ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება?! ამ გარდაუვალ აუცილებლობაზე ხალხი საუბრობს, მაგრამ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი, ეს მხოლოდ მან იცის. საზოგადოება მილიარდერს თვალდახუჭული ენდობოდა, პოლიტიკაში გამოჩენამდე ორი წლით ადრე ლევან გაჩეჩილაძემ თქვა, ახლა მხოლოდ ივანიშვილის ფაქტორი გადაარჩენს ქვეყანას და ის თუ გამოიხსნის საქართველოს მიშას კლანჭებიდან, სხვა გზა უბრალოდ აღარ არსებობს, ბიძინა თუნდაც ერთი საათით ტელევიზიით რომ გამოვიდეს და არაფერი თქვას, ხალხს "ნაცებზე" გამარჯვების იმედი გაუჩნდება და მას გაჰყვებაო. "გრეჩიხა" მართალი იყო, მაგრამ დღეს პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა და ბიძინა ივანიშვილის ნდობის მანდატი შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, რაც მას ასე ძალიან არ უნდა. ხალხის საგინებლად თავს არ გაიხდის, არადა, ნდობა რომ გაიმყაროს, ამისთვის დრო ცოტა აქვს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს მისი პარტია წააგებს. თუკი ივანიშვილი რადიკალურ ქმედებას არ მიმართავს, "ოცნების" წევრები მშვიდად არიან და ფიქრობენ, რომ ბიძინა ჰყავთ და 2016 წელს "ნაცების" ფონზე მაინც მოიგებენ. მათ ავიწყდებათ, რომ კონკრეტული ჯგუფები ემზადებიან პოლიტიკაში მოსასვლელად და კვლავ ბიზნესმენ ლევან ვასაძეს აყენებენ ივანიშვილის საპირწონედ. ინკოგნიტო წყარო "ქრონიკასთან" საუბარში აცხადებს, წარმოიდგინეთ, კახა კახიშვილის მსგავსი მოაზროვნე ადამიანები ფიქრობენ, შექმნან პარტია და მათ სათავეში ჩაუდგეს ლევან ვასაძე. ეს მხოლოდ იდეის დონეზეა, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს "ოცნების" სასარგებლოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებსო... გამწარებულ ხალხს უკვე აღარ აინტერესებს, რომელი ლიდერის უკან რომელი ქვეყანა დგას, ამ ხალხმა ყველანაირი ლიდერი გამოსცადა და მარსზე აფრენის დაპირებასაც გაუგო გემო, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ნაცებისა და "ქოცების" ჯინაზე ამ ხალხმა სულაც ახალ ძალას მისცეს ხმა. ასეთი ჰიპოთეზები რომ ბიძინა ივანიშვილსაც გადახარშული აქვს, ამის თქმის საფუძველს მისი ქმედებები გვაძლევს, მან 2030 წლამდე მოქმედების გეგმა გაწერა, ეს ნიშნავს, რომ 2030 წლამდე ის უნდა იყოს დომინანტი პოლიტიკური ვერტიკალში, ივანიშვილი კადრების სელექციის პროცესშია, თანამებრძოლებმა მას ვერ გაუმართლეს, ახლა ის თანამოაზრეებს ეძებს, "მოქალაქის" გააქტიურება შემთხვევითი არ არის, ის ახლა ფიქრობს სისტემის გამართვაზე და პარტიაში ახალი სახეების ჩანაცვლებაზე. მართალია, პოლიტიკაში მოსულმა თქვა, რომ წელიწად-ნახევარში თამაშიდან გავიდოდა, მაგრამ მაშინ მისი სიტყვები უყურადღებოდ დარჩა, მან თქვა და კიდეც გააკეთა, თუმცა ვერ დაგვიტოვა ისეთი უმრავლესობა და მთავრობა, რასაც გვპირდებოდა. მან აკენკა პოლიტიკური სპექტრიდან ის პარტიები, რომლისგანაც რაღაცას შექმნა, ამ რაღაც გაურკვეველმა ერთობამ არ გაამართლა, "თავისუფალი დემოკრატების" გასვლით, მივიღეთ არალეგიტიმური, ტექნიკური უმრავლესობა, აბსოლუტური გაუგებრობა, იმ მაჟორიტარების ხარჯზე, ვინც სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს ფინანსურად აძლიერებდა. ყველაზე საოცარი მოვლენა კი მარიკა ვერულაშვილის