„სანამ პოლიტკორექტულობა ზენიტში იქნება, მანამ რეალური ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ არ იქნება“

„სანამ პოლიტკორექტულობა ზენიტში იქნება, მანამ რეალური ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ არ იქნება“

ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები ერაყსა და სირიაში დღითიდღე სუსტდება.
„ყოველ დღე „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერები იღვიძებენ და ფიქრობენ, რომ შესაძლოა, ეს მათი ბოლო დღე იყოს. „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებისთვის ბოლო რამდენიმე თვე ცუდი პერიოდი იყო“, - განაცხადა ობამამ ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურში ვიზიტისას. 
რამდენად შეესაბამება სიმართლეს ამერიკის პრეზიდენტის განცხადება, „ისლამური სახელმწიფოს“ ბოლო დღეებთან დაკავშირებით, მაშინ როცა ტერორისტული აქტები მსოფლიოში ყოველდღიურად მატულობს, ათასობით უდანაშაულო ადამიანი და ბავშვი იღუპება და პაკისტანის და სომალის შემდეგ, ტერორისტები შუაგულ ევროპაშიც შეიჭრნენ? რა განსხვავებაა ხილულ და ჩრდილოვან რადიკალურ ისლამს შორის და რა შანსები აქვს მსოფლიოს მის წინააღმდეგ საბრძოლველად?

For.ge პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.

მსოფლიოში დღეს მიმდინარე მოვლენების ფონზე, რამდენად რეალურია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებაისლამური სახელმწიფოსდასუსტებასთან დაკავშირებით?

- ერთია „ისლამური სახელმწიფო“ ახლო აღმოსავლეთში და მეორეა რადიკალური ისლამიზმი. ეს სხვადასხა მცნებებია. შეიძლება, ეს განცხადება ბარაკ ობამამ გააკეთა მას შემდეგ, რაც მისმა ჯარებმა აიღეს მათი დედაქალაქი რაყა, გაანთავისუფლეს ერაყის ქალაქი მოსული, საიდანაც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ნავთობს იპარავდა და მილიონებს იღებდა. შესაძლებელია, ამერიკამ ორგანიზაციის ყველა ლიდერიც გაანადგუროს, მაგრამ რადიკალური ისლამიზმის საფრთხე მაინც რჩება. ვინ არიან მისი მიმდევრები? ევროპაში დაბადებული მეორე-მესამე თაობა და არა ევროპაში დივერსიის მოსაწყობად სპეციალური ჩასული ახლო აღმოსავლეთის მცხოვრებლები. ერთია, როდესაც ებრძვი „ისლამურ სახელმწიფოს“ ახლო აღმოსავლეთში, სადაც ფრონტის ხაზის ერთ მხარეს შენ დგახარ, მეორე მხარეს, ბარიკადების იქით, კი ისინი. შენ შეგიძლია დაბომბო მათი ბაზები, ქალაქები გაათავისუფლო, მაგრამ ევროპაში სულ სხვა მდგომარეობაა. რადიკალური ისლამიზმის მიმდევრები ევროპის მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, ზოგს პატარა კაფე ჰქონდა ბრიუსელში, ზოგს კომპიუტერების მაღაზია, გადასახადებს იხდიდა და მშვიდად ცხოვრობდა და უცებ აღმოჩნდა, რომ ტერორისტია. იდეოლოგიის მოსპობაა რთული, - ამას ვამბობ.

ბარაკ ობამას განცხადება ხილულიისლამური სახელმწიფოსწინააღმდეგ ბრძოლის შედეგებს ეფუძნებოდა და არა ჩრდილოვანი რადიკალური ისლამიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, რომელმაც მსოფლიო მოიცვა?

- დიახ, სწორედ ასეა, მაგრამ ობამას განცხადება და „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვებებიც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ეს მხოლოდ პირველი ეტაპია.

თვლით, რომისლამური სახელწმიფოსწინააღმდეგ ბრძოლა შედეგიანია?

- რა თქმა უნდა. მარტო სირიაში რამდენიმე ქალაქი და დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს - პალერმო, ელ-ბასი, ახლა მოსულის სრულად გასანთავისუფლებად დღე-დღეზე ემზადებიან. ეს ფაქტია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხე გაქრა, დასრულდა. ასე რომ, ჩავთვალოთ, ეს ნიშნავს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ გადარჩენილი წევრები ევროპაში წავლენ, იტაკქვეშეთიდან გააგრძელებენ ბრძოლას და ტერორისტული აქტების განხორციელებას. არ არის გამორიცხული ევროპაში ტერორისტული აქტები გაძლიერდეს და გახშირდეს.

