„სერიოზული მუშაობა მიდის, რომ ჩემს წინააღმდეგ რაღაცა იპოვონ“

„სერიოზული მუშაობა მიდის, რომ ჩემს წინააღმდეგ რაღაცა იპოვონ“

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი წევრი, მამუკა მდინარაძე ერთ-ერთი პირველი გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ მსხვერპლი. მდინარაძე მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ხელისუფლების ნების წინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო. საქმე ეხება 2004 წელს 2 ბათუმელი სტუდენტების საქმეს, რომლებიც ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებმა და მათმა უფროსმა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგობის მიუხედავად გაათავისუფლეს.

რატომ წავიდა ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ და რატომ იცავდა ვანო მერაბიშვილის ბიძას, ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge მამუკა მდინარაძეს ესაუბრა.

სააკაშვილის ხელისუფლების პირველი პოლიტპატიმრები - ასეთი განცხადება კეთდებოდა მაშინ, როდესაც ასლან აბაშიძის მხარდამჭერ ახალგაზრდებს თბილისიდან გასვლის უფლება დართეთ, რაც გულგრილობად შეფასდა და დაგაკავეს. მაშინ იყო მითითება, რომ მიგეღოთ იმ სახის გადაწყვეტილება, რაც მაშინ ხელისუფლებას უნდოდა?

მამუკა მდინარაძე: მაშინ გამოძიებამ მიიჩნია, რომ მათი ნების წინააღმდეგ წავედით და ამისთვის დაგვაპატიმრეს. ჩვენი გადაწყვეტილება ამ ახალგაზრდების საკუთარ სახლში გადაადგილებასთან დაკავშირებით კანონიერი იყო. იცით, რომ ორივე ახალგაზრდას შეფარედებული ჰქონდა არასაპატიმრო ღონისძიება - გაუსვლელობის ხელწერილი, მაგრამ დაგვაპატიმრეს იმიტომ, რომ მივეცით ნებართვა წასულიყვნენ საკუთარ სახლში - ბათუმში, რაც შეფასდა გულგრილობად. დღესაც ვთვლი, რომ აბსოლუტურად სამართლიანი და რაც მთავარია გმირული გადაწყვეტილება იქნა ჩვენი მხრიდან მიღებული და ასე შეაფასა მაშინ ჩვენი გადაწყვეტილება ყველამ, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.

მე, გია ძიძიგური და ზაზა მესხი დაგვაკავეს 10-დღიანი პატიმრობაც ვიწვნიეთ. მაშინდელი ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას ძალიან უარყოფითი რეზონანსი მოჰყვა და გაგვათავისუფლეს. „ზედემატად გმირები“ რომ არ გამოვსულვიყავით რამდენიმე თვეში ზურა ადეიშვილმა ეს საქმე არამარეაბილიტირებელი გარემოების გამო შეწყვიტა. ჩვენ იმდენად მართლები ვიყავით, გავრისკეთ და ვთქვით, რომ ეს საქმე ყველა ინსტანციის სასამართლოს განეხილა. მართლაც, უზენაესის ჩათვლით, ყველა ინსტანციის სასამართლოში ჩვენს მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგა.

იურიდულად ამ საქმეში გამართლებული ხართ, მაგრამ ნასამართლევად ითვლებით?

- არა. ნასამართლევია პირი, რომლის მიმართაც დგება გამამტყუნებელი განაჩენი. გამართლებული პირი ნასამართლევი არ არის. ჩვენს მიმართ ყველა ინსტანციის სასამართლოში გამამართლებელი განაჩენი დადგა.

გარდა ბათუმელი ახლგაზრდების საქმისა, ამ დღეებში აქტუალური გახდა კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე. თქვენ იცავდით ვანო მერაბიშვილის ბიძის ინტერესებს დანაციონალური მოძრაობაამბობს, ამ პერიოდში ახლო ურთიერთობა გქონდათ ნაციონალებთან. რა ურთიერთობა გქონდათ მერაბიშვილის ოჯახის წევრებთან, გარდა იმისა, რომ იცავდით დაკავებულის ინტერესებს, რა პასუხი გაქვთ ამ კითხვასთან დაკავშირებით?

- ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა არც ერთი წამი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ვყოფილვიყავი. სასამართლოზე დამიცვია როგორც ნაციონალებთან დაკავშირებული, ასევე სხვა პოლიტიკურ პირებთან დაკავშირებული ადამიანების ინტერესები და მათ შორის დამიცვია კრიმინალური ავორიტეტებიც იმიტომ, რომ ეს იყო ჩემი საქმე. იცით, ეს იგივეა, ექიმს უთხრან რატომ უმკურნალე საზოგადოებისთვის მიუღებელ ადამიანსო.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის ბიძას, ის იყო ჩემი ჯგუფელის მამა და არა მარტო მერაბიშვილის ბიძა. ასეც რომ ყოფილიყო ნამდვილად დავიცავდი, რადგან ადამიანმა მომმართა, რომ დამეცვა მისი ინტერესები სასამართლოში. არანაირი ეთიკა არ მაძლევდა უფლებას, რომ უარი მეთქვა. სხვათა შორის იმ კონკრეტულ ბრალდებაში ეს ადამიანი გამართლდა. სწორედ ეს არის დღევანდელი მმარველი ძალის მიღწევა, რომ მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტის ბიძის საქმეშიც არ იკადრა და პოლიტიკური წნეხი არ განახორციელა სასამართლოზე. იცით, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დროს მოხდა ჩვენი დაკავება, მაგრამ სწორედ მე ვიცავდი ოქრუაშვილის დაცვის უფროსს და მის რამდენიმე თანამშრომელს, რომლებიც გავამართლე.

ელოდებით, რომ ოპოენეტები ამოგიღებენ ამ სისხლის სამართლის საქმეებს?

- ვისაც აინტერესებს შემიძლია მივაწოდი ინფორმაცია რომელ სისხლის სამართლის საქეზე ვის ვიცავდი. სხვათა შორის პოლიტსაბჭოს წევრად არჩევიდან ზუსტად სამ დღეში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანები მეუბნებიან, მათმა შორეულმა ახლობლებმა და ერთმა კი ჟურნალისტის ეგიდით ჰკითხა, ხომ არ ჰქონდათ ჩემთან პრეტენზია.

ეტყობა ვიღაცას ძალიან შეეშინდა, რადგან სერიოზული მუშაობა მიდის, რომ ჩემს წინააღმდეგ რაღაცა ნახონ. ყველა მინდა დავამშვიდო, რომ მე ვარ ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა შეუერთდეს ყველაზე თავისუფალ და ევროპულად მოაზროვნე გუნდს, რომ მასთან ერთად ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთოს, რაც საბოლოო ჯამში თითოეულ მოქალაქეზე აისახება.

ამ ევროპულად მოზროვნე გუნდს ძალიან დიდი პრობლემა აქვს სამართალთან მიმართებაში. 4 წლის განმავლობაში გუნდმა ვერ შეძლო სამართლიანობის აღდგენა. ადამიანები დღემდე ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას. რატომ ვერ შეძლო გუნდმა ამ პრობლემის მოგვარება და აძლევთ საზოგადოებას გარანტიას, რომ სამართლიანობის აღდგენა იქნება მომავალი 4 წლიანი მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტი?

- „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა სიტყვის, მედიის და სასამართლოს დამოუკიდებლობა, რომელზეც ასე აპელირებენ დღეს. თუ ვიტყვით რამდენად თავისუფალია დღეს სასამართლო, შედარებაც კი არ შეიძლება იმ ვითარებასთან, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს. თუმცა, საკმარისი არ არის, სჭირდება უფრო მეტი განვითარება და ეს საკამათო არ არის.

რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, ეს არის ერთ-ერთი სუსტი წერტილი, რომელიც დღის წესრიგში დადგა. გეთანხმებით, რომ ძალიან ბევრ ადამიანს მოლოდინები ამ მიმართულებით გაუცრუვდა, თუმცა მასშტაბები ძალიან დიდია და მას სჭირდება რადიკალურად სხვანაირი მიდგომა, თუნდაც საპროცესო ვადებთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი იურიდიული ნიუანსია, რაზეც უკვე მიდის მსჯელობა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული. ეს აისახება ჩვენს პროგრამაში და მომავალ საქმიანობაშიც შევეცდებით, რომ მაქსიმალური პირობები შევქმნათ იმისათვის, რომ ადამიანებმა სასამართლოში და საგამოძიებო ორგანოებში მიაღწიონ სამართალს.

არსებობს სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, მაგრამ მოდით ვიყოთ გულწრფელები და ვთქვათ, ამ ქვეყანაში 9 წლის განმავლობაში დაგროვილ უსამართლობას 10 გამომძიებელი და 5 პროკურორი ვერ უზრუნველყოფს. ჩემი ერთ-ერთი პირველი წინადადება პარლამენტში მოღვაწეობისას იქნება ამ დეპარტამენტის რიცხობრივი რაოდენობის გაზრდა.

ეს განცხადება ნიშნავს, რომ თქვენ იქნებითქართული ოცნებისსაარჩევნო სიაში?

- ჯერჯერობით ეს კითხვა დავტოვით უპასუხოდ. გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკური საბჭო ჯერ არ შეკრებილა. პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტკური ხელმძღვანელები კონსულტაციებს გადიან სხვადასხვა ადამიანებთან. იქნება ბევრი ახალი სახე და როდესაც ამაზე შევჯერდებით, საზოგადოებისთვის ყველაფერი გახდება ცნობილი. პოლიტსაბჭოს წევრობა ავტომატურად არ ნიშნავს მაჟორიტარობას და საარჩევნო სიაში ყოფნას.