„საქართველოს ნატო-ს წევრობაზე ბევრჯერ თქმულა, მაგრამ ქართველ ხალხს ნუ „დავაბოლებთ“

„საქართველოს ნატო-ს წევრობაზე ბევრჯერ თქმულა, მაგრამ ქართველ ხალხს ნუ „დავაბოლებთ“

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე „პატრიოტთა ალიანსთან“ გაერთიანებას არ გამორიცხავს, თუმცა, ამბობს, რომ პარტიის საარჩევნო გეგმა ცნობილი ივნისის შუა რიცხვებამდე გახდება. კანონმდებელი განმარტავს, რომ ირმა ინაშვილის პოლიტიკურ გუნდსა და მის პარტიას პატრიოტული მიდგომა აერთიანებთ.

თუ რაში გამოიხატება აღნიშნული პარტიების პატრიოტული მიდგომები, ამას for.ge-ს ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც დეპუტატ ზურაბ ტყემალაძესთან ჩავწერეთ:

რამდენად მოსალოდნელია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეპატრიოტთა ალიანსთანგაერთიანდეთ?

- ნებისმიერი გაერთიანება შესაძლებელია, მაგრამ ამ თემაზე მოლაპარაკებები ამ ეტაპზე არავისთან არ მიმდინარეობს. ივნისის ბოლომდე დრო ჯერ კიდევ არის, რომ გარკვეული დაკვირვების საშუალება გვქონდეს. გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ.

პატრიოტთა ალიანსთანრა გაერთიანებთ?

- ეს პატრიოტული მიდგომაა. დარწმუნებული ვარ, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ის ეროვნული ძალაა, რომელიც პირველ რიგში, ქართული ინტერესებიდან გამომდინარე ფიქრობს და მან შეიძლება, შემდეგ ეტაპზე, ის საგარეო პოლიტიკა დააყენოს, რომელსაც მას მიაწერენ - რუსეთთან ურთიერთობას და ა.შ. მრეწველებს არაერთხელ დაგვიფიქსირებია, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა მისაღები და კარგია, მაგრამ ამავე დროს, რუსეთთან საჭიროა უფრო მეტი დიპლომატიური და ყურადღებიანი მოლაპარაკებების წარმოება. როცა დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე ვსაუბრობ, ეს სიძულვილის ენით საუბარი არ არის. ეს შეიძლება ის ენა იყოს, რომელიც შეიძლება მოწოდებული იყოს იქითკენ, რომ ორ ქვეყანას შორის დაახლოებული ინტერესების გატარება მოხდეს. დარწმუნებული ვარ, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ზუსტად ასეთი მიმართულების მხარდამჭერია.

თქვენ ბრძანეთ, რომპატრიოტთა ალიანსიქართული ინტერესებიდან გამომდინარე ფიქრობს. „ქართულ საქმეშირას გულისხმობთ?

- ყველაფერი მოიაზრება, რაც საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეობს.

მათ შორის?

- ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას რუსეთი ეწინააღმდეგება. თქვენ ბრძანეთ, რომ მოსკოვთან უფრო დიპლომატიური მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს. გასაგებია, რომ აგრესიულმა ენამ შედეგი ვერ გამოიღო, მაგრამ თქვენი ხელისუფლებისდათბობისპოლიტიკამ რა შედეგი დადო?

- პირველ რიგში, შედეგი იმან მოიტანა, რომ აგრესია არ მატულობს. ესეც ხომ შედეგია? ამას გარდა, გარკვეული ბაზრები გაიხსნა და ესეც შედეგია. ასევე, იქედან მოწოდებებია იმისკენ, რომ ურთიერთობა რაღაცნაირად დათბეს. ეს ვითარება როგორ უნდა მოგვარდეს და რის ხარჯზე, ამას დიპლომატიური საუბრები სჭირდება და არა სიძულვილის ენა. ახალი არაფერი არ აღმოგვიჩენია. ამას ჩვენი სტრატეგიული პატრნიორები გვეუბნებიან. მათ შორის, ამერიკა, ევროპა და ნატო-ს წარმომადგენლობა. საუბარია, რომ ჩვენ ესენი და ისინი ვიქნებით, მაგრამ ცალსახად გვეუბნებიან, რომ ამ ეტაპზე, საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა ვერ გახდება, რადგან მათ არ სურთ, პრობლემები საქართველოს შეუქმნან. აქედან გამომდინარე, ყველამ უნდა გააანალიზოს, რა პრობლემების შექმნაზეა საუბარი.

შეგიძლიათ, გვითხრათ, პირდაპირ ვინ ამბობს, რომ საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა ვერ გახდება?

