„მთავრობაში პრორუსული ძალები რომ არ გვყავს, ეს აქსიომაა და ამაზე ყველა ვთანხმდებით გარდა პროვოკატორებისა“

„მთავრობაში პრორუსული ძალები რომ არ გვყავს, ეს აქსიომაა და ამაზე ყველა ვთანხმდებით გარდა პროვოკატორებისა“

საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, საქართველოსთვის ივლისი აქტიური თვე აღმოჩნდა. ქვეყანამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას მაღალ დონეზე უმასპინძლა, შემდეგ კი, ამერიკის სახელმწიფო მდივანს. აღნიშნული ღონისძიებების გარდა, საქართველო აქტიურ მონაწილეობას ვარშავის სამიტზეც მიიღებს, რომელიც სტარტს ხვალ აიღებს. მსოფლიო ლიდერების ნაწილი თვლის, რომ ნატო-მ საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის კარი ღია უნდა დატოვოს.

თუ რა მოლოდინებია საქართველოში, ამის გარკვევის მიზნით, for.ge საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პირველ მოადგილეს, ზვიად კვაჭანტირაძეს ესაუბრა:

საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი დასრულდა, რომელმაც აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნები ლაკმუსის ტესტი იქნება. როგორ აფასებთ, ჯონ ქერისზავნილებს?

- ვარშავის სამიტის წინ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის საქართველიში ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ეს პირდაპირი გზავნილი იყო ნატო-ს შიგნით პარტნიორებისა და სკეპტიკოსების მიმართ. ეს ვიზიტი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ამერიკის სახით ნატო-ში ძალიან მტკიცე მხარდამჭერი ჰყავს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს გზავნილი ადეკვატურად იქნება მიღებული და ის ვარშავის სამიტზე საქართველოს მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებებში გამოვლინებას ჰპოვებს. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ვარშავის სამიტზე ნატო-ში მიღების გადაწყვეტილება მიღებული ახლა არ იქნება, მაგრამ ჩვენ იმას ნამდვილად ველოდებით, რომ ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლა აღნიშნული იქნება და ნატო-ს შიგნით თანამშრომლობაში, მათ შორის, სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს ჩართულობა პოზიტიურად იქნება შეფასებული.

ვარშავის სამიტთან დაკავშირებით ყურადღებას იმაზე ამახვილებთ, რომ ქვეყნის პროგრესი აღნიშნული იქნება. საერთაშორისო ტრიბუნებიდან გაკეთებული ასეთი განცხადებები არაერთი მოგვისმენია. უფრო ქმედითი ბერკეტი რა იქნება?

- ველოდებით, რომ არსებითი პაკეტი, რომლითაც ნატო-სთან ვხელმძღვანელობთ, გაღრმავებული იქნება. ეს რაში გამოიხატება, ამას უახლოესი მომავალი გვიჩნევებს. ის, რომ მაპ-ს არ ველოდებით, ამის თაობაზე თვალნათლივ წინასწარ განგვიცხადეს.

ჯონ ქერის ვიზიტის ფარგლებში, ამერიკა-საქართველოს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც თავდაცვისუნარიანობის გაზრდას ეხება. ერთის მხრივ, დოკუმენტის მნიშვნელობაზე რისი თქმა შეგიძლიათ და მეორე მხრივ, არ ფიქრობთ, რომ მემორანდუმს შესაძლოა, რუსეთის გაღიზიანება მოჰყვეს, როგორც ეს მას საქართველოს ყოველი წარმატების დროს სჩვევია?

- მემორანდუმი ნათელი დადასტურება იმისა, რომ ამერიკასა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის გაფართოების და გაღრმავების სურვილი გააჩნიათ. საქართველომ ნატო-სთან ურთიერთობა შეწყვიტოს და სხვა რაიმე ალტერნატივა გაგვაჩნია, რომელიც ქვეყანას უკეთესს პერსპექტივას დაუსახავდა? ისტორიულმა გამოცდილება გვაჩვენა, რომ ჩვენი ერთადერთი ხსნა დასავლეთთან ინტეგრაციაა. მათ შორის - ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ერთ მაგალითს მაინც დაასახელებთ იმისას, რომ რუსეთს მცდელობა მაინც ჰქონდა, საქართველოსთან 2008 წელს დაშვებული შეცდომა გამოესწორებინა? - საუბედუროდ, ასეთ მცდელობებს ვერ ვხედავთ. რუსეთი ვალდებული ხდება, რომ ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას მუხრუჭებით შეხვდეს, მაგრამ მოსკოვი თავის თავს იმდენ უფლებას ვერ აძლევს, რომელიც 2008 წელს მისცა.

ვინაიდან, საგარეო მიმართულებაზე ვსაუბრობთ. გკითხავთ. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების მოწოდებით გამოდიან. ქვეყანა ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას სექტემბერში ელოდება?

