„რესპუბლიკელების კვალიფიკაცია ბევრად უფრო დამაჯერებელია ევროპული ცივილიზაციისთვის, ვიდრე საქმეში ჩაუხედავი ჩვენი კრიტიკოსებისა“

„რესპუბლიკელების კვალიფიკაცია ბევრად უფრო დამაჯერებელია ევროპული ცივილიზაციისთვის, ვიდრე საქმეში ჩაუხედავი ჩვენი კრიტიკოსებისა“

„ჩემთვის მაინცდამაინც არც ის არის დამაჯერებელი, რომ არც ერთ რესპუბლიკელს არ უფიქრია თანამდებობის დატოვება. ვერ ვიხსენებ მინისტრებს, რომლებმაც თავისი ნებით დატოვეს სამსახური“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, რომლის განცხადებით, უსუფაშვილის განცხადების შემდეგ გამორიცხულია რესპუბლიკელების კოალიციიდან გასვლა, მით უმეტეს - წინასაარჩევნო პერიოდში.

for.ge სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

რა ფორმით მიიღებს მომავალ არჩევნებშირესპუბლიკური პარტიამონაწილეობას, ამ საკითხზე პარტიის გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რესპუბლიკელები არ მსჯელობენ კოალიციიდან გასვლაზე და არც ერთი სამთავრობო თუ საპარლამენტო თანამდებობის პირი არ გეგმავს გადადგომას. უსუფაშვილის ამ განცხადებამ დააბნია მოსახლეობაც. როგორ ფიქრობთ, დატოვებენ კოალიციას რესპუბლიკელები საბოლოოდ?

სოსო ცისკარიშვილი: მე მგონია, რომ სრულიად მკაფიოა ბატონი უსუფაშვილის გზავნილი. დაველოდოთ, როდის გასაჯაროვდება მათი შეთქმულება. დიდი ალბათობით გარკვეული კონსულტაციები მიმდინარეობს კოალიციის ფუძემდებელთან.

ბიძინა ივანიშვილთან მიმდინარეობს ეს კონსულტაციები?

- თქვენ ვინმე სხვა გეგულებათ დამფუძნებელი? უკვე რამდენიმე თვეა რაც დაჟინებით იმეორებს ერთი და იმავეს ბატონი ბიძინას ახალი რუპორი, ბატონი მეჭიაური, რომ რესპუბლიკელებმა ცალკე უნდა მიიღონ მონაწილეობა მომავალ არჩევნებში. იმდენჯერ გაიმეორა, რომ როგორც ჩანს, ამ იდეის ავტორის განრისხების საფრთხე დადგა და შესაბამისად, ქმედებს „რესპუბლიკური პარტია“, რომელსაც განურჩევლად იმისა, ხელისუფლებაში იქნება თუ ოპოზიციაში, მაინც ეყოლება თავისი თაყვანისმცემლები, რადგან მათი კვალიფიკაცია და პარტიული ბიოგრაფია ბევრად უფრო დამაჯერებელია ევროპული ცივილიზაციისთვის, ვიდრე საქმეში ჩაუხედავი კრიტიკოსებისა, ჩვენი თანამემამულეების დიდი ნაწილის სახით.

არსებული ინფორმაციით, „რესპუბლიკური პარტიაარჩევნების შემდეგ დატოვებს კოალიციას. ეს ნაბიჯი რამდენად გამართლებული იქნება?

- თუ კოალიციასთან ერთად შევლენ ახალ პარლამენტში, მაშინ, რატომ უნდა დატოვონ უმრავლესობა? ჩემთვის მანცდამაინც არც ის არის დამაჯერებელი, რომ არც ერთ რესპუბლიკელს არ უფიქრია თანამდებობის დატოვება. ვერ ვიხსენებ მინისტრებს, რომლებმაც თავისი ნებით დატოვეს სამსახური. მიუხედავად იმისა, რომ ზოგს დააწერინეს კიდეც ასეთი განცხადება.

ჩემთვის უტყუარი ფაქტია, რომ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ არა მინიტრები, არამედ ამ მინისტრების ნათლია და ახლა არ მკითხოთ ნათლიის გვარი. არა მხოლოდ მინისტრებს, არამედ პრემიერ-მინისტრსაც იგივე ბედი ეწია, როცა წარმატებული სამწლიანი ანგარიში ტაშით დაჯილდოვებული, მეორე დილას სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა ვიღაცისთვის, რის გამოც მან დატოვა თანამდებობა.

კახი კალაძის განცხადებით, ცუდი არ იქნება, თუ ყველა პარტია არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. როგორ ფიქრობთ, რამდენად მომგებიანია რესპუბლიკელების გასვლა კოალიციიდან იგივექართული ოცნებისთვის“?

- ბატონი უსუფაშვილის განცხადების შემდეგ გამოვრიცხავ მათ გასვლას კოალიციიდან, მით უმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში იმიტომ, რომ ეს იქნება დარტყმის მიმყენებელი ისევ კოალიციისთვის. ადამიანები საძიებელი ეყოლებათ ისევ „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომ უმრავლესობა გაუმყაროს კოალიციას, რაც მხოლოდ იუმორის თემა იქნება. გარდა ამისა, როცა საუბარია, რომ არც ერთი მინისტრი არ აპირებს გადადგომას, ესეც ნიშნავს, რომ ისინი არ ფიქრობენ კოალიციიდან გასვლას.

