„პუტინური მითებია, რომ ევროკავშირი დაშლის პირასაა“

„პუტინური მითებია, რომ ევროკავშირი დაშლის პირასაა“

„ერთადერთი მსოფლიო ლიდერი, ვინც ევროპის კრიზისით სარგებლობს, რუსეთის პრეზიდენტია“, - ასეთია მსოფლიო ლიდერების შეფასება, რომლებიც შეშოთებას გამოთქვამენ ევროკავშირის საემიგრაციო კრიზისისა და ბრიტანეთის ევროკავშირიდან შესაძლო გასვლაზე. თუმცა, ერთადერთი ვინც ამ საკითხზე დუმილის ინარჩუნებს, ვლადიმერ პუტინია. „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე აცხადებს, რომ კრემლი შექმნილი ვითარებით ხელებს იხსნის იმისათვის, რომ თავისი ჰეგემონისტური გეგმები განახორციელოს მის მეზობელ სახემწიფოებში.

for.ge გიორგი მუჩაიძეს ესაუბრა.

ძალიან ბევრს საუბრობენ ევროკავშირის დაშლის საფრთხზე, თუმცა ექსპერტები ფიქრობენ, რომ ყველაზე მეტად ეს აწყობს რუსეთს, რადგან ერთადერთი მსოფლიო ლიდერი, ვინც ევროპისრიზისით სარგებლობს, პუტინია. რა სარგებლობას იღებს რუსეთი ევრპაში შექმნილი კრიზისით?

გიორგი მუჩაიძე: მოგეხსენებათ, რომ სირიაში პუტინის სერიოზულმა სამხედრი ჩარევამ მოახდინა კონფლიქტის ესკალაცია, დეხმარა სირიის დიქტატორს, რომელმაც უკვე ასი ათასობოთ თავისი მოსახლეობა, ძირითადად კი სამოქალაქო ნაწილი დახოცა. ამ ესკალაციის შედეგად იზრდება სწორედ ლტოლვილების ნაკადები, რომლებიც სერიოზულ პრობლემას უქმნის ევროკავშირს და განხეთქილებას იწვევს სხვადასხვა სპექტრის პოლიტიკურ ძალებში, მაღლდება საზოგადოების უკმაყოფილებაც. ამ ვითარებიდან კრემლი ქულებსაც იწერს და ხელებს იხსნის იმისათვის, რომ თავისი ჰეგემონისტური გეგმები განახორციელოს მის მეზობელ სახემწიფოებში.

რომ გადავხედოთ ჩვენს რეგიონში ბოლო 10 წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს, ძალიან აშკარად ჩანს რუსეთის ჰეგემონური განწყობების გაძლიერება. ძალიან მნიშველოვანია საქართველოს და უკრაინის საზოგადოებამ გამოიჩინოს სიმტკიცე, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. 2008 წელის საქართველოში და 2014 წელს უკრაინში განხორციელებული რუსული აგრესიიდან გამომდინარე, ძალიან კარგად ჩანს, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების გარეშე ძალიან ჭირს აგრესიული ქმედებების შეჩერება.

ის სანქციები, რომელიც ამერიკამ და ევროკავშირმა დააწესა რუსეთის მიმართ, ცალსახად ხაზგასმა იყო იმისა, რომ თუ რუსეთი გააგრძელებს კიდევს სხვა ტერიტორიების ანექსიას, დასავლეთი გაცილებით მეტის გაკეთებისთვის არის მზად. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რუსეთის ინტერესებშია ევროკავშირის დასუსტება.

ევროკავშირის დასუსტების შემთხვევაში რუსეთი გაცილებით ადვილად შეძლებს დაამყაროს კონტროლი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე?

- რა თქმა უნდა, თუ ევროკავშირს თავისი შიდა პრობლემები ექნება, თუ ამერიკას ექნება პრობლემები, მათ შორის სირიელი ლტოლვილების გადმოდინებასთან დაკავშირებით, დასავლეთს შეექმნება პრობლემები, პირველ რიგში - ევროკავშირში, ან ახლო აღმოსავლეთში და სერიოზული ესკალაცია მოხდება სხვადასხვა ქვეყნებში. მათ შორის სირიაში, ერაყში, თუ გამწვავდება ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი, ეს ყველაფერი პუტინის წისქვილზე დაასხამს წყალს.

თუ მოხდება სიტუაციის ესკალაცია, შესუსტდება ევროკავშირის შესაბამისი მოქმედებები დამატებითი საფრთხეების და რისკების შექმნის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს პუტინს იმაში, რომ დასავლეთმა მეტი რესურსი და ყურადღება გადაიტანოს ამ საკითხებზე და მას ხელი გაეხსნას თავისი აგრესიის განსახორციელებლად და გასაგრძელებლად პოტსაბჭოთა სივრცეზე, მათ შორის საქართველოში და უკრაინაში.

