„სახიფათო ტენდენციაა, როდესაც ამომრჩეველი ყველა პოლიტიკური ძალისგან დისტანცირდება“

„სახიფათო ტენდენციაა, როდესაც ამომრჩეველი ყველა პოლიტიკური ძალისგან დისტანცირდება“

„საზოგადოებას არ უყვარს ნაცმოძრაობა და მას ვერდიქტი გამოუტანა, იმ ამომრჩეველს ნაცმოძრაობა ვერ დაიბრუნებს, 13 და 15% პროცენტი არ არის საკმარისი ძალაუფლების ხელში ასაღებად“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ესქსპერტი გია ხუხაშვილი, რომლის განცხადებით, დიდი ალბათობით, შეიძლება NDI ანგაჟირებული იყო.

for.ge გია ხუხაშვილს ესაუბრა.

ხვალ, რომ არჩევნები ტარდებოდეს 15% ხმას აძლევსქართულ ოცნებას“ 13% „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ NDI- წინა კვლევას ქართულ ოცნებასხმას აძლევდა 16%, „ნაციონალურ მოძრაობას“ 6%. როგორ ფიქრობთ, რა მოცემულობით გაიზარდანაციონალური მოძრაობისამომრჩეველი?

გია ხუხაშვილი: პროცენტების კომენტირებას არ დავიწყებდი, რადგან პროცენტები ძალიან პირობითია, განსაკუთებით იმ პირობებში, როდესაც ამომრჩევლის უმრავლესობა უბრალოდ არ აკეთებს არჩევანს. ასეთ ვითარებაში რამე კონკრეტულზე საუბარი, პროცენტების შეფასება და რეიტინგების დალაგება, სწორი არ არის.

მთავარი პრობლემა, რაც ამ კვლევიდან ჩანს, ეს არის სახიფათო ტენდენციები პოლიტიკური პროცესისთვის, როდესაც ამომრჩეველი ყველა პოლიტიკური ძალისგან დისტანცირდება. თუ ეს ტენდენციები არჩევნებამდე შენარჩუნდა, ჩვენ რა პარტიებიც არ უნდა მივიღოთ, ხელისუფლებას ექნება სუსტი ლეგიტიმაცია, რაც შექმნის რევოლუციის განვითარების წინაპირობას და ჩვენ ამის მდიდარი გამოცდილება გვაქვს. ეს არის ძირითადი პრობლემა. რეალურად, 15% თუ - 25% ამას მნიშვნელობა არ აქვს.

მაგრამ ამომრჩევლისთვის, ალბათ, აქვს მნიშვნელობა, როდესაც ესმის, რომ მმართველი ძალასა და ოპოზიციას შორის სხვაობა არის 2% და ამავე დროს მას არ აქვს ალტერნატიული ინფორმაცია. ეს ერთგვარად საზოგადოებრივ აზრზე არ ახდენს ზეგავლენას?

- რა თქმა უნდა, ზეგავლენას ახდენს, მაგრამ ჩვენ ვიცით რეალურად რა სიტუაციაა ამომრჩეველთან? ამომრჩეველი ამბობს, რომ მე მყავს ცუდი ხელისუფლება და მყავს უარესი ოპოზიცია. რამდენად უარესია ეს ოპიზიცია, 2%-ია თუ 20% -ია სხვაობა, ამას მნიშვნელობა არა აქვს. ფაქტია, რომ საზოგადოების განწყობაში არის აბსოლუტური სკეპტიციზმი და დისტანცირება პოლიტიკური ელიტისგან. ყველა პოლიტიკური ელიტისგან, მარტო ეს ორი პოლიტიკური პარტია არ მაქვს მხედველობაში. ეს ორი პარტია ჯამურად უმცირესობაშია დარჩენილი. დღეს საზოგადოებისთვის მთავარი არჩევანია არჩევანის არგაკეთება. ანუ, სრული მიუღებლობა პოლიტიკური ელიტის, სწორედ აქ არის მთავარი პრობლემა ჩაბუდებული.