არ გამოვრიცხავ, რომ რესპუბლიკელების მმართველი რგოლი შემოიფარგლოს გულადი მზაობით, რომ დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. სწორედ ამას მიუთითებს, იმ პარლამენტარების და მინისტრების გამონათქვამებიც, რომ არ იქნებოდა ცუდი, თუ „ოცნება“ ცალკე გავა არჩევნებში. ადამაინები, რომლეთა ძირითადი ამოცანაა მოხვდნენ შემდეგ პარლამენტში, ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ხვდებიან, რომ იდეა რომელსაც წამდაუწუმ აჟღერებს ბატონი მეჭიაური, მისი მოგონილი არ არის.

როდესაც საუბარია, რომრესპუბლუკურ პარტიასაქვს დაბალი რეიტინგი და ამიტომ არ ტოვებენ კოალიციას, ამ შემთხვევაში რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დაიწყონ დამოუკიდებლად მოქმედება? მათ ხშირად ახსენებენ როგორ მოხვდნენ 2003 წელს პარლამენტში, ანუ დამოუკიდებლად მოქმედების ისტორია არ აქვთ...

- ჩემი აზრით, რესპუბლიკელების მიჯირყვნის უპირველესი სუბიექტები გახლავან სხვა პარტიების ლიდერები, რომელთაც რასაკვირველია, შურთ რესპუბლიკელების უმრავლესობაში ყოფნა და ბევრის მთქმელია ჩემთვის გაზეთი „ასავალ-დასავალი“. თუ გავაყოლებთ თვალს, მისი მიჯირყვნის ინიციატივა იბადება სადღაც ზევით. ეს ის გამოცემაა, რომელიც ასწრებს ყველას, ამა თუ იმ პირის, თუ პოლიტიკური ძალის მაქსიმალური შესაძლებლობებით ლანძღვას. ამდენად, ჩემთვის ნათელი იყო, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ დიდხანს არ დაედგომებოდა კოალიციაშიმ მაგრამ როგორც ჩანს, ორ სუბიექტს შორის ე.წ სტრატეგიული თანამშრომლობა გამოიხატება იმაში, რომ არჩევნებამდე „რესპუბლიკური პარტია“ თავს შეინარჩუნებს კოალიციაში, შეინარჩუნებს მინისტრთა კაბინეტს, ოღონდ საფრთხე თავდაცვის მინისტრს მოელის არა საქართველოდან, არამედ უპირველეს ყოვლისა, ჩვენი „მეგობარი“ რუსეთიდან, რადგან საკმარისია ერთი ზარი, რომ კვლავ შეიცვალოს თავდაცვის მინისტრი ისევე, როგორც მისი წინამორბედი.

ანუ, თქვენ ფიქრობთ და უსუფაშილის განცხადებაც ამასვე ადასტურებს, რომ დიდი ალბათობითრესპუბლიკური პარტიასაპარლემენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად არ მიიღებს?

- არა, ამას ვერ გეტყვით. ვფიქრობთ, რომ უფრო ასეთი ნაბიჯისთვის ემზადებიან, რადგან ეს ის პარტია არ არის, რომელიც პარლამენტში დაიბადა. საკმაოდ დიდი ხანი იყო ოპოზიციაში, პრაქტიკულად პირველი ოთხი წელია, როდესაც ასეთი ოდენობით აღმოჩნდნენ როგორც პარლამენტში, ასევე მთავრობაში. მართალია, ნათქვამაია, რომ „შეუჩვეულს ნუ შეაჩვევ და შეჩვეულს ნუ გადააჩვევო“, ამიტომ მარტივი არ იქნება ასეთი გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, პოტენციალი ნამდვილად გააჩნია „რესპუბლიკურ პარტიას“, რომ სერიოზული როლი ითამაშოს მომავალი 4 წლის განმავლობაში. მით უმეტეს, თუ არ გადავიფიქრებთ და ევროატლანტიკური სივრცის ნაცვლად, ევრაზიულ ტლაპოში ჩახტომას არ მოვინდომებთ.

რაც შეეხება სხვა სუბიექტებთან შესვლას, რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რესპუბლიკელების, „თავისუფალი დემოკრატებისდასაქართველოს განვითარების ფონდისმიერ ახალი კოალიციის შექმნა და როგორც პროდასავლურმა ჯგუფმა პარლამენტში ჩაანაცვლოსნაციონალური მოძრაობა“? ამ სახის კოალიციის შექმნის შანსი რამდენად მაღალია?

- ნამდვილად, კოალიციის შექმნაზე არ არსებობს რაიმე სახის მოლაპარაკება. ჯერჯერობით ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ და თუ ასეთად ჩამოყალიბდება ბატონი ბურჭულაძის მიერ შექმნილი სუბიექტი, დიდი ალბათობით, ეცდებიან, რომ დამოუკიდებლად აღმოჩნდნენ გამარჯვებულთა შორის და რასაკვირველია, უკვე შემდეგში შეიძლება საუბარი კოალიციაზე, გამომდინარე იმ შედეგებიდან, რომელსაც ისინი მიაღწევენ არჩევნებზე.