კერის წითელი ჩემოდანი - იქცევა თუ არა თურქეთი „განტევების ვაცად“?

კერის წითელი ჩემოდანი - იქცევა თუ არა თურქეთი „განტევების ვაცად“?

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ზედაზედ მესამე ვიზიტი რუსეთში და მისი წითელი ჩემოდანი, მსოფლიო მედიის განხილვის თემად იქცა. თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოსულმა კერიმ, რომელსა ხელში წითელი ჩემოდანი ეჭირა, არა მარტო მსოფლიო პრესის ყურადღება, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ყურადღება მიიპყრო. „როგორც კი დავინახე, როგორ ჩამოდიოდით თვითმფრინავიდან ჩემოდნით ხელში, გამიკვირდა. ერთი მხრივ ეს ძალიან დემოკრატიულია, მეორე მხრივ, სახელმწიფო მდივანს რატომ უნდა ეჭიროს ბარგი ხელში? მერე ვიფიქრე, რომ ამ ჩემოდანში ისეთი რაღა დევს, რაც ვერავის ანდეს. იქნებ ეს თანხაა, რომლითაც მნიშნელოვან საკითხებზე უნდა მევაჭროთ?“ - გაიხუმრა პუტინმა.

LifeNews-ის ინფორმაციით, ჩემოდანში ექვს ან შვიდსიმიანი აკუსტიკური გიტარა იდო, რომელიც კერიმ კრემლის ბელადს საჩუქარად ჩამოუტანა. ბრიფინგის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კერის ჩემოდნის შესახებ დაუსვა კითხვა, თუმცა თეთრი სახლის წარმომადგენელმა მოკლედ უპასუხა: „ეს საიდუმლო ჩემსა და პუტინს შორის დარჩება“.

რუსეთის პრეზიდენტმა და ამერიკის სახელმწიფო მდივანმა პროტოკოლოთ გათვალისწინებული ერთი საათის ნაცვლად, დახურულ კარს მიღმა მთელი ოთხი საათი ისაუბრეს. ოფიციალური ინფორმაციით, ამერიკა მზადაა, მინსკის შეთანხმების შესრულების შემდეგ, მოსკოვს იზოლაცია მოუხსნას. მხარეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს სირიაში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საკითხები. ამერიკულმა მხარემ უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინისთვის გადაცემაზეც გაამახვილა ყურადღება. ორივე მხარემ აღნიშნა, რომ სირიაში სიტუაციის დარეგულირება მოსკოვის და ვაშინგტონის შეთანხმების შედეგად მოხდა.

„ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით მოხდა როგორ სამხედრო, ასევე პოლიტიკური ურთიერთობების დარეგულირება სირიაში“, - აღნიშნა კერიმ და განაცხადა, რომ ვაშინგტონი სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის სწორ გადაწყვეტილებას ელოდება, რომელიც მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს.

„მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების დარეგულირება მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას, კონფლიქტების მოგვარებას და ტერორიზმთან ბრძოლას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნავენ პოლიტიკური ექსპერტები.

ჩინეთის სახელმწიფო მდივნის ვან ჩენცეის განცხადებით, დადგა მშვიდობის დრო და დღეს არა მოსკოვი ეხვეწება ვაშინგტონს, არამედ ვაშინგტონი - მოსკოვს.

გერმანული გამოცემის Südwest Presse-ის ინფორმაციით, გერმანელი პოლიტოლოგები ჩინელი კოლეგების მოსაზრებას არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის და ჯონ კერის შეხვედრამ განსაზღვრა მოსკოვ-ვაშინგტონის შეხვედრის საბოლოო შედეგები - „მხარეები საკვანძო საკითხების შესახებ შეთანხმებას ვერ შეძლებენ, მცირე ხანში მხოლოდ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას უნდა ველოდოთ“.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, კერის და პუტინის შეხვედრის მომენტი ბრიუსელის ტერაქტებს დაემთხვა, ამიტომ მსოფლიო უსაფრთხოების საკითხები პირველ ადგილზე დადგება.

რა იდო ამერიკის სახელმწიფო მდივნის წითელ ჩემოდანში პუტინის გარდა, ყველასთვის გაურკვეველი დარჩა, არც ის არის ცნობილი, ზუსტად რაზე ილაპარაკეს პუტინმა და კერიმ ოთხი საათი დახურულ კარს მიღმა. დღევანდელი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში კი თურქეთის „ისლამურ სახელწმიფოსთან“ ურთიერთობა და ბრიუსელის ტერაქტებთან მისი შესაძლო კავშირები მოექცა.

