თუკი საქართველოში დამსაქმებელები იმას ფიქრობენ, რომ ე.წ. საკადრო შავი სია შექმნან, მსოფლიოს განვითარებულ ნაწილში სულ სხვა პრობლემები გასჩენიათ. იქ მთავრი საჭაიქრალი ის არის, როგორ მოახერხონ კვალიფიციური თანამშრომლების შენარჩუნება, რომელთა რიცხვი შრომით ბაზარზე საკმარისი სულაც არ არის. ისევე როგორც ბევრ მიმართულებაში, ამ შემთხვევაშიც მსოფლიო ტენდენცია საქართველოსთვის უცხო და შორეულია.
"ნიკორას" კადრების სამსახურის უფროსის ლილი ბიბილაშვილის განცხადებით, საკადრო ბაზის შექმნის შესაძლებლობა დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი თემაა. მისი თქმით, სამსახურში მისაღებად ნებისმიერი დამსაქმებელი წინა დამსაქმებლისგან რეკომენდაციას მაინც ითხოვს. თუ ასეთი ბაზა შეიქმნება დამსაქმებელი პოტენციური კადრის შესახებ თვითონ მოიძიებს ინფორმაციას.
"როდესაც არსებობს რეკომენდაციების ინსტიტუტი, საკადრო სამსახურები - შეფასების საკუთარი კრიტერიუმებით, სხვადასხვა ტიპის საიტები, რომლითაც შეიძლება იხელმძღვანელო, ამ სიის შექმნის აუცილებლობა არ მესმის. ასევე ვერ ვხედავ რატომ გაჩნდა სოლიდალური პასუხისმგებლობა კომპანიებს შორის. ბიზნეს გაერთიანება ამ პროცესში ჩართული არ არის და კარგი იქნება ამ მიმართულებით მყარ არგუმენტებს თუ მოვისმენ", - ამბობს გიორგი ისაკაძე.
"50 წლის წინათ ხელქვეითი ერთსა და იმავე კომპანიაში ათწლეულების მანძილზე რჩებოდა - ამბობს მწერალი და სამუშაო ძალის კონსულტანტი თემი ერიკსონი, - ბევრი მუშაკი უზრუნველყოფილი იყო გრძელვადიანი სამუშაოთი, ჯანდაცვის მომსახურებითა და პენსიით. ამჯერად კი ბევრ კომპანიას არ შეუძლია (ან არ სურს) ხელქვეითს ანგარიში გაუწიოს. მაშ რატომ უნდა გაუწიოს ხელქვეითმა ანგარიში კომპანიას? თუ შემთხვევა მიეცა, სხვაგან გადაინაცვლებს".
ახლა კი მუშაობის სტაჟი ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა და ყურადღება ძირითადად მოტივირებულობასა და შესრულებული სამუშაოს ხარისხზე მახვილდება. კრიზისის შემდეგ, როცა შრომის ბაზარზე ვითარება გაუმჯობესდება, დამსაქმებლებს მოუწევთ მოემზადონ მუშაკთა დენადი, ცვალებადი შემადგენლობისთვის.
"ფულით ერთგულებას ვერ იყიდი. სჯობს დამსაქმებელმა მუშაკისთვის სამუშაო უფრო საინტერესო და კრეატიული გახადოს და მოქმედების მეტი თავისუფლება მიანიჭოს", - აცხადებს ერიკსონი.