„რა რეალობას ვირჩევთ -ლიბერალური ევროპას, თუ საბჭოთა ტრადიციებზე დამყარებულ რუსულ იმპერიას?“

„რა რეალობას ვირჩევთ -ლიბერალური ევროპას, თუ საბჭოთა ტრადიციებზე დამყარებულ რუსულ იმპერიას?“

„გასარკვევია რა რეალობას ვირჩევთ - ლიბერალურ ევროპას, თუ არ მოგინდება შეგიძლია რეფერენდუმის წესით გამოხვიდე, თუ საბჭოთა ტრადიციაზე დამყარებულ რუსული იმპერიას, რომელსაც ერთი სული აქვს გადაგყლაპოს და მასთან ურთიერთობაში არანაირი კანონი აღარ იმოქმედებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, რუსეთის აგრესიულობის გაზრდის შემდგომ, ქვეყნები ცვლიან თავიანთ სტრატეგიას.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მიისწრაფის ევროპისკენ, მაგრამ გვაქვს დიდი ბრიტანეთის მაგალითი, რომელმაც დატოვა ევროკავშრი. ბრიტანელების გადაწყვეტილებამ რა შეიძლება შეცვალოს საქართველოს შემთხვევაში?

რამაზ საყვარელიძე: ევროპიდან საქართველოსკენ მომავალი გზა შეასძლოა დაამოკლოს, საქართველოს გზა ევროპამდე დამთავრეულია - მისული ვართ და ვდგავართ. ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებამ საქართველოს გეზში არანაირი ცვლილება არ უნდა შეიტანოს. რეალურად, ჩვენი ალტერნატივა არის ევროპა, გზა ევროპული სტრუქტურებისკენ, მაგრამ როგორ მოვიქცევით უკვე ამის შემდეგ, ამას მომვალი და თავად ევროპული სტურქტურების გამოცდილება გვიჩვენებს. ჩვენ ვიცით ბევრი ევროპული ქვეყანა, რომელიც ადრე ნატო-ში არ იყო, თუმცა, ახლა ფიქრობენ შესვლაზე.

რუსეთის აგრესიულობის გაზრდის შემდგომ, ქვეყნები ცვლიან თავიანთ სტრატეგიას ამა თუ იმ გაერთიანებაში ყოფნით. ინგლისი იყო ევროკავშირში შესული, თუნდაც ძალიან შეზღუდული პირობებით, მაგრამ ახლა საერთოდ გამოსვლა გადაწყვიტა. თითოეული ქვეყნის ინტერესები და ის დრო იმოქმედებს, რა დროშიც მომწიფდება ეს საკთხი. სულ რომ დაიშალოს და 3 ქვეყანა დარჩეს ევროკავშირში, ჩვენთვის არ უნდა შეცვალოს ის მდგომარეობა, რასაც ევროპა ჰქვია. ყველა ტიპის გაერთიანებაში უნდა დავიმკვიდროთ ადგილი.

დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას ალბათ, გამოიყენებენ ევროსკეპტიკოსები საქართველოს წინააღმდეგ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების ყურადღება კონცენტრირებული იყოს ამ მიმართულებით და მოსახლეობას მიეწოდოს ინფორამცია, რომ გარდა ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობისა, სხვა ალტერნატივა ქვეყანას არ აქვს?

- ჩვენი ევროსკეპტიკოსების ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზე, თუ როგორ გადაიდგა ეს ნაბიჯი. პრაქტიკულად, ყველა პოლიტიკოსი და პოლიტიკური ლიდერი სთავაზობდა ბრიტანეთს გაერთიანებაში დარჩენას, მაგრამ რეფერენდუმმა და ხალხმა გადაწყვიტა ეს საკითხი. 61 წელი ვიყავით საბჭოთა კავშირში, მხოლოდ ფორმალურად გვქონდა გადაწყვეტილების მიღების უფლება, მაგრამ საბჭოთა კავშირიდან გასვლის თაობაზე ლაპარაკიც კი შიშის მომგვრელი იყო.

გასარკვევია რა რეალობას ვირჩევთ - ლიებრალურ ევროპას, თუ არ მოგინდება შეგიძლია რეფერენდუმის წესით გამოხვიდე, თუ საბჭოთა ტრადიციაზე დამყარებულ რუსული იმპერიას, რომელსაც ერთ სული აქვს გადაგყლაპოს და მასთან ურთიერთობაში არანაირი კანონი აღარ იმოქმედებს - რომელს ვირჩევთ?

რუსულ იმპერიასთან ურთიერთობის ნათელი მაგალითია ჩეჩნეთი...

- რა თქმა უნდა, ჩეჩნებს არ სურდათ რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა და სისხლის ფასად დაუჯდათ ეს სურვილი. ამ გზას ვადგებით და ესაა ჩვენი არჩევანი? ის, რომ მხოლოდ ეს არჩევანია და, რომ მესამე და მეოთხე ვარიანტი არ არსებობს, ამას კარგად გვიჩვენებს ის ფაქტიც, რომ ინგლისის ეს ნაბიჯი გაუხარდა რუსებს და პუტინს მიულოცეს. რატომ? იმიტომ, რომ ამ ნაბიჯით სკეპტიკოსების რიცხვი გაიზრდება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და ევროკავშირისკენ მიმავალი რიცხვი შემცირდება. ამის გამო ულოცავენ პუტინს.

