"ვისაც კი წაუკითხავს გებელსის სიტყვები, ყველა აღიარებს, რომ გებელსი ახლოსაც ვერ მიდიოდა სააკაშვილთან"

საერთაშორისო მაწანწალა აი, უკვე მერამდენედ აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველო დააჩმორა და გააბანძა, ფაქტობრივად, რაც მთელი ამ ხნის მანძილზე ამ ჩმორმა და ჩმორების სექტამ ქართველ მოსახლეობას გაუკეთა, დღეს ყველა ამ ცოდვას ივანიშვილსა და მის ხელისუფლებას კისერზე ჰკიდებს. მართალია, "ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკური სკლეროზი დიდი ხანია სჭირს, მაგრამ საქართველოს მოსახლეობას ყველაფერი ახსოვს, ყველაფერს ხედავს და ყველაფერი ესმის, რაც მათ მიტინგზე კიდეც აისახა. შეიძლება ითქვას, რომ "ნაცმოძრაობა" კიდევ ერთხელ გაბანძდა, ეს იყო სამარცხვინო ადამიანების თავყრილობა. ამ აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ისე არ წვიმს, როგორც ქუხს.

"ქრონიკის" კითხვებს პასუხობს კანცელარიის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე.

15 ნოემბრის აქციიდან რა აზრი გამოიტანეთ, რა არის "ნაციონალების" მიზანი?

- სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების ღალატის შედეგად განხორციელდა 2008 წლის აგვისტოში სამხედრო ავანტიურა. მეტიც, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ნიკოლა სარკოზის მედვედევთან უკვე შეთანხმებული და ხელმოწერილი პუნქტი ამოაშლევინა, რომელიც იცავდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნას, ასევე იცავდა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთი კისრულობდა ვალდებულებას, რომ არ აღიარებდა მათ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ამის შემდეგ წარმოებს მუდმივი საინფორმაციო პოლიტიკა სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების მიერ, რომ მათ მაშინ გმირულად დაიცვეს საქართველო. ხოლო კოალიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო ყველაფრის რუსეთისთვის ჩაბარება და თურმე, ახლა ხდება დე იურე ანექსია. ეს არის უტიფარი ტყუილი, მე შემიძლია ყოველდღე საფუძვლიანად გავაკრიტიკო დღევანდელი ხელისუფლება უნიათობისთვის და მათ შორის იმისთვის, რომ დღემდე სამართალმა პური ვერ ჭამა და ნაცისტებმა პასუხი ვერ აგეს, მაგრამ მტკნარი ტყუილია ის, რომ ახლა ხდება დე იურე ანექსიის მსგავსი. ყველაფერი, რაც მოხდა და დამთავრდა, ეს იყო 2008 წლის აგვისტოში, ამის შემდეგ რუსეთმა ხელი მოაწერა ჩარჩო-ხელშეკრულებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან და ყველაფერს აკეთებს ამ ხელშეკრულების ჩარჩოებში. რაიმე სხვა ახალ ხელშეკრულებასთან არ გვაქვს საქმე, რასაც უკვე მიაღწია რუსეთმა სააკაშვილის ღალატის მეშვეობით. საკმაოდ ახლოს ვიცნობ სააკაშვილს და მის ზოგიერთ თანამზრახველს, მინდა ვთქვა, რომ მათი ზეიმი იქნება, თუ მათი პროვოკაციების შედეგად რუსეთმა მართლაც გააფორმა დე იურე ანექსია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისა და იცით რატომ იქნება "ნაციონალებისთვის" ეს ნამდვილი ზეიმი? მაშინვე იყვირებენ, აი, ჩვენ დროს ვერ ბედავდა რუსეთი ანექსიის გაფორმებას, ფეხზე გვყავდა დაყენებული საერთაშორისო თანამეგობრობა და დე იურე ანექსიაზე მაინც ვერ მიდიოდა, ახლა კი გააკეთეს ეს ამბავიო. სააკაშვილი და მისი თანამზრახველები არიან ადამიანები, ვინც ნებისმიერ რამეზე მიდიან, ოღონდაც პოლიტიკურად ქულები დაიწერონ. სააკაშვილის პრინციპია, რომ ყოველთვის იყოს ყურადღების ცენტრში. "ტელეკარტინკის" გულისთვის ის მზად არის, ყველაფერი მოიმოქმედოს, როცა კამერებს ხედავს, სულ სხვა მიშა ხდება. სააკაშვილს "რუსთავი 2" აქტიურად ეხმარება, ჩვენ ვნახეთ კომენტარი საინფორმაციოს წამყვანის, რომ რუსთაველზე ასობით ათასი ადამიანია შეკრებილი და ეს არ არის რეალური ციფრი, იქ მაქსიმუმ 7-8 ათასი კაცი იქნებოდა. თქვენ კარგად გესმით კადრის ფოკუსირების მეშვეობით როგორ შეიძლება აჩვენო, თითქოს იქ ბევრი ადამიანია მისული, სააკაშვილს კი ეს სალაპარაკოდ ექნება, რომ ათასობით ადამიანი მივიდა "ნაციონალების" მიტინგზე, მისთვის ესაა მთავარი, მსოფლიოს უმტკიცოს, რომ მისი პარტიის აქციაზე მივიდა ათასობით ადამიანი, მისი კრედოა: სჯობია თუნდაც ცუდი დაიწეროს შენზე, ვიდრე არაფერი დაიწეროს და დავიწყებას მიეცე. რაც მთავარია, ამ აქციაზე ჩვენ დავინახეთ, რომ "ნაცმოძრაობა" ცდილობს, პოლიტიკურ ამპლუაში გამოჩნდეს. ლიდერები ცდილობენ, ხალხში წარდგნენ როგორც მებრძოლები, მით უმეტეს პროდასავლური კურსისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის მებრძოლები, დემოკრატიისა და თავისუფლების დამცველები, იცით, რატომ სჭირდებათ განსაკუთრებით ეს ნიშა? იმიტომ, რომ არაერთი სისხლის სამართლის დანაშაული აქვთ ჩადენილი და მხოლოდ მცირე ნაწილზეა საქმე აღძრული და ეს დიდი მინუსია ახალი ხელისუფლების. ეს მათი უნიათობისა და რიგ შემთხვევაში გარიგების შედეგია, მაგრამ მაინც ხომ არის საქმეები აღძრული? ამიტომ ეს იმიჯი, რომ აი, პოლიტიკურად გვდევნიან, ამიტომ იგონებენ ჩვენს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს და ა.შ. ეს მათ ძალიან სჭირდებათ. ამ ფონზე ყურადღება მიაქციეთ, 2008 წლის ომზე სკანდალურ განცხადებას აკეთებს სამხედრო პირი ყურაშვილი, რომელიც ყვება გიგი უგულავას როლზე აგვისტოს ომის დროს და აცხადებს, რომ დანარჩენ დეტალებს ის პროკურატურას მოუყვება. ასევე გაიხსენეთ გურამ ვახტანგიშვილის ცნობილი ინტერვიუ, როგორ გარბოდნენ ძმები ახალაიები საპირისპირო მიმართულებით, როგორ გარბოდა მასტერა, როგორ ცდილობდა ჯიპში ჩაჯდომას და როგორ ჩაარტყეს წიხლი მას, რა ხდება 2008 წელს რეგიონში. ეს იყო საშინელება, ღალატი, ასევე ითხოვს ვახტანგიშვილი საქმის გამოძიებას, ის იყო დეპუტატი ლიახვის ხეობიდან, სად არის გამოძიება?.. და აი, პოლიტიკური სკლეროზი. ამაზე ზურაბ აბაშიძემ შესანიშნავად თქვა, - მონანიებული არა აქვთ 2008 წელს ჩადენილი ცოდვები და ღალატი, ახლა იმედი აქვთ საყოველთაო სკლეროზისა. ამ მიზეზებისა და გეგმების განხორციელების მიზნით, სააკაშვილმა თავის თანამზრახველებთან ერთად ჩაატარა ნაძირალების მარში.

