„ვიქონიოთ იმედი, რომ ეს ახალი კლასი, რომლის ჩანასახიც ჩვენ ვიხილეთ, შეცვლის დამოკიდებულებას პოლიტიკის მიმართ“

„ვიქონიოთ იმედი, რომ ეს ახალი კლასი, რომლის ჩანასახიც ჩვენ ვიხილეთ, შეცვლის დამოკიდებულებას პოლიტიკის მიმართ“

„გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ ყველაზე დინამიურად განვითარებადი პარტიაა. რა თქმა უნდა, პარტიას აქვს უამრავი ნაკლი, მაგრამ ამის მიუხედავად ვხედავთ, რომ ძალიან სწრაფად ხდება ადამიანური რესურსების როტაცია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე, რომლის განცხადებით, კვლევები ერთმნიშნიშვნელოვნად ადასტურებენ, რომ პოლიტიკური კლასის მიმართ არის უნდობლობა.

for.ge ვალერიან გორგილაძეს ესაუბრა.

„დასავლეთზე ოროენტირებული გუნდი“, - მაგრამ მათ პოლიტიკური კუთხით არ იცნობს საზოგადოება, ეს უკვე რამდენად არის პრობლემური გუნდისთვის?

ვალერიან გორგილაძე: ვფიქრობ, რომ ეს არ არის პრობლემური იმ თვალსაზრისით, თუ იმ მასშტაბურ კონტექსტს დავინახავთ, რომელიც ქვეყანაში ხვდება. არის მცდელობა და ამას ხვდება პოლიტიკური ელიტა, რომ მოხდეს პოლიტიკური ლანდშაფტის და სისტემის გადატვირთვა.

ცნობილია და კვლევები მიანიშნებდნენ ამ გარემოებაზე, რომ პოლიტიკური კლასის მიმართ არსებობს დიდი უნდობლობა. პოლიტიკური კლასისა და პოლიტიკის მიმართ უნდობლობა, მათ შორის, არის უნდობლობა პოლიტიკური პარტიებისა და იმ პოლიტიკურ პარტიებში არსებული ადამიანური რესურსის მიმართ. პრაქტიკულად, ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ 20-30 წლიანი ციკლი გარკვეულწილად დასასრულს უახლოვდება. გაქრება ძველი პარტიული ნომენკლატურა და მას ჩაანაცვლებს პოლიტიკური კლასის ახალი თაობა.

ანუ, მომავალი პარლამენტი მთლიანად განახლებული იქნება?

- ამ პარლამენტში ჩვენ დავინახავთ 70-80%-ით განახლებულ შემადგენლობას. ეს ეხება ნაცმოძრაობასაც, რომელსაც ნუ დავუკარგავთ მცდელობას, რომ შეძლებისდაგვარად ყველაზე ოდიოზური სუბიექტები ჩააჩოჩეს და ასევე მოახდინეს ავანგარდული რესურსის გადახალისება. ბუნებრივია, რომ „ოცნებას“ უნდა ეპასუხა ბევრად უფრო შთამბეჭდავად, ვინაიდან რესურსული პრობლემა არ აქვთ და ეს გააკეთეს კიდეც.

ქართულ ოცნებასაქვს დღეს მაღალი ნდობის რეიტინგი?

- რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ აღარ აქვს ის ნდობის რეიტინგი რომელიც გააჩნდა წლების წინ, მაგრამ ის კვლავ ინარჩუნებს ყველაზე მაღალი ნდობის ხარისხს არსებულ პარტიებს შორის. „ოცნებასთან“ ისევ არის დაკავშირებული იმედები. „ქართული ოცნებაც“ ითვალისწინებდა იმ გარემოებას, რომ მოსახლეობას პრეტენზია ჰქონდა იმ საკადრო შემადგენლობის მიმართ, რომელიც არის ხელისუფლებაში და პარლამენტში. როგორც ჩანს, „ოცნებამ“ გააცნობიერა რადიკალური ცვლილებების აუცილებლობა და ეს შედეგიც ვიხილეთ. „ოცნების“ ახალი დეპუტაციის სავარაუდო შემადგენლობა ახალი საპარლამენტო კლიმატის შემქმნელია.

მათ შორის, იგივე, საჯარო დისკუსიების კუთხით, ამ თვალსაზრისით პრობლემური იყოქართული ოცნებისის გუნდი, რომელიც წარმოდგენილი იყო პარლამენტში...

- გეთანხმებით, მაგრამ ახალ პარლამენტში ვითარება შეიცვლება. ახალ რესურს ახალი ხედვაც და შესაბამისად ახალი დისკურსი, თვისობრივად განსხვავებული პოლემისტური კონცეფციაც შემოაქვს. შესაბამისად, უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ ეს ახალი კლასი, რომლის ჩანასახიც ჩვენ ვიხილეთ, შეცვლის დამოკიდებულებას პოლიტიკის მიმართ და რაც მთავარია, პოლიტიკისადმი აზრი შეიცვლება მოსახელობის მხრიდანაც.
ახალი გუნდი უფრო კვალიფიციური და ეფექტური იქნება მომავალ საპარლამენტო საქმიანობაში, ვიდრე დავუშვათ დღეს არის წარმოდგენილი?

