„მსოფლიო გლობალური ომის პირობებში იმყოფება“

„მსოფლიო გლობალური ომის პირობებში იმყოფება“

საფრანგეთის, ბრიუსელის, თურქეთის და ახლო აღმოსავლეთის შემდეგ ტერორისტების სამიზნე საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, აზერბაიჯანი გახდა. თურქეთის შემთხვევაში ტერორისტებმა მუქარა სისრულეში მალევე მოიყვანეს. თურქეთის ლიდერის განცხადებით, „ბოევიკები“, რომლებიც აფეთქების უკან დგანან, კუთხეში არიან მიმწყვდეულები. სამხედრო ანალიტიკოსის, ვახტანგ მაისაიას შეფასებით მსოფლიო გლობალური ომის პირობებში იმყოფება.

for.ge ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.

დიპლომატებისა და მათი ოჯახის წევრების გაყვანა თურქეთიდან ადასატურებს, რომ თუქრეთი არ არის უსაფრთხო ქვეყანა. ბატონო ვახტანგ, არის ეს უძლურების პიკი?

ვახტანგ მაისაია: ნამდვილად, კრიტიკული სტუაციაა, მაგრამ თურქეთის ძალოვანი სტრუქტურები იღებენ შესაბამის ზომებს, რომ დაარეგულირონ ვითარება და არ გავიდეს უფრო დიდი მაშტაბებში. თუმცა, სიტუაცია შეიძლება მართლაც მივიდეს უკონტროლო სიტუაციამდე და ამის რეალური საფრთხე არსებობს.

რამდენად არსებობს რისკი იმისა, რომ პროცესები უმართავი გახდეს?

- თუკი ეს ვითარება გაგრძელდა, არ გამოვრიცხავ, რომ პროცესები გახდეს უმართავი. დიახ, საერთაშორისო ორგანიზაცებმა და დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა დაიწყეს საკუთარი ოჯახის გაყვანა. მეტსაც გეტყვით, სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციაც მოხდა ინდებლიკის სამხედრო საჰაერო ბაზიდან და ეს ტენდენცია გრძელდება.

ის რაც თურქეთში ხდება, ეს უკვე არის ომი. ფაქტიურად, „ისლამურმა სახელმწიფომ“ გამოაცხადა სრულმაშტაბიანი გლობალური ჯიჰადი. ეს არ გახლვათ ვითარება, რომელსაც უნდა დავარქვათ ტერაქტების სერია. ეს არის ომი და სამწუხაროდ, ამ ომში ყველა წესები არის მისაღები. დღეს, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ომშია არა მხოლოდ თურქეთი, არამედ დასავლეთი. ასევე, „ისლამურმა სახელმწიფომ“ ფრონტის ხაზი გახნა რუსეთის ტერიტორიაზე და სამწუხაროდ, ამას არავინ აქცევს ყურადღებას.

დაღესტანში მომხდარ ტერორისტულ აქტს გულისხმობთ?

- დიახ და ეს იყო არასტრატეგიული სამხედრო ოპერაცია, რომელიც ფაქტობრივად კომბინირებულად განხორციელდა.
მაგრამისლამური სახელმწიფოსმთავარი სამიზნე მაინც არის თურქეთი. რა ფაქტორებიდან გამომდინარე გახდა მთავარი სამიზნე თურქეთი?

- რამდენიმე ფაქტორის გამო. პირველი - თურქეთი არის მთავარი სატრანზიტო ჰაბი, სადაც ხდება კომუნკაცია დაიშსსა და საზღვარგარეთ არსებულ დაჯგუფებებს შორის. მეორე - თურქეთმა სერიოზული ზეწოლა განახორციელა დაიშის მიმართულებით და დაიშმა მიიღო საპასუხო ზომები. მესამე - დაიში ცდილობს პოლიტიკური კრიზისი გამოიწვოს თურქეთში, რომ უკვე მღვრიე წყალში კარგად დაიჭიროს საკუთარი თევზი.

მეოთხე - დაიში ყველანაირად ცდილობს ჩაშალოს ევროკავშირსა და თურქეთს შორის მიღწეული შეთანხმება არალეგალი მიგრანტების თურქეთში დაბრუნებასთან დაკავშირებით, დათესოს შიში და გამოიწვიოს დაპირსპირება მიგრანტებსა და თურქეთის ხელისუფლებას შორის.

შეძლებსისლამური სახელმწიფოჩაშალოს შეთანხმების პირობები?

- დასამალი არ არის, რომ არალეგალი მიგრანტების ნაწილში „ისლამური სახელმწიფო“ ახდენდა თავისი გაშიფრული დივერსანტი შაჰიდების შეგზავნას. ამიტომ, როდესაც თურქეთმა დაიწყო მიგრანტების პრობლემების მოგვარება, ეს უკვე პირდაპირ ნიშნავდა „ისლამური სახელმწიფოს“ სტრატეგიის ჩაშლას. ამიტომ, მათ სამიზნედ აირჩიეს თურქეთი, რათა გამოიწვიონ ამ შეთანხმების ჩაშლა. ეს გახლავთ ოთხი ძირითადი მიზეზი, რატომაც მოხდა „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ თურქეთში შეღწევა და თურქეთი რატომაც გახდა ერთ-ერთი მთვარი დარტყმის ობიექტი.