სააკაშვილმა თავის ვიდეომიმართვაში ძალიან ბევრი ტყუილი თქვა, ამ ტყუილების გვირგვინი კი იყო ის, რომ ივანიშვილის საქართველო არის დაჩმორებული და გაბანძებული. ვინ ვინ და სააკაშვილი როცა ივანიშვილზე ამას ამბობს, უკვე ანეკდოტის სფეროში იჭრება და ამდენს ვერ ფიქრობს?

- სააკაშვილი, ერთი მხრივ, ტყუილების ჩემპიონია, ვისაც კი წაუკითხავს გებელსის სიტყვები, ყველა აღიარებს, რომ გებელსი ახლოსაც ვერ მიდიოდა სააკაშვილთან, თუმცა ის დარჩა ისტორიაში ისეთ ფიგურად, რომელსაც ნებისმიერი ტყუილის თქმა შეეძლო, გებელსის ფორმულა იყო შემდეგი: თუ გინდა ხალხმა დაგიჯეროს, უნდა თქვა გრანდიოზული ტყუილი, თორემ პატარა ტყუილს ხალხი არ იჯერებს. სააკაშვილი არის ფსიქოპატი, მაგრამ როცა ის იქოქება და ლაპარაკობს, თვითონაც არ იცის, რას იტყვის ორი წუთის შემდეგ. მაგრამ ნიშანდობლივია, რომ ვიდეომიმართვის დროს ქაღალდი ეჭირა და ამ ფურცელში იყურებოდა. როგორც წესი, ამ სიტყვას სხვა უმზადებს. როცა ლაპარაკობს, იმ მომენტში რა ტყუილსაც არ უნდა ამბობდეს, მას ეს სწამს. აი, თუნდაც ჩვენ ვნახეთ კულუარებიდან კადრები, როცა სააკაშვილი ამბობს, რომ თბილისში 100 ათასი ადამიანი შეიკრიბა. მას თავის ტყუილის სჯერა, ეს არის მისი, როგორც დემაგოგის და პოპულისტის ძალა. სიტყვას რომ დაამთავრებს, შეიძლება საპირისპიროდ მოიმოქმედოს, მაგრამ როცა ყვირის, რომ ხანდაზმულ ადამიანებს ახალ კბილებს ჩაუსვამს, იმ მომენტში სჯერა, რომ ამას გააკეთებს. შეიძლება ხუთი წუთის შემდეგ თქვას, დახურეთ ხანდაზმულთა სახლი და სადაც გინდათ, გადაიყვანეთ, მომაცილეთ აქედან!.. აი, როცა სიტყვა "დაჩმორება" ახსენა, პირადად მე გამახსენდა მუხლებზე მხოხავი სააკაშვილი გორში, რომელიც შეშლილი სახითა და თვალებით უყურებს ცას, სადაც არაფერი ხდება და ჰგონია, რომ დაბომბავენ, ხოლო საფრანგეთის საგარეო საქმეთა უწყება კუშნერის მეთაურობით რამდენიმე მეტრშია და გაოგნებული სახით უყურებს სააკაშვილის, ჟარგონით რომ ვთქვათ, ამ დაჩმორებულ სახეს. სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების შედეგად საქართველოს ეკონომიკა განადგურდა, მიწასთან გასწორდა სოფლის მეურნეობა, ყველაზე მშრომელმა ფერმერებმაც კი თავი დაანებეს საქმიანობას, იმიტომ, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს ყველა კოტრდებოდა. მისი მმართველობის ბოლო წლებში საკვები საქართველო პროდუქტების 80%-ს ღებულობდა უცხოეთიდან, სააკაშვილის მიერ შექმნილი მონოპოლისტები დომინირებდნენ და ფული შეჰქონდათ ბიუჯეტში ქართველი ხალხის ჯანმრთელობის გაუარესებისა და გაკოტრების ხარჯზე, ვინაიდან პროდუქციის დიდი ნაწილი იყო უხარისხო. ეს შეიძლება ყველა სფეროზე ვთქვათ. ვთქვათ, როგორ გააბანძა და დააჩმორა ქართველი ხალხი, ქართველი ბიზნესმენები, 13 მილიარდ დოლარზე მეტი ვალი დაუტოვა სააკაშვილმა საქართველოს. ეს მაშინ, როცა 2003 წელს 300 მილიონი იყო დარჩენილი ჩვენი საგარეო ვალი, პრაქტიკულად, ნული. გაბანძება და განადგურება ეს არის, რასაც სააკაშვილი აკეთებდა. ქართველი ხალხი მასობრივად გაედინებოდა ქვეყნიდან, ვინც ვერ მოახერხა საქართველოდან გაქცევა, ნაწილი გალოთდა, განარკომანდა, ტოტალური დეპრესია იყო ქვეყანაში და ეს ყველაფერი მის დროს მოხდა.

