„ნორმალური სიაა, თუ ის მმართველ პარტიას გამოადგება“

„ნორმალური სიაა, თუ ის მმართველ პარტიას გამოადგება“

„პოლიტსაბჭოს ახალ წევრებში ვერ ვხედავ ადამიანს, რომლის არსებობაც ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, პარტიის შეფასებაში დამაბრკოლებელი იქნებოდა. თუმცა, მთავარია, „ქართულ ოცნებას“, ის შეცდომები არ გაეპაროს, რაც ოთხი წლის წინ გაეპარა, რადგან არჩევნების შემდეგ პარტია პრაქტიკულად გაქრა რადარიდან და მხოლოდ სახელწოდება დარჩა“, - აცხადებს For.ge -სთან საუბრისას ექსპერტი არჩილ გამზარდია, რომლის განცხადებით, პარტიას გამარჯვების შემთხვევაში გაძლიერება და მდგრადობის შენარჩუნება დასჭირდება, რაც სიის ახალი სახეების შერჩევაზეცაა დამოკიდებული.

რის საფუძველზე შეიქმნა პოლიტსაბჭოს სია, რომელიც ახალი სახეებითაა დაკომპლექტებული?

არჩილ გამზარდია: პოლიტსაბჭოს ახალი სიის წევრები პარტიის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ და გადაწყვეტილების მიმღებნი, ვინც ეს ხალხი პოლიტსაბჭოს სიაში წარადგინა, პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე ხელმძღვანელობდნენ. შესაბამისად, ის კადრები შეირჩა, ვინც უფრო მეტად გამოადგებოდა პარტიის ინტერესებს.

რა კრიტერიუმით შეფასდნენ ახალი სახეები, რა იყო მნიშვნელოვანი და გადამწყვეტიქართული ოცნებისთვისამ შემთხვევაში?

- როგორც ვიცი, გადაწყვეტილებას ერთი კონკრეტული მიზეზის გამო არ იღებენ, თუმცა მე არ ვარ ის ადამაინი ვინც გადაწყვეტილება მიიღო და შესაბამისად, ძნელია ამაზე საუბარი. თუმცა, ვვარაუდობ, რომ ეს კომპლექსური მიდგომაა. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დადებითი წარსული, დადებითი ამჟამინდელი მდგომარეობა, სწორი ორიენტირი, ანუ ადამიანები, რომელთა მსოფლმხედველობა, როგორც ნიშა, გამოადგება პარტიას და რომლებთანაც პარტიაში მუშაობა შეიძლება იყოს უფრო კომფორტული, კვალიფიციური და ეფექტური.

ადამაინები, რომელთა მუშაობა პარტიაში იქნება კვალიფიციური და ეფეტური“, - კონკრეტულად ვის გულისხმობთ ამ შემთხვევაში?

- რამდენიმე სუბიექტს ვიცნობ მათ შორის და ვფიქრობ კარგი ადამიანები არიან, მაგლითად, მიმაჩნია, რომ სოფიო კილაძე ძალიან საინტერესო სახეა, თუმცა ჩემთვის, როგორც რიგითი ამომრჩევლისთვის შეიძლება ეს პროცესი ნაკლებად საინტერესო იყოს, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ პოლიტსაბჭო პარტიის შიდა ძირითადი გუნდია, რომელიც ორგანიზების პროცესს წარმართავს და პარტიის წევრებისთვის მისაღები კომპეტენციის ადამიანებისაგან შეგდება. ჩემთვის კი, როგორც გარეშე პირისთვის, შეიძლება საინტერესო იყოს ნებისმიერ პარტიაში მიმდინარე პროცესები და შეიძლება, მე, როგორც მოქალაქე უკმაყოფილოც ვიყო პოლიტსაბჭოს სიით, ანუ მმართველი პარტიის მუშაობით.

 ვინ შეიძლება გადავიდეს პოლიტსაბჭოს სიიდან საარჩევნო სიაში და სწორი იქნება თუ არა ყველა ამ ახალი სახის გადაყვანა საარჩევნო სიაში?
- მენეჯმენტის კუთხით ყველას გადაყვანა არ უნდა იყოს სწორი იმიტომ, რომ უნდა არსებობდნენ ადამაინები, რომლებიც მხოლოდ პარტიის ფუნქციონირებაზე იმუშავებენ. ძირითადი ნაწილი შესაძლოა გადავიდეს, მაგრამ ალბათ, ყველა - არა. საქმე ისაა, რომ მათი დატვირთვა საპარლამენტო საქმიანობით თუ გაიზრდება, შეიძლება პარტიული საქმიანობა მეორე ფლანგზე დარჩეს. ამიტომ ვფიქრობ, გარკვეული სუბიექტები უნდა დარჩნენ მხოლოდ პარტიულ საქმიანობაში იმისათვის, რომ პარტიამ არჩევნების შემდგომ იმ მოცემულობით გააგრძელოს აქტიური მუშაობა, რა მოცემულობაც ექნებათ.

უკეთესი ხომ არ იქნებოდა ძველი კადრების ახლით ჩანაცვლება და სიის მთლიანად ახალი გუნდით დაკომლექტება?
-შეიძლებოდა მათი ჩანაცვლება უფრო ახალი აქტიური სახეებით, ან ისეთი ცნობადი სახეებით, რომლებიც პარტიისთვის იქნებოდა ახალი, მაგრამ ზოგადად, როდესაც სრულად იცვლება რომელიმე ძირითადი ორგანო, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ორგანოს ნეგატიურად აფასებენ, ამიტომ საიმიჯო თვალსაზრისით, ეს შეიძლება არ ყოფილიყო მთლად მომგებიანი პროცესი. ამიტომ ვფიქრობ, ნორმალური სიაა, თუ ის მმართველ პარტიას გამოადგება.

გუნდის ნაწილობრივ შეცვლა რას ნიშნავს?
- ეს ნიშნავს იმას, რომ პარტიამ შეინარჩუნა თავისი გეზი და მუშაობის ფორმა, რაც აქამდე ჰქონდა და ასევე ეს ყველაფერი განაახლა გარკვეულ ახალ სამოსში, რაც ნორმალური და მისაღები უნდა იყოს. სრული განახლებით კი, შესაძლოა, ზოგადად, პარტიის მუშაობა უარყოფითად შეფასებულიყო. უნდა არსებობდეს დომინანტი გუნდი, რომელიც აქამდე არსებული შეთანხმებების თუ შეთამაშების პრინციპს დაიცავს. თუ ყველა ახალი წევრი იქნება, შეიძლება ერთიან ბირთვთან დაკავშირებით გარკვეული რისკები არსებობდეს, ამიტომ წმინდა საწარმოო და მართვის თვალსაზრისით, ნაწილობრივ განახლება, მაგრამ ძირითადი გუნდის დარჩენა, ვფიქრობ ნორმალური გადაწყვეტილება იყო.