აშშ-ში ახალი სამუშაო ადგილები იქმნება

აშშ-ში ახალი სამუშაო ადგილები იქმნება

ამერიკის შეერთებული შტატების შრომის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი 9 პროცენტამდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, ახალ სამუშაოზე აყვანილი ამერიკელების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე წინასწარ ვარაუდობდნენ.

მიმდინარე წლის წლის დასაწყისში აშშ-ში უკვე 36 ათასამდე ადამიანი დასაქმდა, მაშინ, როცა სააგენტო „ბლუმბერგი” ამ ქვეყნის 100 ათასამდე მოქალაქის მუშაობის დაწყებას ვარაუდობდა.

მიუხედავად ყველაფრისა, უმუშევრობის დონის შემცირება უკვე იქცა შეუქცევად ტენდენციად. მცირდება ნაწილობრივად დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობაც.

2014  წელს თეთრმა სახლმა 50 მილიარდდოლარიანი ინფრასტრუქტურული პროექტები შექმნა, რომელსაც შრომის ბაზარზე დადებითად უნდა ემოქმედა. თუმცა, 2015 წელს, მთლიანობაში, მხოლოდ 909 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა.