პარლამენტის 22 პლენარული სხდომის გამცდენი „რეკორდსმენი“ და „პიონერი“ დეპუტატები

პარლამენტის 22 პლენარული სხდომის გამცდენი „რეკორდსმენი“ და „პიონერი“ დეპუტატები

ქართველი პოლიტიკოსები პარლამენტის წევრობისთვის იბრძვიან, დეპუტატის სტატუსის მოპოვების შემდეგ კი, პლენარულ სხდომებს არ წყალობენ. მერვე მოწვევის პარლამენტის 150 კაციანი შემადგენლობიდან მხოლოდ ათი დეპუტატია ისეთი, რომელთაც 2016 წლის საგაზაფხულო სესიის 22 სხდომა არ გააცდინეს და კვორუმის შევსება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენეს.

ვინაიდან, ამ მოწვევის პარლამენტის „აქილევსის ქუსლი“ კვორუმის პრობლემა იყო, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა რეგლამენტის გამკაცრება რამდენჯერმე დაანონსა, თუმცა, სპიკერის მუქარა მუქარად დარჩა და ოთხწლიანი საპარლამენტო ციკლი ისე დასრულდა, რომ სხდომების გაცდენისთვის „დასჯილი“ დეპუტატი სულ რამდენიმეა.

ოთხი წლის მანძილზე, დეპუტატები რეგლამენტში არსებული ჩანაწერით სარგებლობდნენ, სხდომების გაცდენისთვის „ოჯახურ მდგომარეობას“ უთითებდნენ და ხელფასს ყოველგვარი დანაკლისის გარეშე იღებდნენ. მართალია, პარლამენტში კვორუმის შევსების პოლიტიკური ვალდებულება უმრავლესობას აქვს, თუმცა, უმცირესობა შესაბამისი ბერკეტებით სარგებლობდა და რეგისტრაციას პოლიტიკური მიზნების შესაბამისად გადიოდა. იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ კვორუმის შევასებაზე საგანგებოდ კონკრეტული სხდომის ჩატარებისთვის ზრუნდავდა, მერვე მოწვევის პარლამენტში, კვორუმის არარსებობის გამო ბევრი სხდომა ჩაიშალა.

აღსანიშნავია, რომ პლენარული სხდომების გარდა, კვორუმის პრობლემა საკომიტეტო სხდომებზეც იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში, კომიტეტების აპარატებმა პრობლემიდან გამოსვლის მარტივი ხერხი იპოვეს - კვორუმს ადგილმონაცვლე დეპუტატებიდან ავსებდნენ, რომელთაც სხვა კომიტეტიდან „თხოულობდნენ“, რაც 2012-2016 წლების პარლამენტში იმას ნიშნავს, რომ თუკი ესა თუ ის დეპუტატი მაგალითად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმყოფებოდა, მას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, ან თუნდაც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოიძახებდნენ.

კვორუმის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ამ მოწვევის პარლამენტში ყველაზე ორგანიზებული სპორტისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები იყვნენ, კვორუმის პრობლემა კი ხშირად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ჰქონდა, რომლის ხელმძღვანელიც ვახტანგ ხმალაძე ერთ-ერთ ბეჯით კანონმდებელად შეიძლება ჩაითვალოს.

უნდა აღინიშნოს, რომ კვორუმის გარდა, პრობლემას ისიც წარმოადგენა, რომ ზოგიერთი დეპუტატი კანონპროექტებს არათუ ამზადებდა, არამედ ზოგჯერ, ხმას ისე აძლევდა, არც კი კითხულობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მოწვევის პარლამენტის გადაუჭერელ პრობლემად კვორუმი იქცა, მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრობის სურვილს ის დეპუტატებიც გამოთქვამენ, რომლებიც პლენარული სხდომების გაცდენის კუთხით, „რეკორდსმენებად“ იქცნენ. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში ზაზა კედელაშვილი ისევ ფიგურირებს, რომელიც სხდომებზე სპორტული დასწრებით არ გამოირჩევა და საგაზაფხულო სესიის 22 სხდომიდან 21 სხდომა გააცდინა.

