოგვდის კიდეც. ჩვენ შევთავაზეთ ფერმერებს, რომ - მიიღეთ შვეიცარიული სტანდრატები, ააშენე ფერმა და დაიწყე ჩემი საქონლის მოვლა. ჯერ ნუ იყიდი საქონელს იმიტომ, რომ მე ამას ვამრავლებ. ფერმერები ამისთვის მზად იყვნენ, მაგრამ იყო ერთი პრობლემა - არ ჰქონდათ ფული.
ფერმერს ეს თანხა რომ ჰქონდეს, რაჭის მთაში არ გაჩერდება. ამიტომ, მოსაძიებელი იყო ეს ფული. ჩვენ მზად ვიყავით, რომ მიგვეცა ფული, მაგრამ ჩვენ არ ვართ ფინანსური ინსტიტუტი და ვერ გავაკონტროლებდით. ამიტომ, მოველაპარაკეთ ბანკს, რომელიც ფერმერს აძლევს სესხს იმისათვის, რომ ააშენოს ფერმა. ამ შემთხვევაში ფერმერი იაფფასიან 3%-იან აგროკრედიტს იყენებს. ანუ, ბანკი აძლევს ჩვეულებრიბ 15%-იან სესხს, მაგრამ 11%-ს სახელმწიფო ფარავს. ფერმერი იხდის მხოლოდ 3%-ს. ამდენად ეს ფერმერისთვის არის მისწრება. მინდა გითხრათ, რომ შვეიცარიაშიც 3%-ანი სესხი აქვთ ფერმერებს, აი ამ დონეზე ვართ მისული.
მსოფლიო სტანდარტებიდან თუ გამოვალთ 3%-იანი აგროკრედიტი, რამდენად იაფი და საუკეთესო შეთავაზებაა სახელმწიფოს მხრიდან ფერმერისთვის?
- უკეთესი ალბათ მსოფლიოში არ არსებობს. დანარჩენი არის უფასო ფული, უფასო სესხი. დღეს, მე და თქვენ ბანკში რომ სესხი ავიღოთ, მინიმუმ 15% უნდა გადავიხადოთ. წარმოიდგინეთ, რამდენად კარგი პროდუქტი აქვს სახელმწიფოს. ამ ფულის უზრუნველყოფად უკვე ჩვენი კომპანია დებს თანხას ბანკში და ეუბნება, რომ ფერმერმა თუ ვერ გაქაჩა ამ პროცენტის გადახდას ჩვენი თანხით ვუზრუნველყობთ. გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტროს აქვს გამარტივებული მიწის რეგისტრაციის პროცედურები, რაც კომპანიებისთვის უზარმაზარი ხელის შეწყობაა.
დაახლოებით რამდენი ფერმერი გყავთ?
- ჩვენი სათავო ფირმის გარდა, 2012 წლიდან დღემდე 7 ფერმერი გვყავს, რომელთაც აშენებული აქვთ 9 ფერმა. ასევე მოთხოვნაა შემოსული 3 ფერმის აშენებაზე. 600 სული მსხვილფეხა საქონელი გვყავს, რომელზეც ვმუშაობთ და წლის ბოლოს 1000-მდე ავა. ეს არის ადგილობრივი საქონელი, რომელსაც შვეიცარიული ხელოვნური განაყოფიერებით ვამრავლებთ. უკვე გვყავს მესამე თაობა, რომლებიც ადგილობრივ ჯიშშზე ბევრად დიდები არიან.
რა მოგებას ნახულობს თავად ფერმერი?
- ფერმერს ჩვენ საქონელ ვაძლევთ და ამ მომსახურეობაში ვუხით იმ თანხას, რომლითაც იმ 3%-იანი სესხს ფარავენ, 7 წელიწადში სესხი მთლიანად გასტუმრებული იქნება და პლუს ცოტა მოგებაც რჩებათ. უკვე სხვებმაც მონდომეს. 7 წლის შემდეგ, ბანკს რასაც უსტუმრებენ, უკვე ისიც მათი საკუთრება იქნება. ეს უკვე რეგიონალურ ეკონომიკას ქმნის.
შვეიცარიელების მთავარი აგუმენტია, რომ ის ქვეყანა, რომელსაც არ შეუძლია თავისი თავი გამოკვებოს, მას საერთოდ არ გააჩნია ეკონომიკური უსაფრთხოება. სასოფლო-სამეურნეო დარგის განვითარება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს არის ეკონომიკური უსაფრთხოება და ქვეყნის დამოუკიდებლობა. დღეს რაჭაში გაჩნდა ახალი დარგი, რომელიც ეკონომიკას შემქნის და რომელიც ბიუჯეტში ფულს შეიტანს. ხვალ ეს დარგი გაორმაგდება და გასამაგდება.
მითუმეტეს, როდესაც ფერმერი უკვე მუშაობს მოგებაზე...
- რა თქმა უნდა. მოსახლეობას მთავრობასთან ერთად ვეუბნებით - ჩვენ კი არ გპირდებით, აგერ უკვე გაკეთებული პროდუქტი გვაქვს. გლეხს მიწა რომ მიეღო, საქართველოს კანონმდებლობით, ის უნდა შეესყიდა აუქციონზე, მაგრამ მას ელექტონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება გაუჭირდებოდა, ამიტომ კვირიკაშვილმა მოიფიქრა პირადპირი შესყიდვის წესის შემოღება. თუმცა ამ წესის თანახმად, გლეხმა ასევე უნდა აიღოს სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობა.
ეს გახლდათ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა და პირველი ოთხი ფერმერის საკითხი სწორედ მან გაიტანა მაშინ მთავრობის სხდომაზე. ეს არის სახელმწიფოსა და ფერმერის ერთობლივი პროექტი, რომლითაც ევროპასაც კი შეგვიძლია ვაჩვენოთ, როგორ შეიძლება სახელმწიფოს, კერძო სექტორის და ადგილობრივი ფერმერების ერთობლივი მუშაობით ევროპული სტანდარტის პროდუქტის შექმნა. ამან თუ გაამართლა რაჭაში, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მთის ყველა რეგიონში შეიძლება ამის კოპირება. ეს იდეა აქვს გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც ჩვენგან ერთადერთს ითხოვს - დავდოთ გამართული ბიზნესგეგმა.