- ეს პარლამენტი ბევრად უფრო კომპეტენტური და ყველაზე კვალიფიციური პარლამენტი იქნება. რა დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, ათეულში მეტ-ნაკლებად, კვალიფიციური შემადგენლობაა. „ქართულმა ოცნებამ“ კვალიფიციური, ენერგიული და პერსპექტიული გუნდი წარმოადგინა. იმედი მაქვს, რომ ასეთივე ათეულები ექნებათ სხვა პარტიებსაც, რომლებსაც ბარიერის გადალახვის რეალური შანსი აქვთ. ამ თვალსაზრისით შემიძლია ვიწინასწარმეტყველო, რომ პარლამენტის ეს შემადგენლობა ყველაზე რელევანტური იქნება იმ მოთხოვნების მიმართ, რა მოთხოვნებიც გააჩნია მოსახლეობას.

ალასანია თვლის, რომქართული ოცნებისბრენდი იმდენად დაზიანებულია, რომ ასეთი ფასადური ცვლილებები მათ შედეგს არ მისცემს...

- ყველამ თავის დაზიანებულ ბრენდს მიხედოს, დაკავდეს თავისი პარტიის მშენებლობით და პერსპექტიული რესურსების მოძიებით, აი, ეს შემიძლია ვუთხრა ნებისმიერს. მით უფრო, რომ როგორც სოციოლოგი ვფლობ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უნდობლობით სარგებლობს მთლიანად პოლიტიკური კლასი. დაზიანებულია არა მხოლოდ ცალკეული პოლიტიკოსების ან პოლიტიკური პარტიების, არამედ მთლიანად „პოლიტიკის“ ბრენდი. ამდენად, მოსახლეობა ითხოვს კვალიფიკაციას და კომპეტენციას ოპოზიციისგანაც და ეს გარემოება უნდა გაითვალისწიონონ ოპოზიციურმა პარტიებმა. მით უფრო, რომ „ოცნებამ“ შიდაპარტიული გადატვირთვის თემას თვისობრივად ახალი ბიძგი მისცა და ამით მიუთითა სხვა პარტიებსაც კონკურენტული ბრძოლის მთავარი არეალი.

იყო მოლოდინები, რომ გუნდი მთავრობის წევრებით დაკომპლექტებოდა, თუმცა ჯერჯერობით საარჩევნო სიაში არ არიან. ის, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრებზე არ არის აქცეტი გაკეთებული, ეს რამდენად მომგებიანი და სწორი სტრატეგიია გუნდისთვის?

- გამოჩნდა, რომ არ თვალსაზრისით „ქართული ოცნება“ ყველაზე დინამიურად განვითარებადი პარტიაა. რა თქმა უნდა, ამ პარტიას აქვს უამრავი ნაკლი, მაგრამ ამის მიუხედავად ვხედავთ, რომ ძალიან სწრაფად ხდება ადამიანური რესურსების როტაცია. პრაქტიკულად, ეს არის გარკვეული შეცდომებისა და პრობლემების აღიარება და ამასთან ერთად სწავლა საკუთარ შეცდომებზე და თვითგანვითარების რესურსის ნათელი დემონსტრაცია. ეს არის სიარული ცდის და შეცდომის მეთოდის მეშვეობით, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს მეთოდი არ არის ეფექტიანი. უბრალოდ განვითარებაც საჭიროებს დროს.

მაგრამ რადენად იქნება შედეგზე ორიენტირებული?

- ეს საბოლოოდ გამოიღებს შედეგს და გარდა ამისა, ჩანს, რომ ეს არის გახსნილი პოლიტიკური ორგანიზაცია და მობილობა ამ პარტიაში არის მაღალი. პარტიაში არის გარკვეული ნეპოტისტური და სხვა ნეგატიური გამოვლინებები, მაგრამ „ოცნებამ“ ანახა საზოგადოებას, რომ მთავარი არის განვითარება, განახლება, ტექნოლოგიურობა, პროფესიონალიზმი. ამდენად, განახლებაზეა აქცენტი და მიუხედავად იმისა, რომ სერგეენკო ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პერსონაა საქართველოში, პრემიერ-მინისტრი და გუნდი ახალ რესურსზე ახდენს არტიკულაციას.

აქედან გამომდინარე, სწორი სვლა იყო პრემიერის მხრიდან, რომ არაკოალიციურ რეჟიმში ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია? მე ვგულისხმობ რესპუბლიკელებს, რომლებიც უკმაყოფილოები არიან იმით, რომ კოალიციურ რეჟიმში ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია...

- მაინცდამაინც ვერ დავინახე უკმაყოფილება რესპუბლიკელების მხრიდან და ეს გასაკვირიც იქნებოდა მათი მხრიდან. ვფქრობ, მადლობელი უნდა იყოს ეს პოლიტიკური პარტია, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან ტაქტიანად მოექცა. რესპუბლიკელები აცნობიერებენ, რომ „ქართული ოცნება“ პირნათელია მათთან. ბუნებრივია, შეიძლება უფრო ადრეც დამდგარიყო ეს პერიოდი, მაგალითად თინა ხიდაშელის მიერ გადადგმული გარკვეული ნაბიჯების შემდეგ.

მაგრამ დღეს დადგა დღე, როდესაც ყველა სუბიექტი დამოუკიდებლად აწარმოებს საარჩევნო კამპანიას და ვერავინ ვერავის ვერაფერს დააბრალებს. კოალიციაში შემავალ სუბიექტებს და გარეთ არსებულ ოპოზიციას, ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს როგორც ლეგალური, ასევე ორგანიზაციული, ფინანსური და ადმინისტრაციული, რომ მეტ-ნაკლებად კონკურენტუნარიანი საარჩევნი კამპანია აწარმოოს.