ევროკავშირიდან ერთი ქვეყნის გამოსვლა, რეალურ პოლიტიკურ შინაარსს ამ სტურქტურას არ აცლის. ანუ, ეს სტურქტურა კვლავ ევროპის სიმბოლოა. თუ ჩვენ ევროპისკენ მივდივართ, ამ სიმბოლოსთან ზიარება მოგვიწევს. ვისაც არ სურს ევროპაში შესვლა, ის რეალურად ხელმძღვანელობს იმით, რომ რუსეთი გაბრაზდებაო, თორემ ევროპაში სირბილი ყველას უყვარს.

რუსეთი გაბრაზდება“ - საქართველოს შემთხვევაში არგუმენტად გამოდგება?

- არა. რუსეთის გაბრაზება არგუმენტი არ არის, იმიტომ, რომ ევროპა ხსენებაშიც არ იყო, როდესაც ფიზიკური ძალით წაგვართვა აფხაზეთი და იურიდიულად კი, გვიან გადაიფორმა. ყველაფერი ჩამოართვა მის უახლოეს მეგობარს - სომხეთს. ევროპაზე სულაც არ აქვს ორიენტაცია, მაგრამ ყარაბახის პრობლემა დაუსვა აზერბაიჯანს, მათ შორის სომხეთსაც. რუსეთი ერთნაირად აგრესიულია მტრისთვისაც და მოყვრისთვისაც. ამიტომ ჯობია შეიქმნა სახლი, რომელშიც მეტ-ნაკლებად დაცული იქნები და იმის შიშით, რომ გაბრაზდებაო, უარი არ თქვა.

კრემლმა ვერ შეძლო რეაქციის დამალვა, ერთგვარად გამარჯვებულის როლში ცდილობს თავის წარმოჩენას რუსეთი. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის გამარჯვების როლში ყოფნა არ აისახოს იმ ინტეგრაციულ პროცესებზე, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარეობს?

- ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ევროპის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები - საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭება. ეს დაარწმუნებს ქართველებს, რომ თავად ევროპასაც სურს ჩვენთან ყოფნა. ამით შეიძლება დიდად არაფერი შეიცვალოს, მაგრამ პოლიტიკურ გააზრებაში - ვინ ვარ და სად ვარ, ჯერჯერობით არის ის ინერცია, რომ მე ვარ რუსეთის მეზობელი და ყოფილი საბჭოთა ქვეყანა. ჩვენს თავში ჩადებული ეს პოლიტიკური სქემა რომ შეიცვალოს იმით, რომ მე ვარ ევროპის ნაწილი, ამისთვის მნიშვნელოვანი ვიზალიბერალიცაციის მიღება.

ევროპა მოველენების განვითარების რეჟიმშია, რადგან არავინ იცის როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ ბრიტანელები ნატო-სთან მიმართებაში. შეძალებელია დატოვონ ალიანსი?

- მეეჭვება. სხვათა შორის არც ევროკავშირის დატოვების ფაქტი არ არის ბოლომდე გადაწყვეტილი, ეს იყო რეფერენდუმი, რომელმაც შიდა სახელმწიფოებრივი ფილტრები უნდა გაიაროს. ამ ფილტრებში შეიძლება გარკვეული ცვლილებები მოხდეს. ასე რომ, შეიძლება დროზე ადრე არის შეფასებები გაკეთებული.

მაგრამ ეს არის ძალიან დიდი პროცესის დასაწყისი, რომელიც შეიძლება ძალიან მძიმე აღმოჩნდეს თავად ევროპისთვის. შეიძლება ერთგვარი გამოსაფხიზლებელი შედეგი აღმოჩნდეს ევროპისთვის, რომელიც ძალიან მძიმედ იღებს ხოლმე გადაწყვეტილებებს და ამის მაგალითია საქართველო?

- შეიძლება, გამორიცხული არაა. მსოფლიო პოლიტიკურ მედიაში უამრავი კრიტიკაა ევროკავშირის მიმართ სწორედ იმიტომ, რომ ისინი პოლიტიკურად გაუმართავ გადაწყვეტილებებს იღებენ. ევროკავშირი ამას არ აქცევდა ყურადღებას, რადგან ცხოვრება მიდიოდა. თუ ყურადღებას არ მიაქცევენ იმ კრიტიკულ შენიშვნებს, რაც არის გამოთქმული მათ წინაშე, ბრიტანელების გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ ცხოვრება ისე აღარ წავა.

იმედია, ინგლისის ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ევროპის გამოფხიზლებისა და დედამიწისკენ დაბრუნების პროცესს. თქვენ ნატო ახსენეთ და გავიხსენოთ, რომ ნატო-ს სტურქტურაში გაბედული ნაბიჯების გადადგმის თვალსაზრისით ნომერ პირველი მოკავშირე ინგლისია. ასე რომ, ევროკავშირიდან გამოსვლამ შეიძლება ბევრ რამეში გაუხსნას ხელი ინგლისს. დროზე ადრე უხარია რუსეთს, რადგან შეიძლება სწორედ ინგლისი გახდეს ერთ-ერთი პრობლემა იმის გამო, რომ სხვა ქვეყნების გავლენას ინგლისური პოლიტიკა აღარ დაექვემდებარება.