არც ერთი არ მოსწონს, მაგრამ ამ კვლევიდან ალტერნატივაც არ ჩანს...

- სწორედ ეს არის პრობლემა. ჩვენ გვაქს მთლიანად პოლიტიკური ელიტის კრიზისი, ლიდერების და იდეების დეფიციტია. დიდია მოთხოვნილება პოლიტიკური კლასის განახლების, მაგრამ ამის რესურსი არ აქვს პოლიტიკას და სწორედ ამაშია მთავარი პრობლემა ჩაბუდებული. არჩევანი ცუდსა და უარეს შორის, იგივე „ქართულ ოცნებაზე“ რომც გააკეთოს საზოგადოებამ არჩევანი, ეს არ იქნება არჩევანი კარგსა და ცუდს შორის, არამედ ეს იქნება არჩევანი ცუდსა და უარეს შორის. ასეთი ნეგატიური არჩევანი პრობლემატურია საქართველოს განვითარებისთვის. ასეთ მანკიერ ჩარჩობეში ვართ დღეს მოხვედრილი და ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა.

ამავე კვლევის თანახმად გამოკითხულთა 15%- პოლიტიკოსებიდან ყველაზე მეტად დავით ბაქრაძე მოსწონს, 7%- ირაკლი ალასანია, 6% შალვა ნათელაშვილი, 5% გიორგი კვირიკაშვილი, 3% კი დავით სერგეენკო. NDI პროპაგანდირებას ეწევა ამ მიმართულებით? რთულად დასაჯერებელია, რომ ნათელაშვილი და ბაქრაძე უსწრებდნენ სერგეენკოს და კვირიკაშვილს...

- ის, რომ NDI შეიძლება იყოს ანგაჟირებული ამის დიდი ალბათობა არსებობს, მაგრამ ეს არ არის დამაკმაყოფილებელი პასუხი. ბაქრაძეა პირველ ადგილზე, სერგეენკო თუ კვირიკაშვილი, ამას არ აქვს მნიშვნელობა...

მაგრამ ამას მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის, რომელსაც ესმის ბაქრაძე, რომელიც დაკავშირებულიანაციონალურ მოძრაობასთან“, ეს პოლიტიკური პარტია დაკავშირებულია ძალადობასთან, მკვლელობასთან, კორუფციასთან და ..

- გასაგებია, მაგრამ არც ამ კვლევიდან ჩანს, რომ ბაქრაძეა ლიდერი...

მაგრამ კვირიკაშვილსა და სეგრეენკოზე წინ არის, ეს უკვე არის ორგანიზაციის პოლიტიკური გზავნილი?

- მე ვერ ვიქნები კატეგორიული და არც ვთვლი, რომ რაიმე გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. საზოგადოებას თუ არ უყვარს ნაცმოძრაობა და მას ვერდიქტი გამოუტანა, იმ ამომრჩეველს ნაცმოძრაობა ვერ დაიბრუნებს, 13 და 15% არ არის საკმარისი ძალაუფლების ხელში ასაღებად. არც ნდობის ის ხარისხია საკმარისი, რაც ბაქრაძეს აქვს. რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება წინ, ამით არაფერი არ იცვლება. ფაქტი ერთია, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობენ პოლიტიკური ლიდერები, არც ბაქრაძეა ლიდერი. ჩვენ საშუალო რანგის პოლიტიკური მოღვაწეებზე ვმსჯელობთ და რა მნიშვნელობა აქვს მეხუთე ლიგაში ვინ წინ არის და ვინ უკან?! ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი პოლიტიკოსები უმაღლეს ლიგაში თამაშობდნენ.

არც ერთი, რომ არ არის უმაღლეს ლიგაში, სწორედ ეს აჩენს კითხვას, რომ NDI პოლიტიკურად მოტივირებული ორგანიზაცია...