უტიფარი ნაბიჯი იყო. სააკაშვილის "პიარშიცა", რომელმაც ტყუილებით დაიმკვიდრა პოლიტიკურ ვერტიკალში ადგილი. თუმცა საოცრება ისაა, რომ მარიკა ვერულაშვილის შემდეგ, ვიცე-სპიკერობის ამბიციამ ნანა ყეენიშვილში იმძლავრა, წითელი ჯვრის "ბელა მაფიას" აბსოლუტურ უტიფარს ეძახიან უმრავლესობაში და მათ ეს თემა სასაცილოდ არ ჰყოფნით. ერთი ან მეორე ქოცმაცუნა ქალბატონის ამბიცია რომ დაკმაყოფილდეს, ამისთვის საჭიროა "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე გადადგეს ან უმრავლესობამ გადააყენოს. ის წასვლას არ აპირებს და თუ გადააყენებენ, ამას ალასანია და მისი გუნდი კიდევ ერთ პოლიტიკურ ზეწოლად ჩათვლიან, რადგან კანონში არ წერია, რა ხდება ამ დროს, როცა ვიცე-სპიკერის პარტია უმცირესობაში გადადის. უმრავლესობის ლიდერი დონ-დავით საგანელიძე, რომელიც უფრო ახლოსაა მაფიოზურ გაგებასთან, ვიდრე პოლიტიკასთან, გადარჩენას სთხოვს "ნაცების" დამფინანსებელ მაჟორიტარებს და ხალხს არ ეკითხებიან, კოალიცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელით ავირჩიეთ, გულისხმობდა თუ არა იმ მილიარდერ მაჟორიტარებს, ვინც ხმის ჩახლეჩამდე ყვიროდა "მიშა მაგარიას" მაშინაც კი, როცა ამ საცოდავებს ეს "ჩემის ხმაარმიცემული" დედას უტ...ვდა?! ცხადია, არა! რადგან არც ერთ მათგანს არ გაუპროტესტებია ბიზნესზე ზეწოლა, კოლეგა ბიზნესმენისთვის ქონების ახევა, სხვისი გაუბედურების ხარჯზე პირად კეთილდღეობას იქმნიდნენ და ამათაც, როგორც გიჟვრაცუა მიშას, სულ ფეხებზე ეკიდათ ხალხი. ეს გაუგებარი ფასადის "ფასადები" ჩვენი არჩეულები რომ არ არიან, ფაქტია, მერე რა, რომ ბიძინასთან "დანოსებით" დარბიან, მე მჯერა, რომ ამ სცენარის ფინალი სამართლიანი იქნება! აუცილებლად შეიცვლება რამდენიმე თვეში პოლიტიკური სურათი, ამას თვითონ უმრავლესობის ლიდერები პირად საუბრებში აცხადებენ, ისინი უკვე მოლოდინის რეჟიმში გადავიდნენ და არ გამორიცხავენ ვადამდელ არჩევნებსაც, რაც ძალიან რისკიანი ნაბიჯი იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის. მისი პარტია კარიკატურულად გამოიყურება, განიცდის მოაზროვნე თავების დეფიციტს, თუმცა ბიძოს მილიონებს უხვად ჰყავს წუწკები, სამაგიეროდ მათ არ აქვთ იდეოლოგია. ეს არის ტრაგედია, რომელიმე მათგანს რომ ჰკითხო, რა იდეოლოგია გაერთიანებთო, გეტყვიან - ჯიპები, პრემიები, რესტორნები და უსაქმურობაო... ამიტომაც არის, რომ ივანიშვილი გაოგნებას ვეღარ მალავს ამათ უმსგავსობაზე, ყველა გასაყრელია მაგ პარლამენტიდან, არ ერთი არ არის ღირსეული, ამათ აზრი არ მოეკითხებათ და ქვეყნის მართვაზე ლაპარაკი ზედმეტიაო... რაც არ უნდა უცნაური იყოს, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის თვალში ეკა ბესელიას რეიტინგი ეცემა, ბესელიას თავდადებული ბრძოლის მიუხედავად, ბიძინას გარემოცვა ამბობს, რომ მან ამოწურა თავისი შესაძლებლობები, ეკამ უნდა დაისვენოს. ბიძინას გარემოცვას არც ის მოსწონს, რომ მანანა კობახიძისა და გია ვოლსკის იმედზეა პარტია "ქართული ოცნება", გამოსავალია ახალ კადრებში. ივანიშვილი სვამს მარტივ შეკითხვას, - რა ხდება? თუკი ნაციონალებმა მოახერხეს კომპეტენტური კადრების მოძიება, რატომ ვერ ახერხებს ამას "ქართული ოცნება"? როცა ამ კითხვაზე მან პასუხი მიიღო, რომ ნეპოტიზმის პირობებში ეს შეუძლებელია, მოხდა ის, რაც მოხდა...
