„დროდადრო „რესპუბლიკურ პარტიას“ იმაზე მეტი ამბიციები უჩნდებოდა, ვიდრე შესაბამისი მანდატით ჰქონდათ. ეს ხშირად იყო კოალიციის შიგნით მსჯელობის საკითხი და ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მათ თავის ადგილზე აყენებდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ექსპეტრი გია ხუხაშვილი, რომლის განცხადებით, სახელმწიფოებრივად სწორი იქნება კოალიციის დაშლა.
for.ge გია ხუხაშვილს ესაუბრა.
პრემიერი აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვნად განახლდება. პრემიერის განცხადება ერთგავარად ადასტურებს, ხუთსუბიექტიანი კოალიციის დაშლას?
გია ხუხაშვილი: ვფიქრობ, კვირიკაშვილი უფრო პრესონალურ გადახალისებას გულისხმობდა და არა პარტიულ გადაჯგუფებას. მის განცხადებაში მნიშვნელოვანი იყოს ის ნაწილი, რითაც ირიბად მოახდინა დემონსტრირება რესპუბლიკელების გუშინდელ გზავნილზე - თითქოს, ჩვენ სტრატეგიულ თანამშრომლობას ორმხრივ ფორმატში ვგეგმავთო.
რომ განვამტოთ, რას ნიშნავს ეს ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობა?
- არც არაფერს. საერთოდ, მე არ მგონია, რომ პრემიერთან რაღაცის გადასაწყვეტად მისულიყვნენ. „რესპუბლიკური პარტიის“ მხრიდან ეს იყო ფორამლური შეხვედრა, სახის შენარჩუნების მცდელობა. სინამდვილეში, ამ საკითხებს ისინი სხვაგან არკვევენ. ყოველ შემთხვევაში არა - კვირიკაშვილთან, რადგან პოლიტიკური გადაწყვეტილების ცენტრად არ მიაჩნიათ კვირიკაშვილი. მათ უნდოდათ, რომ ამ საკმაოდ რთულ ვითარებაში პრემიერთან შეხვედრით სახე შეენარჩუნებინათ. ის განცხადება, რაც შეხვედრის შემდეგ გააკეთა დავით უსუფაშვილმა, ეს იყო სიტყვების რახა-რუხი და მეტი არაფერი.
რესპუბლიკელების გასვლამ შეიძლება კოალიციის დაშლა გამოიწვის და ამას თავისი შედეგები მოჰყვება სახელმწიფოებრივი გაგებით - თითქოს ამაზე არის მინიშნება მათი მხრიდან?
- კი, პრინციპში მათი ლოგიკა ასეთია. ფორმალურად, შეიძლება ამაში რაღაცა ჩადონ, მაგრამ პოლიტიკურად მათი ამოცანა არ ყოფილა რაღაცა ორპარტიული შეთანხმება. რაც შეეხება ამ ორპარტიულ შეთანხმებას, მას თავისი შინაარსი არ გააჩნია და ამაზე გააკეთა განცხადება პრემიერმა, რომ რაც არ უნდა ორმხრივი შეთანხმება დაიდოს, თუ ყველა პარტიის მიერ არ იქნა დადასტურებული, ის ხელშეკრულება ძალაში ვერ იქნება. პრემიერმა ამ განცხადებით „რესპუბლიკური პარტიის“ აბსოლუტურად გაუგებარი განაცხადის დემონსტრირება მოახდინა. შეიძლება, რაღაცა ხელშეკრულების მაგვარი გააფორმონ, რომელიც არანაირი ვალდებულებებით არ იქნება დატვირთული. გამომდინარე იქიდან, რომ ამას კოალიციაში დადასტურება სჭირდება, რა აზრი აქვს ასეთი ხელშეკრულების დადებას?
დავით უსუფაშვილის განცხადებით, სტრატეგიული თანამშრომლობის რეჟიმში გადადის „ქართული ოცნება“ და „რესპუბლიკური პარტია“. თუმცა, არ დაუკონკრეტებია, რაში მდოგომარეობს სტრატეგიული თანამშრომლობა. როგორ ფქრობთ, რა იგულისხმება სტრატეგიულ თანამშრომლობაში?
- ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, დავით უსუფაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამინია, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, მას შევარდნაძე შეეყარა. ბევრი ილაპარაკოს, მნიშვნელოვანი სიტყვები თქვას, მაგრამ სინამდვილეში არაფერი თქვას. ძალიან რთულ მდგომარებაშია „რესპუბლიკური პარტია“, ეძებენ გამოსავალს. რესპუბლიკელებისთვის კოალიციიდან გამოსვლა არის ვაი - გამომდინარე იქიდან, რომ ის მინიმალური მხარდაჭერაც კი, რაც ჰქონდათ ხალხში, ესეც არ აქვთ და ამიტომ, ისევ უკანა კარიდან სურთ ძალა-უფლებაში დარჩენა.
კოალიციიდან გასვლის შემთხვევაში, შესაძლოა, თამაშგარეთ დარჩნენ?
- საკამოდ დიდი შანსია, რომ თამაშგარეთ დარჩნენ. იმიტომ, რომ ეს არ არის ბოლო კრიზისი. კრიზისები კიდევ იქნება. ანუ, მათ არაფრით არ უნდათ გამოსვლა კოალიციიდან, უნდათ გააგრძელონ პარაზიტირება ბიძინა ივანიშვილის მხრებზე, რადგან თვლიან, რომ ამ ქვეყანაში ძალაუფების წყარო ხალხი არ არის. შესაბამისად, ყველანაირად ეცდებიან, რომ კოალიციიდან არ გავიდნენ. მეორე მხრივ, მშვენივარდ ესმით, რომ უცხო სხეულად ჩამოყალიბდნენ კოალიციის დიდი უმრავლესობისთვის და ძალიან უჭირთ სახის შენარჩუნება.
კოალიციიდან არგასვლა ნიშნავს, რომ მათ მოუწევთ იმ სახელისუფლებო მადაზე უარის თქმა და კოალიციის შიგნით სხვა პერიფერიაზე გადანაცვლება. ასე რომ, რესპუბლიკელებს ვაისა და უის შორის აქვთ არჩევანი გასაკეთებელი, რაც მათივე ბრალია, რადგან ეს ბანალური კონფლიქტი ისეთ მაღალ დონეზე აწიეს, რომ სახელმწიფოებრივ რისკებში გადაიზარდა. ნაცვლად იმისა, რომ ლოკალიზაცია მოეხდინათ, ადგენ და ილაპარაკეს საგარეო კურსის ცვლილებაზე, რომ ისინი არიან გარანტები. რითაც ყველა ჩვენთაგანს მოგვაყენეს შეურაცხყოფა. ნადვილად არ ვთვლი, რომ თუ რესპუბლიკელები არ იქნებიან, ქუდს დავიხურავ და რუსეთში გავიქცევი. არ მესმის, რატომ გვაყენებენ შეურაცხყოფას?
საგარეო ვექტორზე აპელირება მოდური გახდა საქართველოში...
- არასწორია. ქვეყნის დასავლური კურსის გარანტი არის ქართული სახელმწიფო, ქართველი ხალხი. ამ ქვეყანას სხვა გარანტებიც ჰყავს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდეტი, გაუგებარია ვის უწუნებენ პროდასავლურ კურსს?! ძალიან მაღლა ასწიეს თამასა და ახლა უჭირთ თავისი მადის შემცირება. დავით უსუფაშვილმა მშვენივრად იცოდა, რომ იმ შეხვედრიდან არაფერი გამოვიდოდა. მშვენივრად იცოდა, როდესაც შეხვერდაზე შედიოდა, რას იტყოდა. რეალურად, უსუფაშვილი თავისი პარტიის ბედს არკვევს არა კვირიკაშვილთან, არამედ სხვაგან. მეტსაც გეტყვით, დათო უსუფაშვილის რომ შეძლებოდა თავისი მეუღლე და ბერძენიშვილი დროზე გაეჩუმებინა, ის ამას გააკეთებდა, მაგრამ ეს ვერ შეძლო. უსუფაშვილი იმდენად ჭკვიანია, რომ კარგად ესმოდა ამ ზღვარგადასულ რიტორიკას როგორ შეჰყავდა ჩიხში პარტია. უსუფაშვილის მეორე სისუსტე ისიც არის, რომ თავის პარტიასაც ვერ აკონტროლებს.
დამიკონკრეტეთ, სხვაგან ვისთან არკვევს პარტიის ბედს?
