„ჩვენ დაზუსტებით უნდა ვიცოდეთ, ჩვენი პარტნიორების იმედი სად უნდა გვქონდეს და სად - აღარ“

„ჩვენ დაზუსტებით უნდა ვიცოდეთ, ჩვენი პარტნიორების იმედი სად უნდა გვქონდეს და სად - აღარ“

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის არსებულ კონფლიქტს სპეციალური განცხადება მიუძღვნა. მთავრობის მეთაური რესპუბლიკელებსა და მრეწველებს ურთიერთობის გადახედვისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ ან საკითხები კოალიციურ რეჟიმში განიხილონ, ან ის ცვლილებებს განახორციელებს.

მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესების თაობაზე, for.ge საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ზვიად კვაჭანტირაძეს ესაუბრა:

რესპუბლიკურ პარტიასადა მრეწველებს შორის დაპირისპირება გრძელდება. რა ხდება კოალიციაში?

- კოალიციაში თვითგამორკვევის პროცესი მიდის. ალბათ, ის დღე მაინც დადგება, როცა კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტები საკუთარ თავს შეკითხვას დაუსვამენ - რჩებიან თუ არა ისინი კოალიციური შეთანხმების ერთგულებად?! იმის ნიშნები აშკარად არის, რომ კოალიციის ზოგიერთმა სუბიექტმა თავის თავს ეს კითხვა სერიოზულად დაუსვას. ყველანაირად ვცდილობთ, რომ გაუგებრობების პრობლემებში გადაყვანას ხელი არ შევუწყოთ, რომელიც კონკრეტული პირების მიერ გაკეთებული განცხადებებით დაიწყო, მაგრამ ჩვენი პარტნიორები თავისი მხრიდან ამას იდეოლოგიურ შეუთავსებლობად აღიქვამენ, რაც მთლად საფუძველმოკლებული არ არის. კოალიციურ კურსს იდეოლოგიური განსხვავება ვერ შეცვლის, რადგან ეს დაფუძნებულია კოალიციურ შეთანხმებაზე.

კოალიციაში შემავალ სუბიექტებს შორის იდეოლოგიური განსხვავებები 2012 წელსაც იყო. ეს მრეწველებმა და რესპუბლიკელებმა 2016 წელს აღმოაჩინეს?

- სამართლიანი კითხვაა, რომელზეც პასუხის გაცემას ყველა თავისი მხრიდან ცდილობს. იმ აზრისგან შორს ვარ, რომ კოალიციაში მხოლოდ „რესპუბლიკური პარტია“ იყოს წარმოჩენილი თითქოსდა დასავლური იდეოლოგიის, ან თუნდაც კოალიციური შეთანხმების ბოლომდე გამტარებლი და სხვა პოლიტიკური სუბიექტები არ იყვნენ. ეს ასე არ არის და ერთადერთი, რაც ამ განცხადებებში არ მაწყობს, ესაა. ბატონი გოგი შეეცადა, რომ მას კურსთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დაეზუსტებინა. მან თქვა, რომ ის კოალიციური შეთანხმების მომხრე იყო, მაგრამ თურმე, სამი წლის მანძილზე, ამ მიმართულებით ნატომ თავისი მხრიდან არანაირი ნაბიჯი არ გადადგა და აქედან გამომდინარე, ის ნატოსა და დასავლეთის მიმართ კრიტიკული გახდა. რამდენად ლოგიკურია ის, რასაც ბატონო გოგი ამბობს, ეს განსჯის საგანია. იმ აზრს სრულიად ვიზიარებ, რომ ჩვენ კოალიციის შიგნით დაზუსტებები და განმარტებები გვჭირდება. ჩვენ დაზუსტებით უნდა ვიცოდეთ, ჩვენი პარტნიორების იმედი სად უნდა გვქონდეს და სად - აღარ.

რესპუბლიკური პარტიაგოგი თოფაძეს პრორუსული განცახდებების გაკეთებაში ადანაშაულებს. მათ პოზიციას იზიარებთ? თქვენ ფიქრობთ, რომ გოგი თოფაძე ვინმეს მიერ მართულია?

- თინა ხიდაშელის განცხადებებს არ შევაფასებ, რადგან მან თავად იცის, რას ლაპარაკობს. თუკი, მას, როგორც თავდაცვის მინისტრს ინფორმაციები აქვს, მაშინ კონკრეტულად უნდა ისაუბროს. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ საქმე ქვეყნის ღალატთან არ გაქვს. საქმე ნაადრევად დაწყებულ წინასაარჩევნო კამპანიასთან გვაქვს.

ანუ, „რესპუბლიკურ პარტიასადა მრეწველებს შორის ბრძოლა ადგილებისთვის მიდის?

- როგორც ჩანს, კოალიციასთან მომავალი ურთიერთობის გარკვევა ნაადრევად არის დაწყებული.

ამ ორ პარტიას შორის არსებული დაპირისპირებაქართულ ოცნებასპრობლემებს არ უქმნის?

- ყოველთვის ვამბობ, რომ ეს პროცესები კოალიციას აზიანებს, თუმცა, პარტია „ქართულ ოცნებას“ ვერ დააზიანებს. ამომრჩევლის ნაწილის აზრია, რომ მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით, იქნებ, უფრო სერიოზული დაფიქრება ღირდეს კიდეც.

უფრო სერიოზულ დაფიქრებაშირას გულისხმობთ?

- იმას ვგულისხმობ, რომ ჩვენს დღევანდელ პარტნიორებთან უნდა გავარკვიოთ, სამომავლოდ, მათი იმედი რაში უნდა გვქონდეს და რაში - არა. ამის შემდეგ გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული საარჩევნო ბლოკთან დაკავშირებით. სურვილი გვაქვს, რომ მომავალ არჩევნებზე ერთიანი ბლოკით წარვსდგეთ.

ამ სურვილს რა შეიძლება შეეწინააღმდეგოს?

- სურვილს შეიძლება შეეწინააღმდეგოს ან შეგნებული, ან დაუფიქრებლად გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯები და ჟესტები, რომელმაც მომავალში, შეიძლება ასეთ ერთობას ზიანი მიაყენოს.

სასწორზერესპუბლიკური პარტიადა მრეწველები რომ დადგეს, „ქართული ოცნებარომელს აირჩევს?

- ეს პროვოკაციული კითხვაა, რომელსაც დღეის მონაცემებით, პასუხს ვერ გავცემ. ნუ გავიწყდებათ, რომ უმრავლესობის ლიდერი ვარ.

რამდენად მოსალოდნელია, რომ კოალიციის შემადგენლობა გადაიხედოს? მოსაზრებაც იყო, რომ კოალიციაში შემავალმა პარტიებმა 2016 წლის არჩევნებზე კენჭი ცალ-ცალკე იყარონ, მოგვიანებით კი, კოალიცია შეიქმნას. ამ იდეას ეთანხმებით?

- ეს ყველაფერი განხილვის საგანი უნდა იყოს. არჩევნებს რაც უფრო მივუახლოვდებით, ამ საკითხებზე მსჯელობა მით უფრო გააქტიურდება. დღევანდელი გადასახედიდან სურვილი ისევ გვინარჩუნდება, რომ არჩევნებზე ერთად წარვსდგეთ, მაგრამ ამჟამად, ზოგიერთი პოლიტიკოსი და პოლიტიკური სუბიექტი სერიოზულ ეტაპს გადის. იგივე პროცესები კოალიციის გარეთაც მიმდინარეობს, უბრალოდ, საზოგადოებისთვის უფრო საინტერესო მმართველ გუნდში არსებული მდგომარეობაა. არჩევნებისთვის თვითგამორკვევის პროცესი მიმდინარეობს და ბევრი რაღაც შეიცვალა და შეიძლება ბევრი რაღაც შეიცვალოს როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოში. ყველა ამ ნიუანსის გათვალისწინებით, შესაძლებელია, ძალთა ახალი გადანაწილება მოხდეს.

არ ფიქრობთ, რომ კოალიციაში პრობლემასმკაცრი ხელისარარსებობა ქმნის? ყველაფერი საჯაროდ ხომ არ გამოგაქვთ?

- ყველაფერი საჯაროდ რომ გამოდიოდეს, შესაძლოა, ეს უკეთესიც ყოფილიყო. ის, რომ კოალიციაში აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა, ამაში გასაკვირი არაფერია. ამის ცოცხალი მაგალითები კოალიციის გარეთ გვაქვს. აზრთა სხვადასხვაობაა ერთ პარტიაშიც არსებობს და ჩვენი ოპონენტები რამდენიმე ფლანგად არიან დაყოფილნი. მნიშვნელოვანი და საინტერესოა ის, დღევანდელი პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანას მართავს, ამ შემადგენლობით არის თუ არა უნარიანი, ქვეყნის მართვა მომავალი ოთხი წლის მანზილზე გააგრძელოს?! - თუკი საზოგადოებას ასეთი კითხვები გაუჩნდება, ეს სამართლიანი იქნება.