„პრობლემა კოღუაშვილის განცხადებაში არ არის, პრობლემა ის არის, რომ პარტიას არ აქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკა“

„პრობლემა კოღუაშვილის განცხადებაში არ არის, პრობლემა ის არის, რომ პარტიას არ აქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკა“

ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ პოლიტსაბჭოს წევრის, დავით კოღუაშვილის განცხადებები ბადებს გაურკვევლობას, რომელიც იწვევს გარკვეულ ნიჰილიზმს. მისივე თქმით, თუ ჩამოყალიბების პროცესი დიდხანს გაგრძელდა, „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს დაკარგავს. რატომ არ აქვთ პოლიტიკური შეფასებების ერთიანი სტრატეგია და რა გზავნილი შესთავაზა კოღუაშვილმა მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებიც ამ დრომდე ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

ნაციონალური მოძრაობისმმართველობის მიმართ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობაში განსხვავებული პოზიციაა. ამ თავალსაზრისით დავით კოღუაშვილმა ქართულ საზოგადოებას თავი სკანდალური განცხადებებით დაამახსოვრა. როგორ ფიქრობთ, საზოგადოება მიიღებს ამ განცხადების ავტორს როგორც პროევროპულად მოაზროვნე ახალ სახეს?

ვახტანგ ძაბირაძე: ვითარება, რომელიც ახლა „ქართულ ოცნებაშია“ მომდინარეობს იმ გაურკვევლობიდან, რაც წარმოშვა პარტიის ყრილობამ. მოლოდინის მოუხედავად არაფერი თქმულა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა. გაკეთდა ზოგადი განცხადებები და წარადგინეს ახალი სახეები. ამით დასრულდა პარტიის ყრილობა. გაჩნდა აზრი, რომ გუნდი, რომელიც პრემიერმა წარდგინა არის პროდასავლური. მოხდა ორი სხვადასხვა ჯგუფის გაერთანება, ბატონი კოღუაშვილი იყო „ახალი მემარჯვენეების“ წევრი და ყოფილი პარლამენტარი. თითქოს ეს არაფერს ნიშნავს, მაგრამ რეალობაში არის თუ არა ეს შემადგენლობა ჩამოყალიბებული ქვეყნის განვითარების და პოლიტიკური შეფასებების ერთიან სტანდარტზე, გაურკვეველი რჩება.

კოღუაშვილის განცხადება ადასტურებს, რომ პოლიტიკური შეფასებების ერთიანი სტრატეგია არ აქვს ამ გუნდს?

-კოღუაშვილის განცხადება თითქოს მოულოდნელიც არის. შესაძლოა, ისიც ვიფიქროთ, რომ ხელისუფლება არჩევნების შემდეგ, ან მანამდე ცდილობს თავისი დამოკიდებულება შეცვალოს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერებისადმი და ზოგადად, ნაციონალებისადმი. ამ წუთებში ალბათ, პოლიტსაბჭოში მიმდინარეობს დებატები, რომ პარტიის პრიორიტეტები გამოიკვეთოს. გარდა ზოგადი განცხადებებისა, დღეს ვერავინ იტყვის, რომ პროდასავლური ძალა ვართო, რადგან ზოგადი განცხადებების გარდა, მრავალი საკითხია რომელთა ერთიანობაც შეიძლება გუნდში არ იყოს.

კოღუაშვილი განცხადებას აკეთებს როგორცქართული ოცნებისპოლიტსაბჭოს წევრი. ის ამბობს, რომ მერაბიშვილსა და უგულავას მეტი სიკეთის გაკეთება შეუძლიათ ციხის გარეთ. მეტიც, გული სწყდება, რომნაციონალური მოძრაობისწევრები დევნილად იქცნენ. ეს განცხადებები რა გზავნილია მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომლებიც ამ დრომდე ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას? საზოგადოებაში არის განცდა, რომ 2012 წლის შემდეგ მოსულმა პოლიტიკურმა ძალამ, სამართლიანობის აღდგენის კუთხით ძალიან ცუდად იმუშავა...

- აბსოლუტურად გეთანხმებით და ამის ფონზე ახალი განცხადების დამატება, რომ თურმე ეს ხალხი თავისუფალი უფრო გამოადგებოდა ქვეყანას, პოლიტუკური თვალსაზრისით არასწორია. კოღუაშვილის განცხადება „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ მუშაობს. როგორც ჩანს, ჯერჯერობით ერთიანი ჩამოყალიბებული ხედვები არ აქვთ. სანამ ერთიანი ხედვები არ იქნება ჩამოყალიბებული, ბუნებრივია, რომ თითოეული წევრი იმას ლაპარაკობს, რასაც საჭიროდ თვლის. კოღუაშვილის შემთხვევაშიც პერსონალური სუბიექტური აზრის გახმოვანებას აქვს ადგილი და არა მთლიანად პოლიტიკურის გუნდის.

მაგრამ ის გამოდის როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და ამას არ აქვს მნიშვნელობა?