The Guardian-ის ინფორმაციით, იორდანიის მეფე აბდალა მეორემ ამერიკის კონგრესის წევრებს განუხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი ტაიპ ერდოღანი „რადიკალური ისლამის“ ხერხებს იყენებს რეგიონში პრობლემების გადასაწყვეტად, ევროპის ტერიტორიაზე ტერორისტების შესვლა კი „თურქული პოლიტიკის ნაწილია“.

„ის ფაქტი, რომ ტერორისტები ევროპაში თავისუფლად შედიან, თურქეთის პოლიტიკის ნაწილია, თურქეთს ეს აწყობს და მას ყველაფერი გამოსდის“, - განახადა აბდალა მეორემ.

რამდენიმე დღის წინ ეკრანებზე გამოვიდა ტელევიზია RT-ის დოკუმენტური ფილმი „ისლამის სახელმწიფო“. არხის ჟურნალისტებმა მოიპოვეს დოკუმენტური მასალები, რომლებიც ისლამისტებთან თურქეთის კავშირს ადასტურებს. მასალაშია ნაჩვენებია როგორ მიმდინარეობს ვაჭრობა არალეგალურ ნავთობზე თურქული მხარესა და ისლამისტებს შორის.

როგორ წესი, ჟურნალისტების მიერ, თუნდა დოკუმენტურ მოპოვებულ მასალებს სიფრთხილით ეკიდებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ამჯერად კი რამდენიმე სახელმწიფოს წარმომადგენლებმა კომენტარი ერთდროულად გააკეთეს.

„ჩვენ სერიოზულად ვუდგებით დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიების მიერ მოპოვებულ მასალებს. ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში, საშუალებას მისცემს ყველა სახელმწიფოს წარმატებით იბრძოლოს ტერორიზმის წინააღმდეგ, მათ შორის ტერორისტების არალეგალურ შემოდინებას ევროპაში, ბოლოს მოუღებს ტერორისტების იარაღით და ფინანასებით მომარაგებას, აგრეთვე ტერორისტულ ჯგუფებთან ეკონომიური და კომერციული გარიგებების დადებას“, - აღნიშნავს რუსეთის საგარო საქმეთა მინისტრი.

დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩის სირიაში პიტერ ფორდის აზრით, RT-ის ჟურნალისტების მიერ მოპოვებული მასალების გამოქვეყნებამდე ცნობილი იყო, რომ თურქეთს კავშირი ჰქონდა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებთან.

„თურქეთი ასადის რეჟიმის განადგურების იდეით არის შეპყრობილი, ის აგრეთვე ებრძვის ქურთებს, არ მოხდეს მათ მიერ რომელიმე ტერიტორიის გაკონტროლება, გამომდინარე აქედან, ოთხი წლის განმავლობაში მას არაფრის წინაშე უკან არ დაუხევია, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებთან ურთიერთობის ჩათვლით. ჩვენ ახლა ამის მტკიცებულება ხელთ გვაქვს“, - განახადა ფორდმა.

ბელგიის იუსტიციის მინისტრის კუნ გენსის განცხადებით, ტერორისტი იბრაჰიმ ალ-ბაქრავი, რომელმაც ბრიუსელის აეროპორტში თავი აიფეთქა, თურქეთის მხარემ ჯერ კიდევ 2015 წელს დააკავა სირიის საზღვართან მდებარე პროვინცია ღაზიანტეპში. დაკავებული ტერორისტი თურქეთის მხარემ ევროპაში გამოამგზავრა, ხოლო ინფორმაცია ევროპელმა სამართალდამავებმა მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც ალ-ბაქრავი უკვე ამსტერდამის აეროპორტი იმყოფებოდა.

„ეს ადამიანი სხიპხოლის აეროპორტში ჩასვეს, ჩვენ კი მოგვიანებით შეგვატყობინეს. მას ბელგიის მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობა ჰქონდა და როგორც ჩვეულებრივი ბელგიელი, ისე ჩაფრინდა ჰოლანდიის აეროპორტში“, -განაცხადა კუნმა.

თურქეთის პრეზიდენტმა რაჯიპ ტაიპ-ერდოღანმა კი განაცხადა, რომ ოფიციალურმა ანკარამ 2015 წელს ბრიუსელს წინასწარ შეატყობინა ექსტრემისტის შესახებ, რომელსაც თურქეთის ტერიტორიიდან დეპორტაცია გაუკეთეს.