თურქეთის ლიდერი აღიარებს, რომ ქვეყანა ომის პირობებში იმყოფებაისლამურ სახელმწიფოსთან. შესაბამისად, რამდენად მნიშვნელოვანია სამხედრო უსაფრთხოების გაძლიერება? ამას გეკითხებით იმიტომ, რომ ბრიუსელის, საფრანგეთისა და თურქეთის ტერტაქტები ადასტურებს, რომ უსაფრთოების თვალსაზრისით არის პრობლემები. პრაქტიკულად, ამ მთავარი ღირებულებების იგნორირება ხდება...

- გეთანხმებით, რომ მიდგომა არის არასწორი. მდგომებისა და ტაქტიკური ამოცანების განხორციელება ხდება არასწორი ინტერპრეტაციის კონტექსტში. ამიტომ, აუცილებელია შეცვალოს მიდგომები. არასერიოზულად განიხილება მოწინააღმდეგე მხარე, რომელიც ასეთი ტიპის ოპერაციებს აბსოლუტურად ინოვაცურად და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით უდგება. სამწუხაროდ, მეტი ბოროტი „შემოქმედებითი უნარი“ აქვთ და ამით სჯაბნიან იმ სპეცსამსახრებს, რომლებიც ძველი სქემებით მუშაობენ.

ყველა თანხმდება და ბოლო ტერაქტებმა აჩვენა, რომ საჰარო დარტყმები არ არის შედეგზე ორიენტირებული. წავიკითხე დასავლელი ექსპერტების პოზიცია, რომლებიც სახმელეთო ოპერაციების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ. რატომ არ იღებს სართაშორისო კოალიცია სახმელეთო ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილებას?

- მე ვიზიარებ განცხადებას, რომ აუცილებელია სახმლეთო ოპერაცია. იცით როგორი ვითარებაა? - სიმსივნე უკვე მეორე სტადიაშია გადასული. სანამ მესამე სტადიაზე გადასაულა, აუცულებელია ქირურგიული ჩარევა. ჩათვალეთ, რომ დღეს „ისლამური სახელმწიფო“ არის ახალი გეოსტრატეგიული სიმსივნე. იმისათვის, რომ არ მოხდებს მეტასტაზების გაღრმავება, აუცილებელია ქირურგიული ჩარევა. აუცილებელია გაეროს ეგიდით შეიქმნას საერთშორისო კოალიცია, როგორც ეს მოხდა ერაყის შემთხვევაში სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ, რომ დაიწყოს სახმელეთო ოპერაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესებმა შეიძლება უფრო ფართომაშტაბიანი ეფექტი მიიღოს.

მე ვამბობდი, რომ მარტში და აპრილში დაიძაბებოდა სიტუაცია კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში და ავღანეთში. ჩრდილო კავკასიაში დაიწყო ტერორისტული აქტები, ავღანეთში თალიბებმა ჩამოაგდეს ამერიკული თვითმფრინავი და შეუტიეს ქვეყნის პარლამენტს. ავღანეთის და ცენტრალური აზიის რესპუბლიკაში ფართომასშტაბიანი სასაზღვრო ბრძოლები მიმდინარეობს.

მეტსაც გეტყვით, ტერორისტებმა შეაღწიეს ტაჯიკეთის ტერიტორიაზე, ტაჯიკეთის ნახევ ტერიტორიაზე სიტუაციას ისინი აკონტროლებენ, კრიტიკული სიტუაციაა. ჩრდილო კავკასიაში მათი ამოქმედება ნიშნავს, რომ შეძლეს დაერეგულირებინათ ფინანსებისა და მებრძოლების გადასროლა ამ მიმართულებით და გაეძლიერებინათ საკუთარი დაჯგუფება.

როგორც ჩანს, ძალიან ბევრ მსხვილ მოთამაშეს აწყობს ის რაც ხდება სირიაში და ვიდრე მსხვილი მოთამაშეების ინტერესების ჭიდილი თანხვედრაში არ მოვა, მანამდე სახმელეთო ოპერაცია არ დაიწყება და როგორც ჩანს, ეს მსვილი მოთამაშეები არ ჩქარობენ. მაგალითად, აშშ-ის და თურქეთის პრეზიდენტებმაისლამურ სახელმწოფოსგანადგურებაზე იმსჯელეს, მაგრამ საუბარი არ ყოფილა სახმელეთო ოპერაციის დაწყებაზე...

- სამწუხაროდ, პოლიტიკოსებს არ ესმით, რომ გლობალური ომი დაიწყო. საერთაშრისო უსაფრთხოებას ესროლეს საკმაოდ სერიოზული გამოწვევა. ობამა მიდის და არ აწყობს, რომ პასუხისმგებლობა აიღოს. როგორც ჩანს, ახალ პრეზიდენტს გადაულოცავს ამ პრობლემას. ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური მართვის კუთხით პრობლემები აქვს პუტინს, რომელიც სირიის კამპანიას საკუთარი პოლიტიკური პიარისთვის იყენებს.

რუსეთის პრეზიდენტს არ სურს მონაწილეობა მიიღოს სახმელეთო ოპერაციის წარმოებაში. ასე რომ, სანამ არ შეიქმნება საერთაშორისო კოალიცია საერთო მტრის წინააღმდეგ, მარტო თურქეთი ამ პრობლემას წინ ვერ აღუდგება. თურქეთი სერიოზული რეგონალური ტიპის მოთამაშეა, სეროზული შეიარაღებული ძალები ჰყავს, მაგრამ არა იმდენად, რომ მან დაამარცხოს „ისლამური სახელმწიფო“, ეს გამორიცხულია.