სოსო მანჯავიძე: საინიციატივო ჯგუფის შტაბი მდებარეობს რუსთაველის N1, მე-4 სადარბაზო, მე-2 სართული.

სოსო მანჯავიძე: საინიციატივო ჯგუფის შტაბი მდებარეობს რუსთაველის N1, მე-4 სადარბაზო, მე-2 სართული.

„თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის“, - ამ საკითხზე 200 ათასი ხელმოწერის შეგროვების შემდეგ, საკითხი რეფერნდუმზე გავა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოჯახის შექმნის მიზნით, კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის კონსტიტუციით განისაზღვრება. შესაბასამისად, საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინება შეუძლებელი გახდება. საინიციატივო ჯგუფმა საკითხზე ხელმოწერის შეგროვება დაწყო და მხოლოდ 2 კვირის განმავლობაში 15 ათასი ხელმოწერა შეგროვდა. საინიციატივო ჯგუფის შტაბი მდებარებს რუსთაველის N1, მე-4 სადარბაზო, მე-2 სართული.

რა წინააღმდეგობებს აწყდებიან და როგორია ქართული საზოგადოების განწყობა? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge სოსო მანჯავიძეს ესაუბრა.

სოსო მანჯავიძე: საინიციატივი ჯგუფი შედგება სამი ადამიანისგან - მე, სანდრო ბრეგაძე და ზვიად ტომარაძე. ვცდილობდით, რომ პარლამენტს მიეღო კანონი და არ დასჭირვებოდა ამას რეფერენდუმი. უმრავლესობის მხრიდან იყო შეპირებები, მაგრამ ვერ მოაგროვეს შესაბამისი ხმები, არ იყო ერთსულოვნება, შემდეგ უმრავლესობაც დაიშალა და შესაბამისად, ეს საკითხი ჩავბარდა.

გარდა ამისა, ვიცით, რომ ამ საკითხის წინააღმდეგ გამოდის მთელი ლიბერალური ინტერნაციონალი, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში. არაპროპორციულად უხვად მოდის მათ ელექტორალურ რესურსთან მიმართებაში. აქიდან გამომდინარე, ჩვენ შევიტანეთ ცეესკოში ფორმულირება, რომელიც არ დაარეგისტირეს. შემდეგ შევიდა ახალი ფორმულიება ასეთი სახით - „თანახმა ხართ თუ არა, სამოაქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის“.

ეს იგივე ფორმულირებაა, რაც არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსში...

- დიახ და ცეესკომ ეს ფორმულირება დაარეგისტრირა. გადმოგვცა ბლანკები და დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება, რაც საკმაოდ რთული ამოცანაა. მოგეხსენებათ, სამი თვის განმავლობაში 200 ათასი ხელმოწერა უნდა შეგროვდეს. თუმცა, სამი თვე ჩვენ არ გვაქვს, ვინაიდან, გვინდა, რომ პროცედურულად ეს საკითხი დავამთხვიოთ 8 ოქტომბერს.

რატომ 8 ოქტომბერი?

- მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით არჩევნების მსგავის პროცედურა უნდა ჩატარდეს, რაც დიდი საბიუჯეტო სახსრებს მოითხოვს, რამდენიმე მილიონობით ლარის ხარჯს გამოიწვევს, მაშინ, როდესაც შეიძლება, რომ ამ საკითხზე რეფერენდუმი დავამთხვიოთ 8 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნებთან, რომ არავითარი დამატებითი ხარჯი არ გამოიწვიოს. მოტივაცია სრულიად ნათელია. ძლიან მოკლე ხანში გვინდა ეს გავაკეთოთ. იმიტომ, რომ რეფერენდუმის პროცედურა ასეთია - როდესაც საკითხი დარეგისტრირდება, საინიციატივო ჯგუფს სამთვიანი ვადა ეძლევა ხელმოწერების შესაგროვებლად და წარუდგინოს ცეესკოს.

