„წარსულის პარტია კვლევებით ცდილობს განწყობა შეცვალოს საზოგადოებაში“

„წარსულის პარტია კვლევებით ცდილობს განწყობა შეცვალოს საზოგადოებაში“

კომპანია GfK-ს სოციოლოგიური გამოკითხვისთვის საქართველოში საველე სამუშაობი ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრმა, BCG-მ ჩაატარა. ეს ინფორმაცია „2030.news“-ს კომპანია GfK -ს გერმანიაში მდებარე სათაო ოფისში დაუდასტურეს. რაც შეეხება კომპანია BCG-ს, ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ლევან თარხნიშვილის მეუღლის კომპანიაა, რასაც თავად დეპუტატიც ადასტურებს.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთი მეთოდებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შყვანას, რომ თითქოსდა პარტიას აქვს პერსპექტივა 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.

რა დგას რალურად ამ კვლევის უკან, ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge მამუკა მდინარაძეს ესაუბრა.

ლევან თარხნიშვილი ადასტურებს, რომ კომპანია BCG, რომელმაც GfK- სოციოლოგიური გამოკითხვისთვის საქართველოში საველე სამუშაობი ჩაატარა, მისი მეუღლის საკუთრებაა. ამ შემთხვევაში იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი, რომ არაფერი ვთქვათ კვლევის შედეგების სიზუსტეზე?

მამუკა მდინარაძე: ის, რომ „ნაციონალური მოძრტაობის“ წევრის მეუღლეს, ან რომელიმე პარტიის წევრის მეუღლის კომპანიას არ შეეძლოს ასეთი კვლევების ჩატარება, შეიძლება ეს კანონით არ არის განსზაღვრული, მაგრამ ასეთი კვლევებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაბეჯითებით ცდილობენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვი, რომ თუ ეს კვლევა ჩაატარა GfK-მ ან BCG-მ, რომელიც ერთი სააკაშვილისა, მეორე - თარხნიშვილის, მაშინ ყველაფერი გასაგებია-თქო.

აღმოჩნდა, რომ BCG არის თარხნიშვილის მეუღლის კომპანია. ძირითადად, ეს ორი კომპანიაა, რომლებიც მიდიან ამაზე. სხვა კომპანიები ალბათ, თავს შეიკავებდნენ, რომ ასეთი არარეალური მონაცემები დაედოთ. თარხნიშვილის კომპანიამ ჩაატარა სამუშაოები და ამ მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა ის არარეალური ინფორმაცია და მონაცემები რომელიც მერე GfK-ს სახელით გამოვიდა.

რა იყონაციონალური მოძრაობისმიზანი ამ შემთხვევაში, მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა? გარდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა, სხვა ინტერესები არ დგას ამ კვლევის უკან?

- საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გარდა, წარსულის პარტია ამ მეთოდით ცდილობს განწყობა შეცვალოს საზოგადოებაში, რომ თითქოს, მათ მომავალში აქვთ რაღაცა პერსპექტივები. ისინი რეალურად იბრძვიან მეორე ადგილისთვის, რადგან არიან სხვა პარტიები, რომლებმაც შეიძლება მეორე ადგილი დაიჭირონ რეიტინგში, ამიტომ ისინი ცდილობენ გადაფარონ ეს განწყობები და შეცვალონ განწყობა საზოგადოებაში.

მაგალითად, მათ ეკონომიკურ პროგრამასაც ეტყობა, რომ ცდილობენ ორი, სამი, ოთხი ან ხუთით მეტი ადგილი მოიპოვონ მომდევნო პარლამენტში. შესაბამისად, კვლევაც ამ პიარის და პროპაგანდის ნაწილია, რომ შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება, ნიჰილიზმი გააჩინონ მათ არამომხრე ჯგუფებში, მათ მომხრეებს კი, მოტივაცია აუმაღლონ. თუმცა ხალხი ბრძენია და განწყობებს ასე მარტივად არ იცვლის.

თუმცა, გარკვეულ ჯგუფებზე ასეთი კვლევა შეიძლება მოქმედებს კიდეც...

- შეიძლება და ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ საზოგადოებისთვის წარმოგვედგინა რეალური კვლევები, რომლის გამოქვეყნებასაც არ ვაპირებდით, მაგრამ რადგან ჩვენმა ერთ-ერთმა ოპონენტმა პარტიამ დადო ასეთი არარეალური მონაცემები, ჩვენ ვუთხარით საზოგადოებას რა იყო რეალობა.

ცალკე მსჯელობის საკითხია ამ კომპანიის რეპუტაციის თემა, ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს ამ კომპანიას ბალტიის ქვეყნებსა და უკრაინაში. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ GfK- დადოს ის მონაცემები, რომელსაც პერიოდულად აქვეყნებს NDI და IRI...

- მოვლენათა განვითარების ჯაჭვი ასეთია - NDI და IRI-ის საკმაოდ ავტორიტეტულ ორგანიზაციებს სამუშაოებს უსრულებენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ადაპტირებული კომპანიები. როგორც ჩანს, მათ მოახერხეს და გარკვეული დროის შემდეგ მოძებნეს მესამე დისკრედიტირებული ორგანიზაცია GfK, რომ კვლევა დაეკვეთათ BCG-ისთვის, რომელიც თარხნიშვილის მეუღლის საკუთრებაა. მათ წინასწარ იცოდნენ, რომ მათთვის სასურველ შედეგს დადებდნენ.

მეორე პრობლემაა ისიც, რომ GfK-მ ყირიმის ანექსიის შემდეგ ჩაატარა იმ ტიპის გამოკითხვა, რომლის შედეგები ძალიან აწყობდა რუსეთს. თურმე, ყირიმის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა, რომ იყოს რუსეთის შემადგენლობაში. მათ ასევე, 2014 წელს ძალიან დიდი პრობლემები შეექმნათ უკრაინაში და საერთოდ აუკრძალეს სატელევიზიო რეიტინგების გაზომვა.

ასევე, პრობლემა ჰქონადთ თურქეთში და ამ კომპანიამ თავი იმართლა, რომ ადგილობრივმა თანამშრომლებმა ჩაიდინეს თაღლითობა და არა ჩვენო, როგორც მახსოვს 21 მილიონი ევროს საგადასახადო თაღლითობაზეა საუბარი, რაც ჩვენი კანონმდებლობით თაღლითობაა. ასე რომ, ბევრი უცნაურობებია. მოვლენათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ასეთია - „ნაციონალური მოძრაობა“ და „რუსთავი 2“ უკვეთავს კვლევებს მხოლოდ იმ კომპანიებს, რომელი კომპანიებიც შემდეგ აუცილებლად მათთვის სასურველ კომპანიებს შეუკვეთავენ კვლევის ჩატარებას.