ბელგიის ყოფილი პრემიერ მისისტრიგარდიანთანსაუბარში აცხადებს, რომ პუტინისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია არასოლიდარული და დანაწევრებული ევროპა კიდევ უფრო ადვილად და მეტად გახდეს დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე. ერთია, რას აკეთებს პუტინი და ვხედავთ, რომ დაუზოგავად ხარჯავს ფულს პროპაგანდისთვის, მაგრამ ამის აღსაკვეთად რას აკეთებს თვითონ ევროკავშირი? ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირშიც არ არის ერთიანი პოზიცია, პრაქტიკულად დაშლის პირას დგას ევროკავშირი.

- ეს პუტინური მითებია, რომ ევროკავშირი დაშლის პირასაა. არ უარვყოფ, რომ გარკვეული სერიოზული პრობლემები არსებობს. ასეთი პრობლემები ევროკავშირის დაარსების დღიდან არსებობდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ევროკავშირი თავად წყვეტდა ასეთ პრობლემებს. არ მგონია, დღეს ისე იყოს საქმე, რომ ევროკავშირის დაშლას ველოდოთ. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე. მისი ყველა წევრისათვის გაცილებით მეტი სარგებლის მომტანია, ვიდრე პრობლემების.

არსებობს გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ნეგატიურ განწყობას გამოხატავენ და არის ქვეყნები, მაგალითად დიდი ბრიტანეთი, სადაც ევროსკეპტიკური ტალღა საკმაოდ მომძლავრდა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პუტინი ცდილობს ხელი მოითბოს და როგორც ყოველთვის, ახლაც გაათამაშოს იმპერიული რუსეთის საყვარელი ხაზი - გათიშე და იბატონე. თავისი პოლიტიკით ეცადოს, რომ ეს გამყოფი ხაზები კიდევ უფრო გაამყაროს და იგივე თავისი ენერგეტიკული ბერკეტები შესთავაზოს ბევრ ქვეყნებს გაზის მიწოდების უფრო პრივილეგიური პირობებით. აქამდე ეს ხრიკი არ გამოსდიოდა და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც არ გამოუვა.

ევროკავშირის სერიოზული მობილიზაცია ხდება, რუსეთის, როგორც საფრთხის უფრო მეტად აღქმა ხდება, ვიდრე აქამდე. თუ აქამდე მიიჩნევდნენ, რომ რუსეთი პარტნიორი იყო და მარტო ნატოს მოწინააღმდეგე იყო, ახლა ძალიან კარგად გაიგო ევროკავშირმა, რომ რუსეთი თანაბრად არის როგორც ნატოს მოწინააღმდეგე, ასევე ევროკავშირის და ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიული ერთობის, რომელიც რუსეთს თავისი პოლიტიკის გატარების საშუალებას არ მისცემს.

ბრიტანეთის გასვლის შემთხვევაშიც?

- ამ თემის სპეკულირებას არ დავიწყებ. ბრიტანეთის გასვლის საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი, ამაზე რეფერენდუმი უნდა შედგეს. ვერ ვიტყვით, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია. ბრიტანეთის გასვლის შემდეგ ევროკავშირი არსებობას არ წყვეტს. ბრიტანეთს ყოველთვის განსხვავებული პოზიცია ჰქონდა ევროკავშირთან მიმართებაში. იცით, რომ ბრიტანეთი ევროზონაშიც არ არის. რა თქმა უნდა, კარგი არ იქნება ბრიტანეთის გასვლა, მაგრამ ტრაგედიას ვერ ვხედავ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს საკითხი არ არის გადაწყვეტილი. ბრიტანეთის მოქმედი ხელისუფლება მომხრეა, რომ დარჩეს ევროკავშირში.

და ბოლოს, ანკარამ ალიანსის გემებს, თურქეთის ტერიტორიულ წყლებში - ეგეოსის ზღვაში შესვლის უფლება არ მისცა. თურქეთის ხელისუფლება ნატო- საზღვაო მეთაურის ანკარაში ჩასვლას ითხოვს, რათა განსაზღვროს ის ტერიტორია, სადაც ალიანსის გემები განლაგდებიან. თურქეთის ეს გადაწყვეტილება რუსეთის ფაქტორით არის ნაკარნახევი?

- ვფიქრობ, რომ ეს საკითხი თურქეთსა და ნატოს შორის კონსულტაციების საშუალებით ცივილიზებულად გადაწყდება. მოგეხსებენათ არსებობს მონტრეს კონვენცია, რომელიც არეგულირებს საზღვაო მიმოსვლას ბოსფორისა და დარდანელის სრუტეში, მათ შორის სამხედრო გემების გადაადგილებას ამ სრუტეში. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ეს საკითხი დარეგულირდება. ნატოსთან საუბარი, თურქეთს, როგორც მის ერთ-ერთ სტაბილურ და ერთგულ წევრს, არ უჭირს. ვფიქრობ, რომ სულ მალე შესაბამისი კონსულტაციების განხორციელების შედეგად, კონკრეტულ შეთანხმებებს მიაღწევენ.