საკანონმდებლო მუშაობის კუთხით - „ბეჯითი“ და „ზარმაცი“ დეპუტატები

საკანონმდებლო მუშაობის კუთხით - „ბეჯითი“ და „ზარმაცი“ დეპუტატები

მერვე მოწვევის პარლამენტი საკანონმდებლო მუშაობის კუთხით აქტიური იყო, პოლიტიკური თვალსაზრისით კი, ჭრელი. 2012 წლის 21 ოქტომბერს, პარლამენტში „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის აგრესიულ ნიადაგზე დაწყებული პოლიტიკური თანაცხოვრება, ოთხი წლის თავზე, თავად კოალიციის დაშლითა და აზრთა სხვადახვაობით დასრულდა.

პარლამენტის საგაზაფხულო სესია 24 ივნისს დაიხურა და დეპუტატები უკვე, საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთვნენ, თუმცა, მათ ბოლო შეკრება სექტემბერის პირველ სამშაბათს მოუწევთ, რითაც საშემოდგომო სესია გაიხსნება.

მეცხრე მოწვევის პარლამენტში ვინ მოხვდება და პარტიის მიერ ვინ იქნება წარდგენილი, ეს ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა, დეპუტატის მანტიის მოსხმის სურვილი ისევ ბევრს აქვს. მათაც, ვინც თავი მერვე მოწვევის პარლამენტში ვერც კანონპროექტების მომზადება-წაკითხვით გამოიჩინეს და ვერც სხდომებზე სანიმუშო დასწრებით.

ვინაიდან, for.ge-მ დეპუტატების სხდომებზე დასწრება-არდასწრების თაობაზე ინფორმაცია უკვე შემოგთავაზათ, ამჟამად, ჩვენი ყურადღება იმ დეპუტატებს დაეთმო, რომლებიც საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით აქტიურობდნენ.

პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის მიერ for.ge-სთვის მიწოდებული მასალებით ირკვევა, რომ 2012-2016 წლების განმავლობაში მიღებულია - 1505 კანონპროექტი და ჩატარებულია - 231 პლენარული სხდომა, საიდანაც 62 რიგგარეშე იყო, ხოლო 9 სხდომა არ შედგა.

იმ სხდომებზე, რომლებიც შედგა, მთავრობის მიერ წარდგენილი და შემდეგ მიღებული იქნა - 865 კანონპროექტი, ხოლო დეპუტატების მიერ 440 კანონპროექტი იქნა ინიცირებული.

ასევე 177 კანონპროექტი მომზადდა კომიტეტების მიერ, რომელთა შორის ბეჯითი იურიდიულ საკითხთა კომიტეტი აღმოჩნდა. ვახტანგ ხმალაძის კომიტეტის მიერ მომზადებული იქნა - 95 კანონპროექტი. პროექტების მომზადების კუთხით აქტიურობდა ჯანდაცვის კომიტეტი, რომელმაც 30 პროექტი წარადგინა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კი - 19.

აღსანიშნავია, რომ კომიტეტებში მუშაობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი გამორჩეული იყო სპორტის კომიტეტი, რომელმაც 11 კანონპროექტი მოამზადა. ასევე აქტიურად მუშაობდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, რომელმაც 9 პროექტი წარადგინა.

ზემოთ აღნიშნული კომიტეტების გარდა, პროექტები წარადგინა კიდევ სამმა კომიტეტმა. კერძოდ, განათლების კომიტეტმა 5 კანონპროექტი მოამზადა, აგრარულ საკითხთა კომიტეტმა - 4, ხოლო ევროპასთან ინტეგრაციის და საპროცედურო საკითხთა კომიტეტები 2-2.

კომიტეტების მსგავსად, პროექტების ინიცირება მოახდინეს ფრაქციებმა. კერძოდ, მიღებული 13 კანონპროექტიდან „მრეწველებს“ - 4 ეკუთვნით, ნაციონალებს - 3, „თავისუფალ დემორატებს“ - 2, „ეროვნული ფორუმს“ - 1, ისევე როგორც უმრავლესობაში შემავალ ყველა ფრაქციას.