- ტენდენციებს რა ვუყოთ? გასაგებია, შეიძლება პროცენტებზე ვიდავოთ, მაგრამ ეს არაფერში გვადგება. ის, რომ ეს კვლევა საზოგადოებრივ აზრზე რაღაცა გავლენას მოახდენს, მე ამას სკეპტიკურად ვუყურებ. კი ბატონო, გარკვეულწილად გავლენას ახდენს, მაგრამ მთავარია, რომ ტენდენციები სწორად არის ასახული. ის, რომ დღეს არ არსებობს პიროვნული და პოლიტიკური ელიტა და სულ კრიზისში არიან, ამას ვერსად გავექცევით. მოსახლეობის დიდი ნაწილს არც ერთი პარტია არ მოსწონს.

თქვენ ეჭვის ქვეშ არ აყენებთ ამ კვლევას?

- რა თქმა უნდა, პროცენტებს ვაყენებ ეჭვქვეშ, მაგრამ არა ტენდენციებს. ეს რეალობაა. „ქართულ ოცნებას“, რომ მხარდაჭერა არ აქვს საზოგადოებაში ეს ფაქტია. 60% რატომ არ ამბობს საკუთარ არჩევანს, თუ ესეც ტყულია?

60% რომელი პოლიტიკური ძალის ამომრჩეველი შეიძლება გახდეს?

- ეს არის ამომრჩეველი, რომელიც თვლის, რომ ყავს ცუდი ხელისუფლება და უარესი ოპოზიცია. ნაცმოძრაობას არ აქვს ზრდის რესურსი, ისევე როგორც „ქართულ ოცნებას“. ის ამომრჩეველი რომელიც ფიქრობს არჩევანზე, დიდი ალბათობით გადანაწილდება სხვა პარტიებზე, თუ საერთოდ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ნდობის აღდგენა არის ბევრად უფრო რთული, ვიდრე სუფთა ფურცლიდან ნდობის მოპოვება. სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობია.

რეალურად სახელი აქვთ გატეხილი წინა და დღევანდელ ხელისუფლებას. ამომრჩევლის მობრუნება მათთვის იქნება რთული. ამომრჩეველი თუ საბოლოოდ ჩამოყალიბდება, რომ უნდა წავიდეს არჩევნებზე, ეს 60% გადანაწილდება სხვა პარტიაზე. მოცემულ ორ პარტიას ხმას არ მისცემენ. ზრდის პოტენციალი „ქართულ ოცნებას“ ცოტა მეტი აქვს, რადგან ნაცმოძრაობა პირდაპირ დანაშაულშია ეჭვმიტანილი, მაგრამ არც „ქართულ ოცნებას“ აქვს დიდი დიაპაზონი.

ეს ამომრჩეველი თვლის, რომ ხელისუფლებამ გაუცრუა იმედი, სხვა შემთხვევაში ამომრჩევლი დღესაც მათ მისცემდა ხმას. აქ გვაქვს მთავარი პრობლემა. ახლა ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, თუ როგორ მოვაბრუნოთ ამომრჩეველი, როგორ გავაჩინოთ ნაციონალური ოპტიმიზმი, რომელიც დაკარგულია. თუ ეს პრობლემა არ მოვაგვარეთ, ამომრჩეველს არ ექნება განცდა, რომ მან აირჩია ხელისუფლება. ეს კი, ღრმა კრიზისის საფუძველს ქმნის. დღეს, „ქართული ოცნების“ მთავარი პრობლემა არა „ნაციონალირი მოძრაობაა“, არამედ ქართული საზოგადოება, რომელიც თვლის, რომ ხელისუფლებამ იმედი გაუცრუა. „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის საზოგადოების პრობლემა, მისი პრობლემაა ხელისუფლება, რომელიც მართავს ქვეყანას.