პიცა - ყველა ბავშვის საყვარელი საჭმელია. სახლში მომზადებული პიცის შემადგენელი ყველა ბოსტნეული გემრიელი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა: პომიდორი, ბროკოლი, სატაცური, სოკო, დიდი კამა, წიწაკა, სიმინდი, ისპანახი და ა.შ. _ ბავშვის სურვილის მიხედვით. ასევე პიცას უხდება ზოგიერთი ცოცხალი მწვანილი: თავშავა, ქონდარი, რეჰანი და ზემოდან ბლომად ყველი. ჰოდა, შეგვიძლია ბავშვებთან ერთად ვიყიდოთ ბოსტნეული, გავწმინდოთ და დავჭრათ. მხოლოდ ასე შეიძლება პატარამ ჩვენთან ერთად საჭმლის მომზადებით სიამოვნება მიიღოს.
საჭირო ინგრედიენტები: 400 გრ პურის ფქვილი, 1 შეკვრა საფუარი ,200 მლ წყალი , 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1 ჩ.კ. მარილი ,