აქვს თუ არა ევროპას და ამერიკასისლამურ სახელმწიფოსთანდა ტერორიზმთან ბრძოლისას სხვადასხვა პოლიტიკა და სტრატეგია? მაშინ, როცა ამერიკა ახლო აღმოსავლეთში იბრძვის, ევროპა დევნილთა მიღებას აგრძელებს, გერმანიის კანცლერი კი მილიონამდე მიგრანტის მიღებას გეგმავდა ქვეყნის ტერიტორიაზე.

- საქმე სწორედ ამაშია, რომ ევროპარლამენტი თვითონ გახდა უკიდეგანო და უსაზღვრო ტოლერანტიზმის მსხვერპლი. ეს უფრო საშიშია. ულტრანეოლიბერალიზმი და ტოლერანტობა უფრო საშიშია, ვიდრე რადიკალური ისლამიზმიდან მომდინარე საფრთხე. ევროპელმა სამართალდამცველებმა დააკავეს ტერორიმზში ეჭვმიტანილი პიროვნება, რომელმაც განაცხადა, რომ მთელი იმ დროის განმავლობაში, რომელიღაც კაფეში იმყოფებოდა, ადგნენ და გაუშვეს. წავიდა და ბრიუსელის აეროპორტში აფეთქება მოაწყო. სანამ პოლიტკორექტულობა ზენიტში იქნება, მანამ რეალური ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ არ იქნება. არასამთავრობოები და გრანტებზე მონადირე შინაბერა და თმაგაჩეჩილი გოგოები მარტო ჩვენთან არ არიან, იქაც არიან, გამოვლენ და რასისტის და ფაშიტის ძახილს დაუწყებენ სამართალდამცავებს. აბა თქვი, რომ ერაყელმა, მაროკოელმა ან ალჟირელმა ახალგაზრდამ სექსუალური ძალადობა იხმარა რომელიმე ევროპელზე, მაშინვე რასისტს დაგიძახებენ. უნდა თქვას, რომ ბელგიის მოქლაქემ იხმარა ძალადობა, რადგან ის უკვე ბელგიის მოქალაქეა. ეთნიკური წარმოშობის მითითება ფაშიზმად ითვლება.

ეს ხომ საფრთხეს უქმნის არა მარტო მსოფლიოს, არამედ თვით ევროპელების უსაფრთხოებას?

- რასაკვირველია. თურქები რომ ბიზანტიის იმპერიას იღებდნენ, რა გგონიათ, მაშინ ვერ ხედავდნენ, რა საფრთხე ელოდებოდა ბიზანტიას? როცა თურქები კარს იყვნენ მომდგარი, ბიზანტიელი ბერები, კონსტანტინოპოლიდან 20 კილომეტრში იმაზე კამათობდნენ, რამდენი ანგელოზი დაეტეოდა ნემსის ყუნწზე.

საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვის და გაძლიერებისთვის, ამერიკის სამხედრო პოლიტიკა ბევრად უფრო მომგებიანი ხომ არ ჩანს, ევროპის .წ. სამეზობლო პოლიტიკის ფონზე?

- ამ დილით გავრცელდა გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის და ლიბანის საკრებულოს თავმჯდომარის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია. არ მგონია ეს სიცრუე იყოს, თვით რუსებიც ვერ გაბედავდნენ ასეთი მამალი ტყუილის თქმას. ამ შეხვედრაზე პან გი მუნმა განაცხადა, რომ ევროპის ტერიტორიაზე უკრაინა და ბალტიისპირეთი უარყოფითი ბალასტია და მათ არაფერი ესაქმებათ ევროპის ტერიტორიაზე, რადგან ეს ქვეყნები უკვე 25 წელიწადია დამოუკიდებლები არიან და თავიანთი ხალხის კეთილდღეობაც კი ვერ უზრუნველყვესო. ეს განცხადება ჩვენც გვეხება მაშინ. 25 წელია დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და ისევ შიმშილია, ისევ მაღალია უმუშევრობის დონე და კიდევ უარესი მდგომარეობაა, ვიდრე კომუნისტების დროს იყო. ეს ძალიან დიდი დროა. გერმანია მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, მეშვიდე წელს ფეხზე წამოდგა - უკვე ახალი ვალუტა ჰქონდათ, სასურსათო ბარათები გაუქმებული იყო და უმუშევრობაც, თითქმის ლიკვიდირებული იყო.