- ეს არის გადაწყვეტილების მიმღები ცენტრი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა ვგულშემატკივრობთ კვირიკაშვილს, ბუნებრივია, რომ ის არ არის გადაწყვტილების მიმღები და ეს მშვენივრად იციან „რესპუბლიკელებმა“.
ცნობილი ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ერთხელ უკვე მიუთითა რესპუბლიკელებს კარისკენ. ფიქრობთ, რომ ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარებოს, რომ კოალიციური ფორმატი დაიშალოს?
- მინდა გითხრათ, რომ ის ცნობილი შეხვედრა არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ივანიშვილმა კარებისკენ მიუთითა - მანამდეც არაერთხელ იყო. რასაც გეტყვით, ეს არ ეხება მხოლოდ რესპუბლიკელებს. კლასიკური გაგებით, კოალიციის არც ერთი სუბიექტი აღარ არის პარტია, ანუ - პოლიტიკური ერთეული, რომელსაც აქვს უნარი ხალხთან პირდაპირი კომუნიკაციით მიიღოს მანდატი. ეს პარტიები დეგრადირდნენ და პარაზიტებად იქცნენ ბიძინა ივანიშვილის მხრებზე. ხელისუფლებაში დარჩენის ერთადერთ შანსად ისინი ხედავენ ამ პარაზიტირების გაგრძელებას.
ვერ წარმოუდგენიათ ხალხისგან პირდაპირი ლეგიტიმაცია, ამიტომ, ყველანაირად ეცდებიან ბიძინა ივანიშვილის მზის ქვეშ შეინარჩუნონ თავისი ადგილი კოალიციის რეჟიმში. საკუთარი სისუსტის განცდა კოალიციიდან გასვლის საშუალებას არ აძლევს მათ. ამიტომ, ასეთი დაპირისპირებული ჯგუფის ერთადერთი მიზნი არის ძალაუფლების შენარჩუნება. თუმცა, შექმნილმა მოვლენება შეიძლება გარდაუვალი გახადოს კოალიციის დაშლა.
თქვენ ამბობთ, რომ არაერთხელ იყო შემთხვევა, როდესაც ივანიშვილმა რესპუბლიკელებს კარებისკენ მიუთითა. ხშირად მომხდარა ეს? და რა იყო ამის მიზეზი?
- რა თქმა უნდა, რადგან დრო და დრო „რესპუბლიკურ პარტიას“ იმაზე მეტი ამბიცია უჩნდებოდა, ვიდრე მას ჰქონდა შესაბამისი მანდატით საზოგადოებაში. ეს ხშირად იყო კოალიციის შიგნით მსჯელობის საკითხი და ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის აყენებდა მათ თავის ადგილზე. ძალიან ხშირად ავიწყდებათ, რომ ძალაუფლების წყარო არის ხალხი და არა ვიღაცის ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ერთი მხრივ, აპელირებენ დემოკრატიაზე, რომ ხალხის გადასაწყვეტია და მეორე მხრივ ყოველთვის ცდილობენ, რომ უკანა კარიდან შევიდნენ ხელისუფლებაში. არასოდეს, პირდაპირი წესით ხალხისგან არ მიუღიათ მანდატი.
ამ ვითარებაში, რა უფრო კარგია ქართული სახელმწიფოსთვის, კოალიციის დაშლა, თუ შენარჩუნება?
- ვფიქრობ, სახელმწიფოებრივად სწორი იქნება კოალიციის დაშლა. პარტიებმა უნდა იცოდნენ, რომ ძალაუფლების ერთადერთი წყარო შეიძლება იყოს პირდაპირი კომუნიკაცია. ყველა პარტია ცალ-ცალკე უნდა გავიდეს არჩევნებზე, მიიღონ მანდატი და მხოლოდ ამ მანდატის საფუძველზე შექმნან ერთიანი მსოფლმხედველობრივი და სახელმწიფოებრივი კოალიცია პარლამენტში. მხოლოდ ასეთ კოალიციას შეუძლია ქვეყანა წინ წაიყვანოს. კოალიცია, რომლის წევრებს ერთმანეთი ეზიზღებათ, ვერაფერს კარგს ვერ მოუტანს ქვეყანას. შესაბამისად, ჯობია კოალიცია დაიშალოს.