ვინაიდან, მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრობა ბევრ მოქმედ დეპუტატს ისევ სურს, for.ge-მ იმის გარკვევა სცადა, მათ მერვე მოწვევის პარლამენტში რა გააკეთეს და რამდენ სხდომას დაესწრნენ. სწორედ ამ მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს აპარატიდან დეპუტატების პლენარულ სხდომებზე დასწრების სტატისტიკა გამოვითხოვეთ, რომელიც 2016 წლის თებერვალ-მაისის პერიოდს მოიცავს.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ კვორუმის შევსებას ფრაქცია „ქართული ოცნება“ ახდენს, რომელსაც რესპუბლიკელები, მრეწველები და კონსერვატორები ეხმარებიან, უმცირესობა, „თავისუფალი დემოკრატები“ და „გირჩი“ კი, სხდომებს არ სწყალობენ.

იქედან გამომდინარე, რომ მოწესრიგებული დეპუტატების რაოდენობა თითზე ჩამოსათვლელია, პირველ რიგში, იმ ათი დეპუტატის ვინაობას გავასაჯაროვებთ, რომლებიც 22 სხდომას დაესწრნენ. ესენი არიან: როსტომ ხალვაში, ოთარ ჩრდილელი, თეიმურაზ ჩხაიძე, პაატა ბარათაშვილი, ვადიმერ აჩბა, გია გაჩეჩილაძე, თემურ მაისურაძე, ბიძინა გუჯაბიძე, მალხაზ წერეთელი და ვანო კიღურაძე, რომელიც ამ მოწვევის პარლამენტში უხუცესი დეპუტატია, თუმცა, ერთ-ერთი აქტიური.

for.ge-მ თითოეული ფრაქციის დასწრების სტატისტიკა დეტალურად შეისწავლა, სადაც სახარბიელო ვითარება არ იკვეთება. კერძოდ, ფრაქცია „მრეწველები“-ში, 22 სხდომიდან 2 სხდომა გიორგი კახიანმა გაცდინა, რომელსაც 4-4 გაცდენით ზურაბ ტყემალაძე და დემურ ბაშალეიშვილი მოსდევენ, გოგი თოფაძეს - 5 გაცდენა აქვს, პაატა კიკნაველიძესა და თამაზ ყაჭეიშვილს კი 6-6.

ფრაქცია „კონსერვატორების“ წარმომადგენლები სხდომების გაცდენებით არ გამოირჩევიან და მათ ბიძინა გუჯაბიძის სახით ისეთი წევრიც ჰყავთ, რომელსაც 22 სხდომიდან არც ერთი არ გაუცდენია, თუმცა, 2-2 სხდომა გაცდენილი აქვთ: პაატა კვიჟინაძეს, გიგა ბუკიას, მერაბ კაჭახიძეს და ზვიად ძიძიგურს, რომელსაც 4 გაცდენით რევაზ შავლოხაშვილი მოსდევს.

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ფრაქცია - „რესპუბლიკელებში“ ყველაზე მეტი გაცდენა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს აქვს, რომელიც 22 სხდომიდან 11 სხდომას არ დაესწრო, თუმცა, შესაძლოა, სხდომები იმ შეხვედრებს დაემთხვა, რომლებსაც სპიკერი ქუთაისში სხდომების მსვლელობისას თბილისში მართავდა. კონსერვატორების მსგავსად, რესპულიკელებშიც არის ისეთი დეპუტატი, რომელიც 22 სხდომას დაესწრო. თუკი მალხაზ წერეთელს არც ერთი გაცდენა არ აქვს, თამარ კორძაიამ და ვახტანგ ხმალაძემ 2-2 სხდომა გააცდინეს, ძმები ბერძენიშვილების, თემურ ნერგაძისა და ფრიდონ საყვერლიძის ანგარიშზე 3-3 სხდომაა, ნოდარ ებანოიძემ - 8 სხდომა გააცდინა, თამარ ხიდაშელმა კი - 7.

როგორც სტატისტიკიდან ჩანს, მმართველ გუნდს კვორუმის შევსებაში ასევე ეხმარებიან ე.წ. ბიზნესმენი დეპუტატების ფრაქციები, რომლებიც „თავისუფალი დემოკრატების“ კოალიციიდან წასვლის შემდეგ, „ოცნებას“ უმრავლესობის შენარჩუნებაში დაეხმარნენ.

თუკი კახა ოქრიაშვილის, ანზორ ბოლქვაძის, გურამ მისაბიშვილის, სერგო ხაბულიანისა და გიორგი გოზალიშვილის ანგარიშზე 2-2 სხდომის გაცდენა ფიქსირდება, გოჩა ენუქიძემ და მარიკა ვერულაშვილმა 3-3 სხდომა გააცდინეს, გიორგი ფეიქრიშვილმა და და იაშა შერვაშიძემ 4-4, ენზელ მკოიანმა - 5, გოდერძი ბუკიამ - 6, ხოლო გოგი ლიპარტელიანმა - 8.