დეპუტატებისა და მთავრობის გარდა, კანონპროექტები მოამზადეს სხვა სახელისუფლებო შტოებმაც. კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ მომზადებული იქნა - 7 პროექტი, აფხაზეთის მთავრობის მიერ - 2, პრეზიდენტის მიერ კი, ერთი.

უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტების გარდა, მიღებული იქნა - 5 141 დადგენილება, 5 რეზოლუცია, 8 განცხადება, 2 დეკლარაცია, 1 მიმართვა.

რაც შეეხება დეპუტატების მიერ მომზადებულ და მიღებულ კანონპროექტებს, ოთხი წლის მანძილზე, ყველაზე მეტი პროექტი მომზადებული აქვს - დავით ონოფრიშვილს, რომლის ანგარიშზე - 38 პროექტია. მას 22 კანონპროექტის ინიცირების თვალსაზირით ირაკლი სესიაშვილი მოსდევს, რომლის შემდეგ „ბეჯითი“ დეპუტატების სიაში ადგილს - 20 პროექტის წარდგენით გიორგი ცაგარეიშვილი იკავებს, რომელიც ბოლო მოწვევის პარლამენტებში, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ყველაზე აქტიური ხელმძღვანელი იყო.

პროექტების მომზადება-წარდგენის კუთხით აქტიურობდა კობა დავითაშვილიც, რომელმაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩვენებამდე, სანამ პოლიტიკურ ცხოვრებაზე დაპირებისამებრ უარს იტყოდა, 17 პროექტის ინიცირება მოახდინა.

17 პროექტი წარადგინა ასევე გია ჟორჟოლიანმა, რომელმაც კოალიციიდან „თავისუფალი დემოკრატების“ წასვლის შემდეგ, გარემოს დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტი დაიკავა.

კანონპროექტების მომზადების სიმრავლით კიდევ რამდენიმე დეპუტატი გამოირჩეოდა. მათ შორის, გუგული მაღრაძე (მოამზადა 16 კანონპროექტი) 13-13 კანონპროექტი მოამზადეს ზურაბ ტყემალაძემ, ვახტანგ ხმალაძემ და თამაზ ავდალიანმა, რომელიც სამწუხაროდ, ამ მოწვევის პარლამენტში გარდაიცვალა.

ზოგიერთი კოლეგის მსგავსად, აქტიურობით გამოირჩეოდა ირინა იმერლიშვილი, რომელმაც უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტის დაკავებამდე, პირადად 8 კანონპროექტი მოამზადა, ისევე როგორც თამარ კორძაიამ, მირიან წიკლაურმა და გედევან ფოფხაძემ. 7-7 კანონპროექტი მოამზადეს შალვა შავგულიძემ და ზაქარია ქუცნაშვილმა, 6 - ნოდარ ებანოიძემ, 5-5 ეკა ბესელიამ და გიორგი კახიანმა - 4 თინა ხიდაშელმა, 3-3 ზვიად ძიძიგურმა, ირაკლი ჩიქოვანმა და ნუკრი ქანთარიამ, 2-2 ფრიდონ საყვარელიძემ, მანანა კობახიძემ, ვანო კიღურაძემ. თითო-თითო პროექტი კი მოამზადეს - გიგლა აგულაშვილმა, ბიძინა გუჯაბიძემ, დავით საგანელიძემ, ანზორ ბოლქვაძემ, თამაზ მეჭიაურმა, თედო ჯაფარიძემ, თამარ ხიდაშელმა, გია გაჩეჩილაძემ, მალხაზ წერეთელმა და დავით დარჩიაშვილმა.

ერთი მხრივ, დეპუტატები კანონპროექტებს ინდივიდვალურად ამზადებდნენ, მეორე მხრივ კი, კოლეგებთან ერთად. ამ თვალსაზრისით, ყველაზე აქტიური ირინა იმერლიშვილი იყო, რომელმაც თუკი სესიაშვილ-ჟორჟოლიან-ტყემალაძესთან ერთად 18 კანონპროექტი მოამზადა და ზურაბ აბაშიძესთან ერთად 15 ინიციატივა წარადგინა, 3 პროექტის ინიცირება სესიაშვილთან ერთად მოახდინა, ხოლო 2-ის გიორგი კახიანთან.