ხელმოწერების ავთენტურობის დასადგენად ცეესკოს ერთთვიანი ვადა აქვს, ამის შემდეგ უკვე პრეზიდენტს აქვს ერთთვიანი ვადა გადაწყვეტულების მისაღებად. სწორედ აქ პრეზიდენტს შეუძლია არანაკლებ 2 თვისა და არაუმეტეს 6 თვისა დანიშნოს რეფერენდუმი. ამიტომ ჩვენი მოტივაციაა, რომ თუ მოვასწრებთ და ჩავეტევით ამ პროცედურაში 8 ოქტომბერს დაემთხვეს რეფერენდუმი. ძალიან სწრაფად გვინდა გავაკეთოთ, რომ ზედმეტი ხარჯები ავაცილოთ ბიუჯეტს.

ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამოდის და ითხოვენ, რომ კონსტიტუციით მოხდეს ამ საკითხის დარეგულირება. შესაბამისად, მოსახლეობისთვის საინტერესოა, სად უნდა მივიდნენ ხელმოწერის მსურველები?

- ჩვენ არ გვაქვს ბევრი ოფისები, რადგან ეს არ არის პარტიული, ან სახელმწიფო ორგანოების მიერ ორგანიზებული. ჩვენი ერთი ოფისი გვაქვს თბილისში, კერძოდ, ეს არის რუსთაველის N1, მე-4 სადარბაზო, მე-2 სართული, იქ არის ძირითადი შტაბი განლაგებული. ვაპირებთ სხვა ოფისების დახმარებასაც. ჩვენ დაუკავშირდით საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სხვადასხვა ეპარქიებს და ისინიც გვეხმარებიან ძალიან აქტიურად, ასევე, გაზეთ „ასავალ-დასავალში“ ჩავდეთ ბლანკები. უამრავ ადამიანს დავურიგეთ ეს ბლანკები და მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება.

თქვენ ამბობთ, რომ მიმდინარეობს ხელმოწრები, მაგრამ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს შეწყდა ხელმოწრების შეგროვება. ვის ინტერესში შედიოდა ამ ინფორმაციის გავრცელება?

- არსებობს საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც ცეესკოში შეიტანა საკითხი და სრულიად სხვაგვარი ფორმულირებით. ცეესკომ დაურეგიტრირა, მაგრამ ხელმოწრები ვერ შეაგროვეს. ზოგადად ძალიან ცუდია, როდესაც ადამიანები პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ ასეთი საკითხის მიმართ. ვერ მოახერხეს ხელმოწრების შეგროვება და შესაბამისად, ცეესკომ გააუქმა მათი რეგისტრაცია. მაგრამ საინტერესოა, რომ ეს გაავრცელეს ისე, თითქოს ჩვენ შევწყვიტეთ ხელმოწრების შეგროვება, რამაც გამოიწვია უარყოფითი რეაქცია. პირიქით, ჩვენ ახლა შევდივართ სამუშაო პროცესში. დაახლოებით 100 ათასი ხელმოწერა უკვე გვაქვს.

რა ვადებში მოგროვდა 100 ათასი ხელმოწერა და რამდენად იგრძნობა ერთსულოვნება საკითხის მიმართ?

- 15 დღეში მოგროვდა 100 ათასი ხელმოწერა, რაც ნამდვილად ცოტა არ არის. ეს უკვე ადასტურებს, რომ ამ საკითხის მიმართ საზოგადოება ერთსულოვანია. ამ პროცესს გარკვეული უსიამოვნო სურპრიზებიც ახლდა, კერძოდ, ამ თვალსაზრისით ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს ახალგაზრდებში. იმუშავა ამ საინფორმაციო პროპაგანდამ.

რა ასაკობრივ ჯგუფზეა ლაპარაკი?