- დღევანელი მდგომარეობით, „ლიბეს“-ს კომიტეტმა მომხსენებლის პოზიცია მოიწონა და მარია გაბრიელს მხარი დაუჭირა. 14 ივლისამდე ვადა არის, რომ მოხსენების თაობაზე შესაძლო შენიშვნების ან დამატებების თაობაზე წინადადებები მიიღონ. ეს პროცესი 14 ივლისამდე დასრულდება და მოხსენებაში განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ველოდებით. ველოდებით, რომ საბოლოო ჯამში, პოზიტიური დოკუმენტი იქნება მიღებული. რაც შეეხება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, მან ხმათა უდიდესი რაოდენობით საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას მხარი დაუჭირა. საკითხი განსახილველად ევროპარლამენტის სესიას გადაეცემა, რომელიც ზაფხულის არდადეგების გამო სექტემბერში გაიმართება.

მექსიკის დელეგაცია შევხვდი და ისინი გვეუბნებოდნენ, მოგვიყევით, ბოლო წლების მანძილზე, ასეთი წინსვლა როგორ მოახერხეთ, რადგან თქვენგან რაღაცეების სწავლა გვინდაო. სხვათაშორის, ჩვენი მმართველობის პერიოდსაც გულისხმობდნენ, მათ შორის - საყოველთაო ჯანდაცვას.

ანუ, საქართველოს შანსებს ვიზალიბერალიზაციის მინიჭების კუთხით, პოზიტიურად უყურებთ?

- მხარდაჭერა გერმანელი კოლეგები მხრიდანაც იყო. ბოლო თვეების მანძილზე, გერმანიაში სამი უმაღლესი დონის შეხვედრა გაიმართა. საქართველოში შტაინმაიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სექტემბერში ამ გადაწყვეტილების დასრულებას უნდა ველოდოთ, რომელიც დადებითად დასრულდება.

ამერიკაში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე სკანდალში გაეხვია. მას საკუთარ განცხადებებზე, რომ მმართველ გუნდში პრორუსები არიან, განმარტებები არ გაუკეთებია, თუმცა, ის საგარეო უწყებაშია დაბარებული. აპრიორში მას ტყუილი არ უთქვამს, მაგრამ ელჩი ასეთ განცხადებებს უნდა აკეთებდეს?

- როგორც ვიცი, ეს ინტერვიუ დიდი ხნის წინ იყო ჩაწერილი. რამდენადაც მივხვდი, კითხვა ისეთი ფორმულირებით იყო დასმული, რომ ამ კითხვაზე ასეთი პასუხის გაცემა მოსალოდნელი იყო. ყველაზე ცუდი ისაა, რომ დიდი ხნის წინ აღებული ინტერვიუ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ჯონ ქერის ვიზიტისთვის იქნა გამოყენებული. ადრესატები ძალიან კარგად იცით.

თქვენ აქცენტების გადატანას ჟურნალისტზე ცდილობთ, მაგრამ ელჩმა ასეთი პასუხი უნდა გასცეს?

- მთავრობაში პრორუსული ძალები რომ არ გვყავს, ეს აქსიომაა და ამაზე ყველა ვთანხმდებით გარდა პროვოკატორებისა. პროვოკაციული კითხვა იქნა დასმული.

რაც შეეხება ეუთო-, თბილისმა ეუთო- საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლა, სადაც გიგი წერეთელსთ მხარი არ დაუჭირეთ. გასაგებია, რომ ისნაციონალურ მოძრაობასწარმოადგენს, მაგრამ პრაგმატულად, მისი პრეზიდენტობა ქვეყანას არ აწყობდა?

- ამ თანამდებობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელის არჩევა მოხდებოდა და არა ქვეყნის. ყველას ვისაც კითხვები გააჩნია, მათ ვურჩევ, რომ ჩვენი გუნდის მიერ ჩამოყალიბებულ შეხედულებებს გაეცნონ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ამ პროცესს სამარცხვინო უწოდა...

- პასუხები ამ თემაზეც არის. ვინც ეუთო-ს გადაწყვეტილებას სინანულით მისტირის, კითხვაზე პასუხი გამცეს - როგორ ფიქრობენ, რა რეაქცია ექნებოდა ნაციონალების ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ მათნაირი „ოპოზიცია“ ნომინირებული ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე ყოფილიყო? მათ „ქართული ოცნების“ მსგავსი რეაქცია კი არ ექნებოდათ. ისინი აბსოლიტურად დაუნდობლები იქნებოდნენ და შესაძლოა, პროვოკაციაზე წასულიყვნენ და ეუთო-ს სამიტი საერთოდ ჩაეშალათ.

არ ფიქრობთ, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ეუთო- საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტს, გიგი წერეთელს უფრო მეტი პრობლემების შექმნა შუეძლია?

- ასე არ ვფიქრობთ.