პუტინის აღიარება

პუტინის აღიარება

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა რუსული მედიასაშუალებების რედაქტორებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ 2008 წელს საქართველოსთან დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები იყო.

მისი თქმით, რუსეთისთვის სულერთი არ არის, განთავსდება თუ არა საქართველოში ამერიკული სისტემები.

ქართული მხარე კი მოსკოვს ამ თემაზე არც დალაპარაკებია, შემდეგ კი ე.წ. სამხრეთ ოსეთში საბრძოლო მოქმედებებიც დაიწყო.

პუტინის თქმით, რუსეთი მზად არის, ქართველ საზოგადოებასთან ერთად მოძებნოს გამოსავალი. რუსეთის პრემიერის თქმით, ეს ბევრს სურს, მათ შორის - ქართულ ოპოზიციას, ამიტომაც ჩადიან  მოსკოვში.

ქართველმა პოლიტოლოგებმა პუტინის განცხადება რუსეთის მიერ ომის დაწყების კიდევ ერთ აღიარებად მიიჩნიეს. ექსპერტების აზრით, თუ მოსკოვს დიალოგი უნდა, ქართულ სახელმწიფოს უნდა ესაუბროს და არა საზოგადოების ერთ ნაწილს.