-18-25 წლის ახალგაზრდებში გვაქვს ვარდნა. ერთის მხრივ ინდეფერენტულობა და მეორეს მხრივ ასეთი განწყობა, რომ „მერე რა?! რაც უნდათ, ის ქნან, იქრორწინონ და თქვენ რატომ ხართ წინააღმდეგი?!“ - ასეთი ფორმულირებაც გვესმის ახალგაზრდებისგან. ასეთები ძალიან ბევრია იმ უნივერსიტეტებში, სადაც წარმოდგენილი არიან ლიბერალური ფლანგის ლექტორები.

საზოგადოების ერთსულოვნებიდან გამომდინარე, შეძლებთ შესაბამისი ხელმოწერების შეგროვებას, რომ ამ საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს 8 ოქტომბერს?

- აუცილებად მოვაგროვებთ, და უნდა ჩატარდეს რეფერნდუმი. იმიტომ, რომ ეს ჩვენი საერთო საქმეა. ჩვენ ხომ მივეჩვიეთ იმას, რომ რაც არ უნდა ეროვნული მნიშვნელობის საქმე იყოს, ადამიანები ინდეფერენტული არიან განსაკუთრებით პოლიტიკოსები და ისინი, ვინც საერთო საქმეზე უნდა ფიქრობდეს, პირიქით, ებრძვიან ხოლმე ასეთ წამოწყებებს, თუ მათი როლი არ არის წარმოჩენილი.

გარდა ამისა, თუ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი აიღებს ამ საკითხს თავის თავზე, სხვები ამას მიიჩნევენ სტატუსზე თავდახმად და შესაბამისად, ებრძვიან. ამიტომ, ჩვენ შეგნებულად გავაკეთეთ ის, რომ პოლიტიკური კომპონენტი ამოგვეცილებინა ამ საქმისთვის. ჩვენ აქამდეც გვექნებოდა ხემოწერები შეგროვებული, რომ არა ეს დაბრკოლება ცეესკოს მხრიდან.

ხელოვნურად იყო შექმნილი ეს დაბრკოლება?

- არ ვიცი, მაგრამ პირადი ნომრის მაგივრად, ბლანკზე მითითებულია პირადობის მოწმობის ნომერი. ადამიანებს ხშირ შემთხვევაში ეშლებათ პირადობის მოწმობის ნოემრი და პირადი ნომერი. უამრავი ბლანკები, რომელიც გავატანეთ ჩვენს მეგობრებს, სწორედ პირადი ნომრით შევსებული მოგვდის, რაც უზარმაზარ პრობლემას გვიქმნის. თქვენი მეშვეობით მინდა შევახსენო იმ ადამიანებს, რომლებიც ავსებენ ამ ბლანკებს, რომ ამ დეტალს მიაქციო ყურადღება.

არის დღეს ქვეყანაშიამ საკითხის რეფერენდუმის წესით დარეგულირების აუცილებლობა?

- რეფერენდუმი არის ხალხის ნების პირადპირი გამოხატვა. შესაბამისად, ჩვენი მოქმედებით ბარიერს ვუქმნით იმ გამაღიზიანებელ დისკუსს, რასაც ჰქვია ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება და მისი დანერეგვის საშიშროება საზოგადოებაში. ფაქტობრად, ვსპობთ დაძაბულობის კერას, რომ არ იყოს განუწყვეტეელი დივერსიები ჩვენს მენტალობაზე, ჩვენი შვილების ფსიქიკაზე და კონსტრუქციულ რეჟიმში გადავიდეს ჩვენი საზოგადოების აზროვნება. ვიდრე, ვაჭარაძეებისა და პატარაიების მხრიდან განუწყვეტლივი განცხადებები და მოქმედებები. ამ ლიბერალ-დივერსანტებს გავანეიტრალებთ, რომლებიც მოგეხსენებათ გრანტების მიღებისთვის რასაც სჩადიან. აღარ ექნებათ სამოქმედო მოედანი, ვინაიდან წინ იქნება რეფერენდუმის შედეგი.