რა დრო რჩება

რა დრო რჩება "ნაციონალების" აგენტურის ამოქმედებამდე?

უსაფრთხოების ექსპერტის, ვახტანგ მაისაიას განცხადებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაკარგა მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი. ის, ფაქტობრივად, აღარაა წარმოდგენილი, როგორც მმართველი ძალა არც ერთ სახელისუფლებო, ფედერალურ და რეგიონალურ დონეზე. არჩევნებში დიდი კრახი განიცადა. ეს იყო სწორედ დასასრულის დასაწყისი".

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ნამდვილად განიცადა კრახი, მუნიციპალურ მმართველობაში ისინი ნამდვილად აღარ იქნებიან, მაგრამ ჩვენ გვახსოვს ვახტანგ მაისაიას სხვა სიტყვებიც, ნაცებს თავისი აგენტურა ჩანერგილი ჰყავთ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებშიო.

"ალიას" ვახტანგ მაისაია ესაუბრა:

- დღეს სწორედ გიორგი თავდგირიძე მეუბნებოდა, რომ ძალოვან სტრუქტურებში მოკალათებული მე-5 კოლონა, რომელიც "ნაცების" დარჩენილ აგენტურას წარმოადგენს, შეიძლება, გამოყენებულ იქნას პოლიტიკური ან სამხედრო გადატრიალების შემთხვევაში. ერთი მომენტია, რომ "ნაცისტურმა" მოძრაობამ დაკარგა ყველანაირი სახელისუფლებო მმართველობის ბერკეტი და ეს ფაქტია, ისინი უკვე ვეღარ აკონტროლებენ ვეღარც ძალოვან სტრუქტურებს, ვეღარც პოლიტიკურ ინსტიტუტებს და, რადგანაც დიდია საშიშროება, რომ "ნაციონალური" პარტია მთლიანად ჩამოიშალოს, სავსებით დასაშვებია, პარტია გადავიდეს შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაზე.

საერთოდ, "ნაციონალური მოძრაობა" მთლიანად აგებული იყო სახელისუფლებო მმართველობის პრინციპზე, ეს იყო ტოტალიტარული მმართველობის პარტია, პრინციპი კი იყო დემოკრატიული ცენტრალიზმი და გაიცემოდა ისეთი დირექტივები, რომელსაც ყველა ასრულებდა. მაგრამ, როგორც გითხარით, ბერკეტები გამოეცალათ "ნაცებს" და ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მით უმეტესს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოდიოზური ფიგურები, როგორიც არის მერაბიშვილი, ახალაია, უგულავა, დადანაშაულებულები არიან კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებაში, ანუ კრიმინალები არიან და სამართლებრივად რომ ვილაპარაკოთ, ბუნებრივია, ასეთი ადამიანებისგან განწმენდის სურვილი ნებისმიერ პარტიას გაუჩნდება, მით უმეტესს, იმ ფონზე, როცა ისინი კარგავენ პოლიტიკურ ხელისუფლებას. ამ პარტიის საქმე ნამდვილად არ არის სახარბიელო და ამ ფონზე ამჟამად მათთვის მნიშვნელოვანია ჩანერგილი აგენტურის ამუშავება.

ახლა, რაც შეეხება ამ ჩანერგილებს: ეს ხალხი ძირითადად თავმოყრილია ძალოვან სტრუქტურებში, იგივე შეიარაღებულ ძალებში, სხვათა შორის, ევროანტლანტიკური მიმართულებითაც, იგივე, ევროატლანტიკურ სამიტშიც ყოფილი "ნაცისტები" არიან.

კონკრეტულად?

- დათო სიხარულიძე. თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც არის ევროატლანტიკური საკითხების სამინისტროს მრჩეველთა ჯგუფში. ანუ, ფაქტობრივად, გამოდის, რომ მინისტრის მრჩეველია! ეს უმნიშვნელო ამბავია? მსგავსი ჩანერგილების მონაწილეობა სახელისუფლებო სტრუქტურებში ცოტაა? ან, იმ ჯალათების ყოფნა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სტრუქტურებში, ვინც ადამიანების დასჯას ემსახურებოდნენ, ეს ხალხი დღესაც თავის ადგილზეა.

კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ახსენეთ და ამ უწყებიდან შეგიძლიათ, კონკრეტული პირის დასახელება?

- კი, ბატონო, გეტყვით, "ამერიკის ვეტერანთა ასოციაცია" არის უძლიერესი და მეტად გავლენიანი ორგანიზაცია, რომელმაც პირდაპირ გამოაქვეყნა კონკრეტული მასალა ვინმე ვალერი ზუმბაძეზე, რომელიც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელი იყო.

და რა ქნა ამ ზუმბაძემ?

- ზუმბაძემ მოახდინა ლაფანყურის საქმეში მონაწილე და გადარჩენილი ისლამისტების გადაყვანა თურქეთში. სწორედ ზუმბაძემ უხელმძღვანელა ამ ოპერაციას, როცა საქმე ოთხ ისლამისტს შეეხებოდა და უშუალოდ მონაწილეობდა ტერორიზმის მხარდამჭერ აქციაში. დღეს კი ეს ვალერი ზუმბაძე არის ლაფანყურის ოპერაციის გამოძიების ჯგუფის ხელმძღვანელი. ამაზე მეტი ფაქტი რა გინდათ, კაცო?

არის თუ არა ეს გულის გასახეთქი ფაქტი? თქვენი რეაქცია გასაგებია, მაგრამ ამას წერს ამერიკის შეერთებული შტატების, ვიმეორებ, უძლიერესი და უგავლენიანესი ასოციაციის წევრები და ვინ არიან, იცით, ეს ადამიანები? რეიგანის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში, ამერიკის საზღვაო და ქვეითი ჯარების სარდალი, ჩვენებურად, "ცეერუს" ხელმძღვანელის მოადგილე და მეტი ვინ უნდა იყოს უფრო კომპეტენტური? ეს ხალხი აზანზარებს ამერიკის საგარეო საქმეებს და ეს წერილი კი დევს მათ ვებსაიტზე. დიდი ეჭვია, რომ ამ გადასვლისას რუსლან პაპასკირის სახელით საქართველოდან თურქეთში გადავიდა ალი დაბუევი, რუსეთის დივერსანტი. იქ თურქეთის კონტრდაზვერვამ დაიჭირა და დაამტკიცა, რომ ეს კაცი იყო "გრუ"-ს საიდუმლო აგენტი, რომელიც დივერსიის მომწყობია, მეტსახელად "ზონა".  

მე ფაქტს ვაფიქსირებ და დანარჩენი ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს. დარწმუნებული ვარ, ამ ფაქტს რომ დაწერთ, რეაგირება მაინც არ იქნება. თან მთელი მარშრუტია აღწერილი ამერიკელების მიერ, კონკრეტულად რომელი სოფლიდან მოხდა გადასვლა და ამათ მიანიშნეს, ეს თქვენ გყავთ ასეთი ადამიანიო. ამაზე მეტი აგენტურა რა გინდათ? აგენტურას წარმოადგენს "სამართლიანობის ლიგა", ირაკლი ფირცხალავა, ვაზაგაშვილისა და ბუტას მკვლელობებში რომ არის გარეული და ეს არ არის აგენტურის არსებობის მშვენიერი მაგალითი? ესაა ცენტრი, რომელიც აგენტებს შიგნიდან მართავს.

თქვენ კიდევ ამბობთ, დასასრულის დასაწყისიო. თქვენ ხართ უსაფრთხოების ექსპერტი, და "ნაციონალები" შემოდგომაზე რომ აანონსებენ აქციებზე მისვლას, ამ აგენტურამ რა შეიძლება, მოიმოქმედოს? იგივე, შეიარაღებულ სტრუქტურებში ჩანერგილმა ადამიანებმა რა შეიძლება, გააკეთონ?