- ამას ნატო-ს ლიდერები, ობამა, ოლანდი და გერმანიის კანცლერი ამბობენ. ყველა იძახის, რომ ნატო-ს წევრი საქართველო გახდება, თუმცა, ამ ეტაპზე ვერ გახდება, რათა პრობლემები არ შეიქმნას.

თქვენს საპირისპიროს მმართველ გუნდში აცხადებენ. თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ საქართველო ვარშავის სამიტზე ნატო- წევრობას ითხოვს. ასევე პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს შანსი აქვს, ნატო- წევრი MAP- გარეშე გახდეს. ქართველი პოლიტიკოსების გარდა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, განაცხადა, რომ საქართველო ალიანსის წევრობას იმსახურებს, ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და ის ნატო- წევრი უნდა გახდეს, რაც MAP- გარეშე ტექნიკურად შესაძლებელია...

- ამის თაობაზე ბევრჯერ თქმულა, მაგრამ ქართველ ხალხს ნუ შევაცდენთ და ნუ „დავაბოლებთ“! საქართველოს ნატო-ს წევრობის შანსი ყოველთვის ჰქონდა და აქვს, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არასოდეს არ მოხდა. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, ამერიკის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებების შემდეგ, ეს მხარდაჭერილი როგორ იქნება.

საქართველოს სხვა რა ალტერნატივა აქვს, თუ არა ნატო?

- ჩვენ ასე არ უნდა ვიმსჯელოთ, ალტერნატივა რა არის - ან ნატო ან რაღაცა სხვა?

თუნდაც, რუსეთი?

- ასე არავინ არ მსჯელობს. ჩვენ ჩვენი მეზობლების და დიდი ქვეყნების კეთილგანწყობა უნდა მოვიპოვოთ, რომ რომელიმემ ჩვენი გაჭყლეტვა არ მოინდომოს. კეთილგანწყობას კი, სიძულვილის ენით და ანალოგიური ქმედებებით ვერ მოვიპოვებთ, რაც გქვონდა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს საკითხი მოწესრიგდეს და მოგვარდეს. ორი გზა არ არის - ან ის, ან ეს.

თქვენ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება როგორ წარმოგიდგენიათ? საკუთარი ხედვა გაქვთ?

- საკითხი იმის მიხედვით არ მოგვარდება, რომ დღეს ვიტყვით, ვიღაცა ვიღაცას დაელაპარაკება. ამ პროცესს საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ურთიერთობის გაფუჭება ადვილია, მისი აღდგენა - რთული. რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩვენი კონტროლი არ ხორციელდება? - გახსოვთ, რომ ამ ტერიტორიებზე სამშვიდობო ძალები იდგნენ და ოკუპირებული არ იყო, თუმცა, შესაძლო იყო ჩათვლილიყო, რომ სამშვიდობოები არაკეთილსინდისიერ ქმედებებს სჩადიოდნენ და ეს ოკუპაციის ტოლფასი იყო, მაგრამ ტოლფასი სხვაა და ოკუპაცია - სხვა. არასწორი მიდგომითა და არასწორი პოლიტიკით ის მოახერხეს, რომ დღეს ამ ვითარებაში ვართ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს საკითხი დიპლომატიური გზით მოგვარდეს. ამ საკითხს ძალით ვერ მოგაგვარებთ, რადგან ჩვენ ვამბობთ, რომ ოსები და აფხაზები ჩვენი მოქალაქეები და ძმები არიან.

თქვენი ამ პათოსის გამო, თქვენი თანაკოალიციელებიც და ოპონენტებიც თვლიან, რომმრეწვლეთა პარტიაპრორუსული ძალაა. არ ფიქრობთ, რომ თუკიპატრიოტთა ალიანსთანგაერთიანდებით, ეს იარლიყი კიდევ უფრო გამყარდება?

- იცით, საქმე რაშია? - ვერავინ ვერც და არც იძახის, რომ მრეწველები საქართველოსთვის არაკეთილმოსურნე ხალხია, სხვა პარტიებისგან განსხვავებით. სხვა პარტიებზე ამას ამბობენ. მთავარია, რომ საქართველოს კეთილმოსურნე ორგანიზაცია ვიყო და დანარჩენი რაც უნდა დამაბრალონ, ეს დამბრალებლის სინდისზე იყოს.

რაც შეეხება 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებს. პრემიერი და პრეზიდენტი უკან დახევას არ აპირებენ, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღი კი, ჰაერშია გამოკიდებული. შექმნილ ვითარებაში გამოსავალს რაში ხედავთ?

