„მრეწველებს საკმაოდ დიდი რესურსი გვაქვს და საჭიროების შემთხვევაში - გამოვიყენებთ“

„მრეწველებს საკმაოდ დიდი რესურსი გვაქვს და საჭიროების შემთხვევაში - გამოვიყენებთ“

კოალიცია „ქართული ოცნება“ მეოთხე „ბრწყინვალე“ წელს დაიშალა. მხარეები განხეთქილების მიზეზად მრეწველებსა და „რესპუბლიკურ პარტიას“ შორის არსებულ დაპირისპირებას ასახელებენ, თუმცა, for.ge-ს ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ პარტნიორებს თანამშრომლობის გაგრძელება აღარ შესთავაზა და ისინი იძულებულნი გახდნენ, საკუთარი პოლიტიკური გეგმებისთვის გადაეხედათ.

კოალიციაში მიმდინარე პროცესებზე, for.ge დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, ზურაბ ტყემალაძეს ესაუბრა:

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზექართული ოცნებაცდამოუკიდებლად გავა. როგორ აფასებთ, კოალიციის ლიდერის გადაწყვეტილებას?

- მან თქვა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს, თუმცა, ჩვენს პარტნიორებთან კონსულტაციები გვექნება იმის თაობაზე, რას ვიზამთ და არჩევნებში მონაწილეობას როგორ მივიღებთ. პირადად მე, იმ პოზიციას ვიზიარებ, რომ არჩევნებში მონაწილეობა ყველამ დამოუკიდებლად უნდა მივიღოთ და წარმატების შემთხვევაში, რაშიც დარწმუნებული ვარ, პარლამენტში კოალიცია შეიქმნება. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ დღევანდელი კოალიცია დაშლილია. შენარჩუნებულია საარჩევნო ბლოკი, რომელიც 2012 წელს შეიქმნა. როცა კოალიციის წევრები საუბრობენ, რომ უმრავლესობაში იქნებიან, მაგრამ გადაწყვეტილებებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, საერთო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს გაემიჯნონ. როგორც დღეს მოხდა, როცა საკონსტიტუციო ცვლილებებს ვიხილავდით. ორი წევრის გარდა, ისინი ამ პროცესში არ მონაწილეობენ და პროცესს ემიჯნებიან. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ რესპუბლიკელები კოალიციას პრაქტიკულად, გამიჯნულნი არიან.

კოალიციაში შემავალი სუბიექტებირესპუბლიკური პარტიისგადაწყვეტილებას აფასებდით, როცა ტელეკამერებიდან ცნობილი გახდა, რომქართული ოცნებაარჩევნებში დამოუკიდებლად ჩაერთვება. პრემიერ-მინისტრს რესპუბლიკელებისგან განსხვავებით, კონსულტაციები თქვენთან არ გაუმართავს. მისი ეს გადაწყვეტილება თქვენთვის წინასწარ ცნობილი იყო? გიორგი კვირიკაშვილის განცხადებამ უხერხულობა არ შექმნა?

- გეთანხმებით, მაგრამ გადაწყვეტილება, რომელიც რესპუბლიკელებმა გაახმოვანეს, იმ დაპირისპირებიდან გამომდინარეობს, როდესაც ერთ-ერთმა რესპუბლიკელმა გოგი თოფაძე არაკორექტულად მოიხსენია და მისგან პასუხიც მიიღო. ბოლო სამი თვის მანძილზე არსებული დაპირისპირების გამო, რესპუბლიკელები იძულებულნი გახდნენ, ეს განცხადება გაეკეთებინათ.

ანუ, თქვენ ამბობთ, რომ კოალიციური ერთობა მრეწველებსა დარესპუბლიკურ პარტიასშორის არსებულმა დაპირისპირებამ შეიწირა?

- დიახ, ამის თქმა შეიძლება. უფრო სწორად, კოალიციიდან რესპუბლიკელების გასვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება სწორედ ამ დაპირისპირებას ეფუძნება.

რესპუბლიკელების მსგავსად, „ეროვნული ფორუმიცყრილობისთვის ემზადება. არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ უმრავლესობის შენარჩუნება დადგეს?

- რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ჩვენი მხრიდან პრობლემას ვერ ვხედავ. მრეწველები უმრავლესობის ყველა შეჯერებულ გადაწყვეტილებას მხარს დავუჭერთ. კერძო, პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე არ ვიმსჯელებთ და გადაწყვეტილებებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ. ცოტა უხერხულია, როცა პოლიტიკოსი ამბობს, რომ პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე იმსჯელებს და არა სახელმწიფო ინტერესებიდან. ეს ცოტა უხერხული ამბავია, თუ მეტი არა.

რაც შეეხებამრეწველთა პარტიას“, რა რესუსრი გაქვთ, რომ საარჩევნო ბარიერი გადალახოთ და მანდატები მოიპოვოთ?

- დამერწმუნეთ, მრეწველებს საკმაოდ დიდი რესურსი გვაქვს და საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს რესურს გამოვიყენებთ. „რესპუბლიკური პარტია“ ამბობს, რომ სამთავრობო თანამდებობებს ინარჩუნებს, რაც შესაძლოა, მრეწველებს არათანაბარ პირობებში გვაყენებდეს, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენი რესურსის იმედი გვაქვს.

არ ფიქრობთ, რომ თქვენს კონფლიქტს ოპონენტები გამოიყენებენ? როგორც ნაციონალებს, ასევე პრორუსულ ძალებს ვგულისხმობ...

- ჯერ პარტნიორი პარტიების კონსულტაციებს უნდა დაველოდოთ. რა თქმა უნდა, „რესპუბლიკური პარტიის“ გარდა, დავსხდებით და დავილაპარაკებთ.

ანუ, რაღაცის იმედი გაქვთ? ფიქრობთ, რომქართულ ოცნებასთანსაერთო ენას გამონახავთ?

- ვნახოთ, რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია.

ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან, ან ამჟამინდელ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას აპირებთ?

- კონსულტაციის რეჟიმში ყველასთან შეხვედრისთვის მზად ვართ, თუკი მათ ამის სურვილი ექნებათ.