შესაძლებელია, პან გი მუნისთვის ეს უკანასკნელი წელია, ის პოსტიდან მიდის და ამიტომ საუბრობს თავისუფლად, პირდაპირ აცხადებს იმას, რასაც ფიქრობს. კიდევ ვიმეორებ, არ მგონია ეს განცხადება ტყუილი იყოს, რადგან ეს მსოფლიო სკანდალის ტოლფასი იქნება. პან გი მუნის განცხადებით, ევროპა რაც უფრო მეტ ფულს აძლევს ამ ქვეყნებს, თავხედურად მეტს თხოულობენ და მათი საშველი არ არისო.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ევროპა ბალასტის მოშორებაზე გადავა და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით ყველაფერი შეჩერდება?

- არა, ეს ამას არ ნიშნავს. ერთია, პან გი მუნის განცხადება, რომელიც სულ მალე თავის კორეაში დაბრუნდება ეკონომიურად უზრუნველყოფილი და სხვა არის ევროჩინოვნიკები, რომელიც ცინიზმსა და პოლიტკორექტულობაზე გაზრდილნი არიან, როდესაც ერთს ფიქრობენ, მეორეს ამბობენ და ჰოლივუდის ვარსკვლავებივით, პირზე მუდამ ღიმილით საუბრობენ კამერის წინ.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ბარაკ ობამას განცხადებაც ასეთი პოლიტიკის შედეგი იყო, მასაც სულ მალე ეწურება საპრეზიდენტო ვადა?

- ბარაკ ობამას მეტი პასუხისმგებლობა აკისრია. კი, ის მიდის, მაგრამ მის უკან მისი „დემოკრატიული პარტია“ დგას. პან გი მუნი შეიძლება ისე მოკვდეს, ამერიკაშიც არ ჩავიდეს, დღეს ვინმეს ახსოვს ყოფილი გენერალური მდივანი ბუტროს გალი? ობამა ჯერ ახალგაზრდაა. ის შეიძლება სენატშიც აღმოჩნდეს, პოლიტიკაშიც დარჩეს. ობამა ვერ იტყვის ისეთ რაღაცას, რაც ჰილარი კლინტონს გამარჯვებაში ხელს შეუძლის, მაშინ როცა პან გი მუნს ეს არ ადარდებს.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, რომლებიც დემოკრატებზე მეტად, აგრესიული პოლიტიკით გამოირჩევიან?

- გამორიცხული არაფერი არ არის. ამერიკა საქართველო არ არის, ყველამ წინასწარ იცოდეს, არჩევნებში ვინ გაიმარჯვებს. ამერიკის მოსახლეობის 40%-ს, დღევანდელი მონაცემებით, გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია, ხმას ვის მისცემს- დემოკრატებს თუ რესპუბლიკელებს. ჩვენგან განსხვავებით, ისინი კლინტონის და ტრამპის პირდაპირ დებატებს ელოდებიან და ამის შედეგად მიიღებენ გადაწყვეტილებას. ჩვენი 60% კი, აბსენტეიზმია, რომელსაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ არც ერთ მოქმედ პარტიას ხმას არ მისცემენ, თუ ახალი ძალა არ გამოჩნდა, რომელიც მათ ნდობას დაიმსახურებს. ჩვენი და ამერიკის წინასაარჩვენო პერიოდის შედარება არ შეიძლება, სულ სხვადასხვა სამყარო ვართ. ასე რომ მოვიქცეთ, კვაჭანტირაძეს ან სარიშვილს დავემსგავსებით.

და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა იდეოლოგიაზე დაფუძნებულ ჩრდილოვან რადიკალურ ისლამთან ბრძოლა, რომელიც მთელ მსოფლიოს უქმნის საფრთხეს?

- რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ამ დროს, როდესაც ასეთი მომაკვდინებელი საფრთხის წინაშე ვდგავართ, კაცობრიობის 40-საუკუნოვანი ისტორია გვაჩვენებს, რომ ასეთ საფრთხესთან ბრძოლა, ისე რომ დემოკრატიული და ადამიანის უფლებები არ დავარღვიოთ, შეუძლებელია. რადიკალურ ისლამს ებრძოლო ისე, რომ თეთრი ხელთათმანები არ დაგესვაროს, წარმოუდგენელია. ეს შესაძლებელი გახდება მაშინ, თუ ევროპაში მიდგომები შეიცვლება და ევროპა გაიაზრებს იმას, რომ ომშია.