- ამ აგენტურამ ყველაფერი შეიძლება, ჩაიდინოს. ანუ ძალოვანი უზრუნველყოფაა, რა. მათ შეუძლიათ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდება და შესაბამისად, გარკვეული ადამიანების დაპატიმრება, რომლებიც შეიძლება, წინ აღუდგნენ მათ მიერ მომზადებული გადატრიალების მცდელობას. შეუძლიათ, უშუალოდ, შეიარაღებულ ძალებში ჩანერგილი აგენტურისა და ძალების ქუჩაში გამოყვანა.

და საბოტაჟი?

- კი, ბატონო მთლიანი საბოტაჟი. ანუ, ყველაფერი, რაც შეიძლება ამ დროს გაკეთდეს ხელისუფლებისა და ხალხის წინააღმდეგ. კლასიკური სამხედრო გადატრიალება შეუძლია ამ აგენტურას. სწორედ ასე განახორციელეს ბოლშევიკებმა ცნობილი გადატრიალება. ვიმეორებ, "ნაცისტები" შესაძლოა, წავიდნენ ამ უკიდურეს ზომაზე, რადგანაც მათ დაკარგეს მთავარი ძალაუფლება და მათ სხვა გასაქანი არ აქვთ! მით უმეტესს, თუკი გახმიანდა, რომ შემოდგომაზე აპირებენ დიდი არეულობის მოწყობას, როგორც ჩანს, ისინი აი, ამ სცენარისთვის ემზადებიან.

წეღან ბოლშევიკები ტყუილად არ ვახსენე, ძალიან ახლოსაა ჩვენი დღევანდელი სიტუაცია ბოლშევიკების გადატრიალებასთან, რომლებმაც 1917 წლის აგვისტოში დაკარგეს ხელისუფლების ბერკეტები და გავლენა საზოგადოებრივ სტრუქტურებში, სახელმწიფოს მართვა გადაეცა ბოლშევიკებს და მენშევიკური პარტია აღარ წარმოადგენდა გავლენიან ძალას და სწორედ ამ სიტუაციაშია დღეს "ნაციონალური" პარტია. იმ ბოლშევიკებსაც ჩანერგილი აგენტურა ჰყავდათ და იმათაც არმიასა და პოლიციაში. კრიტიკულ სიტუაციაში როგორც ბოლშევიკებმა გამოიყვანეს კრიტიკულად განწყობილი ხალხი, ისე გამოიყვანენ ესენიც.

შესაძლოა, სიტუაცია ასეთი ტრაგიკულიც არ იყოს, რადგანაც ხალხი ისე ჰყავთ გამწარებული, რომ გამოვრიცხავ "ნაციონალების" ხელახალ მისვლას, ყოველ შემთხვევაში უახლოესი ხუთი წლის მანძილზე. ჩვენ ყველაფერი კარგად გვახსოვს და იმიტომ.

- მეც ვიზიარებ თქვენს აზრს, მაგრამ, როგორც იტყვიან, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. მათ ბოლო ბასტიონი ექცევათ, სადაც ფედერალურ დონეზე სრულად ჰქონდათ ბერკეტები, ძალოვნებს აკონტროლებდნენ, საკანონმდებლო ხელისუფლებაში დაკარგეს ძალაუფლება, მაგრამ რჩებათ სასამართლო, მათი იყო უშიშროების საბჭო, სპეციალური დაცვის სამსახური, გენშტაბიც მათი იყო, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაკარგეს ფედერალური დონის ბერკეტები, ბოლო ბერკეტი იყო ადგილობრივი თვითმმართველობები და აქვე უნდა გითხრათ, რომ არჩევნებში აღებული იმ 22 პროცენტიდან 7 პროცენტი სწორედ ადმინისტრაციული რესურსის წყალობით აქვთ აღებული, იმიტომაც იბრძოდა გამწარებული უგულავა მერობის დაბრუნებაზე და რეალურად, "ნაცისტების" იყო მხოლოდ 15 პროცენტი, ახლა გაკოტრებულები არიან და მეტად საშიშნი და ამაზე დაფიქრება ნამდვილად გვმართებს.