ე.წ. ბიზნესმენი დეპუტატების მსგავსად, სხდომებზე საგანგებოდ ცხადდებოდნენ დამოუკიდებელი დეპუტატები - კობა დავითაშვილი და დავით ბეჟუაშვილი, რომლებიც ამა თუ იმ კანონპროექტს ხმას „ოცნების“ სასიკეთოდ აძლევდნენ. ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც, რომლიც მიხედვით, 22 სხდომიდან კობა დავითაშვილმა - 19 გააცდინა, ხოლო დავით ბეჟუაშვილმა - 16.

ამ მოწვევის პარლამნეტში, აღნიშნული პირების გარდა, დამოუკიდებელი დეპუტატები არიან გიორგი ვაშაძე, რომელმაც - 14 სხდომა გააცდინა, ხოლო მურმან დუმბაძემ - 1.

ნაციონალებისგან განსხვავებით, სხდომაზე დასწრების შემთხვევაში, კოალიციდან წამოსული „ეროვნული ფორუმის“ წევრები რეგისტრაციას გადიოდნენ, მაგრამ სტატისტიკიდან ირკვევა, რომ სხდომებს ზოგჯერ არც ისინი სწყალობდნენ, რადგან ანი მიროტაძემ 22 სხდომიდან 10 სხდომა გააცდინა, გუბაზ სანიკიძემ - 11, გიორგი ხეჩინაშვილმა - 2, მალხაზ ვახტანგიშვილმა - 7, შალვა კიკნაველიძე - 9, ხოლო თემურ მაისურაძემ - არც ერთი.

ზემოთ აღნიშნული დეპუტატების მსგავსად, სხდომებს არ სწყალობს „გირჩიც“. თუკი პავლე კუბლაშვილსა და ზურაბ ჯაფარიძეს 13-13 სხდომა აქვთ გაცდენილი, გოგა ხაჩიძე - 14 სხდომას არ დაესწრო, ხოლო გიორგი მელაძე 16-ს.

უნდა ითქვას, რომ სტატისტიკის გაცნობიდან ერთი რეალობა გამოიკვეთა. თუკი უმრავლესობაში ყოფნის დროს, „თავისუფალი დემოკრატები“ ორგანიზებულობით, მუშაობითა და სხდომებზე დასწრებით გამოირჩეოდნენ, ოპოზიციაში ყოფნის დროს, სხდომებს არ სწყალობდნენ, რისი დამსახურებაც ისაა, რომ გიორგი ცაგარეიშვილს, დავით ონოფრიშვილსა და ვიქტორ დოლიძეს 18-18 გაცდენა აქვთ, თამაზ შიოშვილს, ირაკლი ჩიქოვანსა და ნინო გოგუაძეს 17-17, ხოლო შალვა შავგულიძესა და ზურაბ აბაშიძეს 14-14.

„თავისუფალი დემოკრატებისგან“ განსხვავებით, სხდომების გაცდენის თვალსაზრისით, უმცირესობაში კატასტროფული ვითარება იყო გასულ წლებშიც და ეს ვითარება შენარჩუნებულია 2016 წლის საგაზაფხულო სესიაზეც.