ბოლოს და ბოლოს, სააკაშვილმა 120 სოფელი და 5 ხეობა ჩააბარა, ამის შემდეგ რა უფლება აქვს, მისმა პარტიამ გამართოს აქცია სახელწოდებით "არა ანექსიას"?

- დიახ, მე მაქვს სააკაშვილის სიტყვები შენახული, თუ რა უწოდა ამას, რუსეთს დახვდა ქვა-ღორღი და მეტი არაფერიო. როდესაც სააკაშვილმა კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი დაარქვა, გამოაცხადა, რომ ეს არის აფხაზეთის მესამედი ტერიტორია, რომ ეს არის აფხაზეთის საუკეთესო ნაწილი და მერე შეგახსენებთ, იქ მდგარი რომ ყვიროდა, - აი, პლაცდარმი, საიდანაც ჩვენ მთელ აფხაზეთს დავიბრუნებთო. ის შემოუძღვა მტერს, ჩააბარა ტერიტორიები და შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთს ქვა-ღორღი შერჩა.

17 აპრილის აქციის შემდეგ ეს რიგით მეორე მიტინგი იყო. "ნაციონალებს" აქვთ პერსპექტივა, რომ ქუჩის აქციებით მიზანს მიაღწიონ?

- ამ ეტაპზე მათ არანაირი პერსპექტივა არ აქვთ, რომ ქუჩაში მუხტი გააჩინონ. მეტიც, კოალიცია "ქართული ოცნების" სრულიად უნიათო მართვის გამო, ხშირ შემთხვევაში ამას მართვასაც ვერ უწოდებ, ადამიანების უკმაყოფილება სოციალური, ეკონომიკური პირობების გამო, სამუშაო ადგილების შექმნის ძალიან დაბალი ტემპის მიუხედავად, ყველა აღიარებს, რომ დღეს სადიზმი და წამება აღარ არის, მაგრამ რჩება ლუკმაპურის შოვნის დიდი სირთულე და ხელისუფლებისადმი იმედგაცრუება. ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს ხმები ჯერჯერობით არ გადაედინება "ნაცებისკენ". "ნაციონალებმა" ამ პერიოდში ვერ გაზარდეს მომხრეების რაოდენობა, მაგრამ შესაძლოა, ასეთი დინამიკის შემთხვევაში, მომავალ წელს გამოჩნდეს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ადამიანები ხმას მისცემენ. საგულისხმოა პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ასეთი სტარტი, რომლებმაც ადგილობრივ არჩევნებში მცირე, მაგრამ შედეგი დადეს.

შეიძლება, რომ ირაკლი ალასანიამ და მისმა პოლიტიკურმა პარტიამ "თავისუფალმა დემოკრატებმა" ხელისუფლებაზე განაწყენებულ ადამიანთა ხმები წაიღოს?

- არა, ის ვერ ჩამოყალიბდება დამოუკიდებელ მოთამაშედ, ამას პარტიას ვერ ვუწოდებ, ეს არის ელჩების ჯგუფი და მე არ ველი არანაირად მათ აღზევებასა და ამომრჩეველთა გულის მოგებას.