„როდესაც ნაცმოძრაობასთან თუნდაც მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში აგებ, ე.ი. პრობლემები გაქვს“

„როდესაც ნაცმოძრაობასთან თუნდაც მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში აგებ, ე.ი. პრობლემები გაქვს“

„როდესაც ორი ანატაგონსტური ძალა პირისპირ არის ერთმანეთთან დარჩენილი, ასეთი ექსცესები ყოველთვის არის მოსალოდნელი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე, რომლის განცხადებით, ორ საარჩევნო ოლქში გამარჯვება არანაიარად არ მეტყველებს იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რაიმე სახის პრესპექტივა აქვს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

რას ნიშნავს 2 საარჩევნო ოლქში მმართველი ძალის დამარცება და დგას თუ არა ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე, ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ვალერიან გორგილაძეს ესაუბრა.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ოზურგეთისა და სამეგრელოს შედეგებმა აჩვენა, რომქართველმა ხალხმა უნიათო ხელისუფლებას მკაფიო უარი უთხრა“ და აცხადებს, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვება. 9 საარჩევნო ოლქიდან 2 ოლქში გამარჯვება შეიძლება ჩაითვალოს პარტიის გამარჯვებად?

ვალერიან გორგილაძე: ეს განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ ეს პოლიტიკური ძალა კვლავ ინარჩუნებს მემკვიდრეობით არადეკვატურობას, ან ნაციონალური მოძრაობის წევრებს მათემატიკასთან არ აქვთ მთლად კარგად საქმე. იმდენად უნდათ, რომ სინამდვილე ვირტუალურ რეალობად წარმოაჩინონ, მათთვის ელემენტარული ლოგიკა დაუძლეველ დაბრკოლებად იქცა. სხვა საკითხია როგორ მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“, რომ ორ მუნიციპალიტეტში დათმო თავისი პოზიციები? ეს არის „ქართული ოცნების“ პრობლემა, მაგრამ ფაქტია, რომ შუალედურ არჩევნებში მმართველმა ძალამ დამაჯერებლობის მეტ-ნაკლები ხარსისხით გაიმარჯვა. იგივე სამეგრელოში „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვება 10-მა ხმამ გადაწყვიტა, ეს არანაიარად არ მეტყველებს იმაზე, რომ ნაცმოძრაობას რაიმე სერიოზული პრესპექტივა აქვს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

ფაქტია, რომქართული ოცნებასამეგრელოში 2012 წელსაც დამარცხდა. ეს უკვე ნიშნავს, რომ 2016 წელს სამეგრელოს რეგიონში ხელისუფლებას არ ექნება გამარჯვების შანსი და ეს შედეგები ადასტურებს ადგილობრივი ხელისუფლების არაეფექტურობას?

- სადაც მარცხდება ხელისუფლება, იქ ცუდად მუშაობს მუნიციპალიტეტი. ადგილობრივი ხელისუფლება არ არის ეფექტიანი, ან სუსტია სახელისუფლებო კანდიდატი. ეს არის ხელისუფლების პრობლემა. როდესაც ნაცმოძრაობასთან, თუმდაც 2 მუნიციპალიტეტში აგებ, ე.ი პრობლემები გაქვს მიუხედავად საერთო გამარჯვებისა.

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ორ ოლქში წააგეს?

- რა თქნა უნდა. სხვა პოლიტიკურ ძალასთან რომ წაეგოთ, მაგალითად - „თავისუფალ დემოკრატებთან“, ან „ეროვნულ ფორუმთან“, მაშინ გასაგებია, მაგრამ როდესაც შენ მარცხდები ოდიოზურ, და ხშირად არადეკვატურ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც დამარცხებას გამარჯვებად ასაღებს, ე.ი. შენ გაქვს პრობლემა. ნაცმოძრაობის ჩვეული ხერხია დამარცხების გამარჯვებად გასაღება, იქ თავისი მილოცვებით შეუერთდა სააკაშვილი და რატომღაც დაასკვნა, რომ ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში გამარჯვება, საქართველოს მასშტაბით გამარჯვებას ნიშნავს. ბუნებრივია, რომ იქ სადაც მარცხი იწვნია ხელისუფლებამ, ეს უფრო არის „ქართული ოცნების“ პრობლემა ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმატება.