საინტერესოა, პარტია "ქართულ ოცნებაში" აღმასრულებელი მდივნის ფუნქციას ვინ იტვირთავს? ამ საკითხზე ჯერ არ საუბრობენ, ეს პარტიის თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის პრეროგატივაა და კადრიც მან უნდა წარადგინოს. "ქრონიკამ" ეს საკითხი "ოცნების" ლიდერებთან გადაამოწმა, თუმცა მათთვის უცნობია, ვინ შეცვლის ზვიად ჯანყარაშვილს პარტიის აღმასრულებელი მდივნის პოსტზე.
არადა, მიშას ბაქიბუქი უნდა დასრულდეს, ამას მხოლოდ პროფესიონალი კადრები შეძლებენ, ერთ-ერთი მიზეზი მთავრობის გადარესტარტების ესეც იყო. საქმე აკეთეთ, ბიჭებო, საქმე!
21-ე საუკუნის მიხეილ ჩიკატილო უკრაინული წარმოშობის სახელგანთქმული სერიული მკვლელის ანდრეი ჩიკატილოს პროტოტიპია. 1978 წლიდან 1990 წლამდე, ოფიციალური მონაცემებით, ანდრეი ჩიკატილომ 53 ადამიანი მოკლა. მისი მეტსახელებია: "ცოფიანი ცხოველი", "როსტოველი მფატრავი", "წითელი მფატრავი", "ტყის ზოლის მკვლელი", "მოქალაქე X", "ჯეკ-მფატრავი". მიხეილ ჩიკატილომ, ოფიციალური მონაცემებით, გააუბედურა და უკანონო პატიმრობაში ამყოფა ასიათასობით უდანაშაულო ადამიანი, მისმა რეჟიმმა მოკლა ასობით ახალგაზრდა, მან გამოაცხადა ნულოვანი ტოლერანტობა _ "ყველანი ციხეში"! მოკლედ, მისი დანაშაულებრივი ჩამონათვალი ყველამ ზეპირად იცით და დღეს თურმე მიხეილ ჩიკატილოს დრო არ აქვს ისეთი წვრილმანებისთვის, როგორიც არის ციხეში ჩაჯდომა! მიხეილ ჩიკატილო, რომელიც ასევე უხვი მეტსახელებით არის ცნობილი უახლეს ისტორიაში, იმ მოედნიდან გვეთამაშება, სადაც ჩიკატილოს ფსიქოლოგია ჯერ კიდევ ძალაშია, მიშას უკრაინელი კრიმინალები ქართველი ლონდრე "ძველი ბიჭები" ჰგონია, "კრაკადილის" კაიფში ჩარჩენილები, უკრაინელი ხალხი კი _ ქართველებივით ტოლერანტული. ქართველო ჩიკატილო, მინდა გაგაფრთხილო, რომ სწორედ მაგ უკრაინაში შეგაჭმევინებენ საკუთარ ხორცს და მერე მაგ ბოროტ თავს დაგაჭერინებენ საკუთარ ხელში! ჯერ ავტოანეკდოტი გაავრცელე, უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე მნიშნავენ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეობას არ დავთმობო, ორი დღის წინ კი უკრაინა აალაპარაკე, გენერალურ პროკურორობას მთავაზობენო. თანავუგრძნობ უკრაინელ ხალხს, რომელთანაც დიდი სიყვარული მაკავშირებს, თქვენ მხოლოდ ისღა დაგრჩენიათ, ნულოვანი ტოლერანტობის პირობებში იცხოვროთ, ყველანი საციხედ გაემზადოთ და მამაცურად შეხვდეთ მიშას ცოცხებს, გპირდებით, რაც პუტინმა დაგაკლოთ, მიშა აგინაზღაურებთ! უკრაინა ამ ინფორმაციამ შოკში ჩააგდო. აი, რას წერს უკრაინის სავაჭრო ქსელების მიმწოდებელთა ასოციაციის დირექტორი ალექსეი დოროშენკო: "...