„მაშინ შერჩევითი სამართალით ჩვენ ვიყავით დაკავებული და ჩვენს წინააღმდეგ ხდებოდა აქციები“

„მაშინ შერჩევითი სამართალით ჩვენ ვიყავით დაკავებული და ჩვენს წინააღმდეგ ხდებოდა აქციები“

პროკურატურასთან გამართულ აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შეურთდნენ და აცხადებენ, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე ხუთი პირის დაკავებით, პოლიტპატიმართა სიას კიდევ ხუთი ადამიანი შეემატა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, აკაკი ბობიხიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ „საქართველოს მოსახლეობა დაუსვამს წერტილს ბიძინა ივანიშვილის ბოგინს საქართველოში“.

for.ge აკაკი ბობოხიძეს ესაუბრა.

ბატონო აკაკითავისუფალი დემოკრატების“ აქციას რა მოტივით შეუერთდით?

აკაკი ბობოხიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, რომ შეუერთდნენ ამ აქციას არის ის რომ, ის მიზანი რომელიც აქციას აქვს დასახული ჩვენთვისაც მისაღებია.

ანუ, თქვენ თვლით, რომ დაკავებულები პოლიტპატიმრები არიან?

- ჩვენ ვთვლით, რომ ქვეყანაში არის შერჩევითი სამართალი და შერჩევითი სამართალის დრო უნდა დამთავრდეს. ხელისუფლებაც და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს უნდა გავაგებინოთ, რომ ეს ქვეყანა არ არის მისი საკუთრება, რაც არ უნდა ბევრი საინფორმაციო საშუალებები ჰქონდეს საკუთრებაში.

როგორ ფიქრობთ ბატონო აკაკი ამ აქციებით მიაღწევთ შედეგს?

- აქციები არის გარკვეული პაკეტის შემადგენელი ნაწილი და ოქტომბერში იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოსახლეობა დაუსვამს წერტილს ბიძინა ივანიშვილის ბოგინს საქართველოში.

ნაციონალური მოძრაობის პერიოდშიც, იმართებოდა მსგავსი აქციები სწორედ ამ მოტივით, მაშინ რატომ არ უერთდებოდით აქციებს.

- იმიტომ, რომ მაშინ შერჩევითი სამართალით ჩვენ ვიყავით დაკავებული და ჩვენს წინააღმდეგ ხდებოდა აქციები.