-ამიტომაც ვამბობ, რომ დროულად უნდა ჩამოყალიბდეს „ქართული ოცნება“. თუ ასეთი განცხადებები სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელდა, ძალიან ცუდი იქნება პარტიისთვის, რადგან ამომრჩეველს დაკარგავს. არ ვლაპარაკობ იმაზე როგორი პოლიტიკა აქვთ ყოფილი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ დროულად უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი სტანდარტები. თუ „ქართული ოცნება“ ამას ვერ შეძლებს, კიდევ უფრო დაკარგავენ ამომრჩეველს.

ასეთი განცხადებები ბადებს გაურკვევლობას, რომელიც იწვევს გარკვეულ ნიჰილიზმს. თუ ჩამოყალიბების პროცესი დიდხანს გაგრძელდა, ბუნებრივია, რომ ამომრჩევლის უკან მობრუნება კი არა, ამომრჩევლის დაკარგვა დაიწყება და ამას უნდა მიხედონ. მაგრამ თუ „ქართული ოცნება“ კოღუაშვილის განცხადებებს იზიარებს, კი ბატონო, არ არის პრობლემა, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩამოუყალიბებლები არიან. „ქართული ოცნება“ საკითხებზე უნდა ჩამოყალიბდეს.

ამ განცხადებების შემდეგ რამდენად გამართლებული იქნება კოღუაშვილის საარჩევნო სიაში შეყვანა?

- ეს განცხადება მნიშვნელოვან ძვრებს არ გამოიწვევს, მაგრამ მოლოდინი არის არა პრემიერის განცხადებების მიმართ, არამედ იმის მიმართ - თუ რას აპირებს „ქართული ოცნება“. ბიძინა ივანიშვილი დაგვპირდა, რომ მალე გამოაქვეყნებდა განცხადება რას აკეთებენ და რას გააკეთებენ მომავალში. ისევ იმ აზრს ვუბრუნდები, რომ თუ პარტიის პოლიტიკა მკაფიოდ არ იქნება ჩამოყალიბებული, თუ ასეთი შეხედულებების ფრქვევა გაგრძელდება, როგორც არჩევნების წინ, ასევე არჩევნების შემდგომ, მაშინ ეს წამგებიანი იქნება მათთვის. პირველ რიგში, ერთიანი პოზიციები უნდა შეაჯერონ იმ მტკივნეულ საკითხებზე, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.

როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ აყალიბებსქართულ ოცნებაერთიან სტრატეგიას?

- როდესაც პოლიტსაბჭოში ადამიანები იმიტომ შეჰყავთ და გამოჰყავთ, რომ ვიღაცას მოსწონს, ბუნებრივია, რომ ასეთი მიდგომით პარტიის ერთიანი იდეოლოგია და ბაზა ვერ ჩამოყალიბდება. პრობლემას შეხედულებებში არ ვხედავ, პრობლემას ვხედავ იმ უსისტემობაში, რომელიც დღესდღეობით აქვთ. პრობლემა მოგვარდება მაშინ, როდესაც ბაზა რაზეც პარტია უნდა ჩამოყალიბდეს, იქნება ჩამოყალიბებული. სამოქმედო გეგმა კი არა, იდეოლოგია სჭირდებათ რა და როგორ უნდათ. პრობლემა კოღუაშვილის განცხადებაში არ არის, პრობლემა ის არის, რომ პარტიას არ აქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკა. კითხვა ჩნდება არა კოღუაშვილის შეხედულებებთან დაკავშირებით, არამედ იზიარებს თუ არა ამ შეხედულებებს „ქართული ოცნება“ და თუ იზიარებს თქვას. აი ასე მსჯელობს ამომრჩეველი და ეს არის პრობლემა.

ძალიან დიდი საშიშროებაა იმისა, რომ „ქართული ოცნებამ“ მემკვიდრეობით გააგრძელოს ისეთი პოლიტიკა, რაც ალიანსს ჰქონდა. ალიანსის შემთხვევაში გასაგები იყო, მაგრამ პარტია „ქართული ოცნების“ სრულიად გაუგებარია. თუ პოლიტსაბჭოს წევრებმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განსხვაბული განცხადებები გაახმოვანეს, მაშინ გამოვიდა, რომ ჩამოუყალიბებელი პარტიაა, ასეთი პარტია კი არჩევნებში ვერ იმარჯვებს.

კოღუაშვილის განცხადებები ამომრჩეველს მატებს თუ აკარგვინებს პარტიას?

- რასაკვირველია აკარგვინებს. თუ ასეთი ერთმანეთისგან საპირისპირო განცხადებები გაკეთდება, ამომრჩეველი დაიკარგება და ეს უნდა გაითვალისწინონ. თუ ვერ ჩამოყალიბდებიან ამომრჩეველს დაკარგავენ, ეს ჩემი აზრია და თუ ამას ვერ ხვდებიან, ჩვენ რა შეგვიძლია.