უკრაინის მოქმედი ჩინოვნიკებისთვის სააკაშვილი არის ყველაზე საშინელი სიზმარი და ყველას კარგად ესმის, რომ ეს არის ადამიანი მუხრუჭების გარეშე და მისი თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში, ჩაჯდება ყველა, ვინც არათუ გაბედა და ხელი ახლო სახელმწიფო ფულს, არამედ გაიხედა მის მხარეს"...
უკრაინას წინ მიშას ჯოჯოხეთი ელის, თუკი მოძმე ქვეყანა საქართველოში ძებნილს თანამდებობას ჩააბარებს, ეს ნიშნავს ქართველი ხალხის დაცინვას, სააკაშვილის ინტერპოლით ძებნის გამოცხადების საკითხი ძალიან მალე გაირკვევა. ვრცელდება უკრაინის ინტერპოლის ეროვნული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის კირილ კულიკოვის განცხადება: სისხლის სამართლის საერთაშორისო პოლიციის ორგანიზაციისთვის "მნიშვნელობა არ აქვს პიროვნების სტატუსს, თუ ვის გამოაცხადებენ ძებნილად, რადგან მთავარია, არსებობდეს საკმარისი მტკიცებულებები, რომ მას დანაშაული აქვს ჩადენილი. შესაბამისად, ინტერპოლის წინაშე ყოფილ პრეზიდენტებსა და პრემიერ-მინისტრებს არავითარი იმუნიტეტი არ გააჩნიათ და ამის რეალური მაგალითი შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი გახდეს".
და მაინც, რატომ გადაირია საკონდიტრო მაგნატი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიხეილ ჩიკატილოზე? თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, გენერალ ტრისტან წითელაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს დიდი ფული გადაუხადა. თანხის მობილიზება სააკაშვილმა სეიშელის კუნძულზე საქართველოს ბიუჯეტიდან გატანილი 16 მილიარდიდან შეძლო. მიხეილ სააკაშვილი პირადად აწარმოებდა მოლაპარაკებას პეტრო პოროშენკოსთან, რომ მისი მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნები თანამდებობებზე დანიშნულიყვნენ. უკრაინა ახლა ეკონომიკური კუთხით მძიმე დღეშია, ამიტომ პოროშენკო სააკაშვილის შეთავაზებას დასთანხმდა დიდი ფულის სანაცვლოდ, რომ სააკაშვილის მთავრობის მაღალჩინოსნები თანამდებობებზე დაენიშნა. ეს ყველაფერი კი, "ქართულო ოცნებავ", ისევ და ისევ თქვენი ბრალია, მიშასთან კოჰაბიტაციის ნაცვლად, მისი დაკითხვა რომ გეწარმოებინათ და თავის დროზე დაგესვათ წერტილი ბოროტებისთვის, ის კვლავ ანგელოზის ნიღაბს, ამჯერად უკრაინაში, ვერ მოირგებდა. ვწუხვარ, უკრაინა, რადგან თქვენი გზა ჯოჯოხეთისკენ მიშას კეთილი სურვილებით არის მოკირწყლული!