კერძოდ, სხდომების გაცდენების კუთხით „რეკორდსმენები“ სწორედ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან, რომელთა შორის ლიდერობენ: კობა ნაყოფია (21 სხდომა), ზაზა კედელაშვილი (21 სხდომა), ზურაბ ჩინლინგარაშვილი (19 სხდომა), დავით ბაქრაძე (19 სხდომა), გიორგი ღვინიაშვილი (19 სხდომა), გოკა გაბაშვილი (19 სხდომა), პაატა ლეჟავა (19 სხდომა), ლევან ქარდავა (19 სხდომა), გივი თარგამაძე (18 სხდომა), კახა ბუცხრიკიძე (18 სხდომა), რამაზ ნიკოლაიშვილი (18 სხდომა), პეტრე ცისკარიშვილი (18 სხდომა), ნიკოლოზ ყიფშიძე (17 სხდომა), აზერ სულეიმანოვი (17 სხდომა), გიორგი კარბელაშვილი (17 სხდომა), კობა სუბელიანი (17 სხდომა), ეკა ხერხეულიძე (16 სხდომა, მარიამ საჯაია (16 სხდომა), ლევან ბეჟაშვილი (16 სხდომა), გიორგი კანდელაკი (16 სხდომა), თინა ბოკუჩავა (15 სხდომა), ხათუნა გოგორიშვილი (15 სხდომა), გიორგი თევდორაძე (15 სხდომა), შოთა მალაშხია (15 სხდომა), აკაკი ბობოხიძე - (14 სხდომა), გიორგი ბარამიძე (14 სხდომა), ზურაბ მელიქიშვილი (14 სხდომა), დავით დარცემლიძე (13 სხდომა), ვახტანგ ლემონჯავა (13 სხდომა), დავით ჭავჭანიძე (13 სხდომა), ლევან თარხნიშვილი (13 სხდომა), აკაკი მინაშვილი (13 სხდომა), მიხეილ მაჭავარიანი (12 სხდომა), გიგი წერეთელი (12 სხდომა), ჩიორა თაქთაქიშვილი (12 სხდომა), როლანდ ახალაია (11 სხდომა), ვაჟა ჩიტაშვილი (10 სხდომა), ირმა ნადირაშვილი (10 სხდომა), დავით დარჩიაშვილი (10 სხდომა), სერგო რატიანი (10 სხდომა), ტარიელ ლონდარიძე (9 სხდომა), ომარ მეგრელიაძე (7 სხდომა), მიხეილ მახარაძე (9 სხდომა) და სამველ პეტროსიანი (14 სხდომა).

რაც შეეხება „ქართული ოცნებას“, ფრაქციის წევრები სხდომებს ესწრებოდნენ, თუმცა, მათ არაორგანიზებულობა ეტყობოდათ, რადგან ისეთი შემთხვევებიც დაფიქსირდა, როცა ფრაქციის რამდენიმე წევრმა სხდომა კენჭისყრებამდე დატოვა და იმის გამო, რომ კვორუმი არ იყო, ერთხელ კენჭისყრაზე „შრომის კოდექსიც“ კი ჩავარდა.

სტატისტიკიდან ირკვევა, რომ „ქართულ ოცნებაში“ 22 სხდომიდან ყველაზე მეტი გაცდენა ზაქარია ქუცნაშვილს აქვს, რომლის ანგარიშზეც - 14 „არა“ ირიცხება. ქუცნაშვილს 11 სხდომის გაცდენით თედო ჯაფარიძე მოსდევს, 9-9 სხდომა კი, დიმიტრი ხუნდაძემ და ზურაბ ზვიადაურმა გააცდინეს.

თანაგუნდელების მსგავსად, ფრაქციის სხვა ყველა წევრს გაცდენა აქვს, თუმცა, მცირე. ასე მაგალითად - 22 სხდომიდან 1-1 სხდომა გააცდინეს: ომარ ნიშნიანიძემ, თამაზ მეჭიაურმა, დავით ლორთქიფანიძემ, შოთა ხაბარელმა, ლერი ხაბელოვმა, მირიან წიკლაურმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, სოსო დანელიამ, გელა გელაშვილმა და ირაკლი ტრიპოლსკიმ. 2-2 სხდომა გააცდინეს: გელა სამხარაულმა, გია ჟორჟოლიანმა, ირაკლი სესიაშვილმა, ნუკრი ქანთარიამ, ფატი ხალვაშმა, ელისო ჩაფიძემ, დარეჯან ჩხეტიანმა, თემურ ჭკუასელმა, თენგიზ ხუბულურმა, გია ვოლსკიმ, ლუკა კურტანიძემ, ალექსანდრე თამაზაშვილმა და ვალერი გელაშვილმა. 3-3 სხდომა გააცდინეს: გოგლა ჟვანიამ, გედევან ფოფხაძემ, სოსო ჯაჭვლიანმა, ზაზა პაპუაშვილმა, კარლო კოპალიანმა, ეკა ბესელიამ. 5-5 სხდომას არ დაესწრნენ: ზვიად კვაჭანტირაძე, მანანა კობახიძე, გოგი ქავთარაძე, თამაზ ჯაფარიძე. ნანა ყეინიშვილმა, გუგული მაღრაძემ და ალი მამედოვი 6-6 გააცდინეს, ხოლო რუსლან პეტროსიანმა -4, მახირ დარზიევმა კი - 7.