ეს მეტყველებსნაციონალური მოძრაობისსიძლიერეზე?

- არა, მაგრამ ეს მეტყველებს იმაზეც, რომ სხვა პოლიტიკური ძალები აგროვებენ თავის რესურსებს და ძირითად კონცენტრიებას ახდნენ საპარლამენტო არჩევნებზე. საინტერესო იქნებოდა, რომ თავისი ძალები მოესინჯათ შუალედურ არჩევნებში, რომ გვენახა რა ცვლილებები შეიძლება მივიღოთ საპარლამენტო არჩევნებში.

შუალედური არჩევნების შედეგები რადიკალურად განსხვავდება იმ შედეგებისგან, რასაც გვთავაზობდა NDI და IRI, საკამოდ დიდი პროცენტული სხვაობაა ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის. ამ კვლევის შედეგებში ეჭვის შეტანის უამრავი არგუმენტი არსებობს და ამის ერთ-ერთი არგუმენტი არის შუალედური არჩევნების შედეგები?

- თანაფარდობა დაახლოებით არის 75-25%-ზე მმართველი ძალის სასარგებლოდ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ეს ორი ორგანიზაცია გაუგებარ მონაცემებს გვთავაზობს, როდესაც აქვეყნებს კვლევის შედეგებს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ძალზედ ეფექტიანად იმუშვა ცესკომ. მიუხედავად იმ ინციდენტისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა საარჩევნო უბნების გარეთ, საარჩევნო უბნებზე შიგნით არჩევნები მიმდინარეობდა მშვიდად. ნაცმოძრაობაც კი ვერ ამბობს იმას, რომ ცესკო მხარედ იყო ჩართული არჩევნებზე. არც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გამიგია რაიმე ნიშანდობლივად კრიტიკული ცეესკოს ადმინისტრაციის მიმართ. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ცესკო ინარჩუნებს ნეიტრალური და კომპეტენტური არბიტრის სტატუსს.

სამეგრელოში განვითარებული პროცესებამდე იყო მარნეული, შეიძლება ითქვას, რომ 8 ოქტომბრის არჩევნები, შესაძლოა, გაცილებით მძიმე აღმოჩნდეს და სამოქალაქო საფრთხის წინაშე დადგეს ქვეყანა?

- რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა გვქონდეს იმის შეგრძნება, რომ საფრთხე მოსალოდნელია და უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ თავიდან ავიცილოთ ეს საფრთხე. ამ თავალსაზრისით პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს და პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ გამოიძიებენ ამ ექსცესებს და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს. მაგრამ არანაირი რესურსი არ ეყოფა, თუკი პოლიტიკური პარტიები არ გააცნობიერებენ იმას, რომ მსგავსი შეტაკებების ინსპირირება ძალზედ ნეგატიურად აისახება ქვეყანაზე, მისი დემოკრატული განვითარების პროცესზე.

იმიჯს თავი რომ დავანებოთ, შეიძლება ისეთი პროცესების მომსწრე გავხდეთ, რომ უკან დაგვრჩება ყველაფერი. თუმცა ამ თანაფარდობის მქონე ორ პოლიტიკურ ძალას შორის სამოქალაქო დაპირისპირება შეუძლებელია. იმდენად დიდი უპირატესობაა „ოცნების“ სასარგებლოდ, რომ ამაზე ვერ ვისაუბრებთ. სხვა საქმეა თუ სხვა პოლიტიკური ძალები ჩაერთვებიან და „ნაციონალური მოძრაობის“ პათოსს შეუერთდებიან, მაშინ ეს საფრთხე შეიძლება რეალური გახდეს.