თანაგუნდელებთან ერთად პროექტების წარდგენით გამოირჩეოდა ეკა ბესელიაც, რომელმაც ფოფხაძე-ჩრდილელთან ერთად 17 კანონპროექტი წარადგინა, ფოფხაძე-სესიაშვილთან ერთად კი - 4.

როგორც ჩანს, ტანდემში კარგად მუშაობდნენ ჟორჟოლიანი-ტყემალაძე, რომელთაც 18 კანონპროექტის ინიცირება მოახდინეს. ასევე ერთობლივად 11 კანონპროექტი წარადგინეს ხმალაძე-ბეჟაშვილმა, ებანოიძე-ონოფრიშვილმა კი - 9. ონოფრიშვილის მსგავსად, ებანოიძესთან ერთად პროექტები მოამზადა მეჭიაურმა, რომელმაც ერთობლივად 16 კანონპროექტი წარადგინა. მათ შორის იყო ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის ფუნქციის გამოტანა, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, 4 პროექტი მოამზადეს ჩაფიძე-დუმბაძემ, 6 - ჟორჟოლიანი-ტრიპოლსკიმ, 3 - ტყემალაძე-ებანოიძე-მაჭავარიანი-მელაძემ, ისევე როგორც ხმალაძე-შავგულიძე, ტრიპოლსკი-ებანოიძე-ჟორჟოლიანმა, შავგულიძე-სესიაშვილმა, ფოფხაძე-ჟორჟოლიანმა.

2-2 კანონპროექტი ერთობლივად მოამზადეს: ჟორჟოლიანი-ხმალაძემ, ბერძენიშვილი-კორძაიამ, ტყემალაძე-აგულაშვილმა, ხმალაძე-ბერძენიშვილი-ქუცნაშვილი-ჩიქოვანმა, ვოლსკი-ბესელია-ფოფხაძე-ხმალაძე-მიროტაძე-ბუკია-შავგულიძემ.

ასევე, 5 პროექტის ინიცირება ერთად მოახდინეს კორძაია-კახიანმა, რომლებიც ამ მოწვევის პარლამენტში შუალედური არჩევნების შედეგად მოხვდნენ, თუმცა, ისინი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ბეჯითი მუშაობით გამოირჩეოდნენ.

ზემოთ აღნიშნული დეპუტატების მსგავსად, არიან ისეთი კანონმდებლებიც, რომელთაც თითო-თითო პროექტი კოლეგებთან ერთად წარადგინეს. ასეთები არიან: ჩიქოვანი-ფოფხაძე, პაპუაშვილი-ფოფხაძე, მიროტაძე-შავგულიძე, მიროტაძე-კორძაია, კახიანი-პაპუაშვილი, იმერლიშვილი-მიროტაძე, ჯაფარიძე-მიროტაძე, კახანი-კიკნაველიძე, კორძაია-საყვარელიძე, ცაგარეიშვილი-გუჯაბიძე, ხუნდაძე-წილაური, იმერლიშვილი-შავგულიძე, აგულაშვილი-ვახტანგიშვილი, ტყემალაძე-თოფაძე, ბესელია- ცაგარეიშვილი, კორძაია-შავგულიძე, კორძაია-კიკნაველიძე, ხმალაძე-კორძია ტრიპოლსკი-ებანოიძე, ფოფხაძე-კიკნაველიძე, კიკნაველიძე-ნიშნიანიძე, ხმალაძე-კვაჭანტირაძე, ბესელია ფოფხაძე, ჟორჟოლიანი-სამხარაული, ბესელია-ფოფხაძე კვაჭანტირაძე, სესიაშვილი-ხმალაძე-იმერლიშვილი, ტყემალაძე-მაისურაძე ჟორჟოლიანი, ცაგარეიშვილი-ტრიპლოლსკი-ზვიადაური, ჟორჟოლიანი-ვოსლკი წიკლაური, ქუცნაშვილი-ჩიქოვანი-აგულაშვილი-თაქთაქიშვილი, ბესელია-კორძაია ძიძიგური-ხმალაძე, ჟორჟლიანი-ქანთარია-ჩიქოვანი-კვაჭანტიაძე, შავგულიძე-კაჭახიძე კიკნაველიძე-კიკნაველიძე-ჩიქოვანი-ხმალაძე.