- ეს ბავშვური სიჯიუტეა და არა სხვა რამ. როცა ბავშვი ჯიუტდება, გასაგებია, მაგრამ როცა უმაღლესი თანამდებობის პირი ჯიუტდება, ეს სწორი ქმედება არ არის.

ვინ ჯიუტდება?

- ამ შემთხვევაში, პრეზიდენტი ჯიუტდება.

მისი სიჯიუტე რაში გამოიხატება - მთავრობას რომ არ ეთანხმება?

- იმის პრეცედენტი არ ყოფილა, რომ წინასაარჩევნო კამპანია ხუთი თვით ადრე დაწყებულიყო. ასევე იმის პრეცედენტი არ ყოფილა, რომ საკითხზე ასეთი აზრთა სხვადასხვაობა ყოფილიყო, თუნდაც სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო წელს. ასეთი სიჯიუტის გამოჩენა არ შეიძლება. მთავრობა განმარტავს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ხუთი თვით ადრე დანიშვნას ზედმეტი ხარჯი მოჰყვება. მარგველაშვილი საპირისპიროს ამტკიცებს და ამბობს, რომ ხარჯებს საპრეზიდენტო ფონდიდად დაფარავს. ჩემი და შენი ფონდი რას ნიშნავს? - როგორც მთავრობის, ასევე პრეზიდენტის ფონდები საზოგადოების მიერ გადახდილი თანხებიდან შედგება. სახელმწიფო ბიუჯეტმა პრეზიდენტის ფონდს თანხები გამოუყო, თუმცა, მიმართულებები განსაზღვრულია და ეს ისე არ უნდა მოხდეს, მე მინდა და ამიტომ ვხარჯავო. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ბოლოს, პრეზიდენტი იმ სიტუაციას დათანხმდება, რომ წინასაარჩევნო კამპანია სამ თვეში წარიმართოს.

პრეზიდენტმა საკუთარი გადაწყვეტილება განმარტა და თქვა, რომ ეს პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებას უკავშირდება. თუ ამ კეთილი ნების არ გჯერათ, მის გადაწყვეტილებაში სხვა რა განზრახვას კითხულობთ?

- მან შეცდომა დაუშვა, როცა წინასაარჩევნო კამპანიის ძალაში შესვლის თარიღად 8 აგვისტო გამოაცხადა.

თუკი ადგილი მხოლოდ პრეზიდენტის ჯიუტობას აქვს, ის ალბათ, ხვდება, რომ მას ამით პრემიერთან შედარებით დალაგებული ურთიერთობა აერევა...

- არ შეიძლება, ურთიერთობა დალაგებული ერთ პრემიერთან ვერ გქონდეს და შემდეგ ვერც მეორე პრემიერთან ვერ დაალაგო. თითქოს, მესამე პრემიერთან ყველაფერი კარგად წავიდა, მაგრამ ბოლოს, აქაც იგივე მოხდა. ადამიანმა რაღაც საბაბი შენს თავში უნდა ეძებო, რადგან თუ პირველთან და მეორესთან მიგაჩნდა, რომ მართალი იყავი, მესამემ შენს მიმართ ნაბიჯი გადმოდგა. შესაბამისად, საკუთარ თავს კითხვა უნდა დაუსვა - სამივესთან პრობლემა ვისი ბრალია?!

თქვენს ამ რიტორიკულ კითხვაზე პასუხი ოპოზიციონერებს აქვთ. ისინი თვლიან, რომ პრეზიდენტს პრემიერებთან პრობლემები ივანიშვილის ფაქტორის გამო ექმნება...

- იცით, ამას ვინ საუბრობს? - თითს რომ დაინახავენ და ბიძინა ივანიშვილს ყვირიან. ეს ისტერიული ხალხია, რომელიც ივანიშვილის გვარ-სახელს გაიძახიან, რომ მას როგორმე ზიანი მიაყენონ. ის არ იციან, რომ მას რაც უფრო ხშირად ახსენებენ, უფრო კარგ ავტორიტეტს უნარჩუნებენ.

და ბოლოს. for.ge- ინფორმაციით, ნაციონალები, „გირჩი“, „თავისუფალი დემოკრატების“, რესპუბლიკელები დაფორუმიმრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის შემოღების მიზნით, კონსულტაციებს მართავენ. თქვენ ამ იდეას მხარს დაუჭერთ?

- ჩვენი მხარდაჭერა არ ექნებათ. რაზეც შეთანხმებული ვართ, იმას არ ვარღვევთ ხოლმე. პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენს სიტყვას არ შევცვლით.