იგივე, ეს კუნთმაგარი ბიჭები არიან ნაცმოძრაობაშიც და საერთოდ მათი დანერგილია ზონდერტექნოლოგია, მაგრამ ბუნებრივია, რომ „ქართულ ოცნებას“ უფრო მეტი ჰყავს ეს კუნთმაგარი ბიჭები. ის, რომ თურმე ეს დაპირისპირება მიზანმიმართულად მოხდა, როგორც ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, ვერ გეტყვით, საიდან ფლობს ამ ინფორმაციას, მაშინ, გამოდის, თუ მიზანმიმართულად უნდა ეცემათ ვინმე, სხვა ლიდერებიც იყვნენ განაწილებული სხვა მუნიციპალიტეტში და ისინი რატომ არ სცემს? წინასწარ რომ ყოფილიყო ორგანიზებული, მაშინ მსგავსი რამ მოხდებოდა ყველგან.

მაგრამ მოხდა ის, სადაც ბოკერია იყო...

- ნუ, ბოკერიას თავისი მიზიდულობა აქვს, სადაც ბოკერიაა იქ ვიღაცეებს ხელები ექავებათ. ამდენად, როდესაც ორი ანატაგონსტური ძალა პირისპირ არის ერთმანეთთან დარჩენილი, ასეთი ექსცესები ყოველთვის არის მოსალოდნელი.

სპორტსმენები რომლებიც ჩვენ ვიხილეთ საარჩევნო უბანზე, აცხადებენ, რომ ტურისტული მიზნით იყვნენ ჩასული სამეგრელოში და არანაირი შეხება არჩევნებთან არ ჰქონიათ. ეს არის არგუმენტი?

- ძალიან სასაცილო არგუმენტებია, რომ კუნთმაგარი ბიჭები მაინცდამაინც არჩევნების დღეს, ტურისტული მიზნით ჩავიდნენ კორცხელში. თუმცა, მერე მოუწიათ აღიარება, რომ მმართველი ძალის მხარდამჭერები არიან. ბუნებრივია, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს თავისი მხარდამჭერები და მათ შორის სპორტსმენები და ეს არავის არ უნდა გაუკვირდეს, ისევე როგორც ნაცმოძრაობას ჰყავს თავისი მხარამჭერები იგივე სპორტსმენებში.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ „ზონდერები“ არ დაჰყვება ნაცმოძრაობას, ძალიან ცდება. მაგრამ ვისი მოწყობილიც არ უნდა ყოფილიყო ეს პროვოკაცია, ნებისმიერ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. ვერავის ვერაფერს ვერ დააბრალებენ. ჯერ როგორ უნდა მოახერხო, რომ წააგო ნაცმოძრაობასთან, თუნდაც 2 მუნიციპალიტეტში და მერე, როგორ უნდა მოახერხო, რომ მათი ცემა-ტყეპით იყო დაკავებული?! ჩაგრულის და რეპრესირებულის იმიჯის შექმნა აწყობს ნაცმოძრაობას. ჩვენ ვხედავთ, რომ „სახალხო პარტიის“ წარმომადგენელი ვოლსკი ჩაერთო უკვე ამ პროცესში, ჩვენ მოვისმენთ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებასაც, რომ ხელისუფლება ოპოზიციის პოლიტიკურ დევნას ახორციელებს. ამდენად, ხელისუფლებამ უნდა გამორიცხოს მსგავსი ექსცესები მომავალში და მით უფრო საპარლამენტო არჩევნების წინ.

ამ ეპიზოდში პოლიტიკური კუთხით დამარცხდა ხელისუფლება?

- აპოკალიფს ნუ დავხატავთ, მაგრამ ეს არის დარყტმა ხელისუფლების იმიჯზე. როდესაც შენ ფიზიკურად უსწორდები ნაცმოძრაობას, ეს არის შენი სისუსტის გამოვლინება, რადგან ისედაც სუსტი, არასრულფასოვანი, დაკომპლექსებული და არადეკვატური ორგანიზაცია, რომელიც 7 საარჩევნო ოლქიდან 2-ში გამარჯვებას, საბოლოო გამარჯვებად აფასებს, ეს უკვე მეტყველებს მის არადეკვატურობაზე. როდესაც ასეთ ძალას ფიზიკურად უსწორდები, ეს მეტყველებს შენს პრობლემებზე და ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება.