„მრეწველების და რესპუბლიკელების ბრძოლა არის პარლამენტში მოხვედრისთვის“

„მრეწველების და რესპუბლიკელების ბრძოლა არის პარლამენტში მოხვედრისთვის“

მორატორიუმი გრძელდება. „მრეწევლებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბარი პოლიტსაბჭოს სხდომაზე იქნება, რომლის თარიღზეც გიორგი კვირიკაშვილი ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის. პრემიერ-მინისტრმა ფრაქციის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე კორექტულობისკენ მოუწოდა „მრეწველებს“ და „რესპუბლიკელებსაც“. პრემიერი ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვდება როგორც გოგი თოფაძეს, ასევე „რესპუბლიკელებს“.

გაგრძელდება თუ არა პრემიერთან შეხვედრამე საჯარო დისკუსიები, უცნობია, თუმცა, როგორც პარლამნეტის ვიცე-სპიკერი, მურმან დუმბაძე for.ge-ს თან საუბრისას აცხადებს, დაპირისპირებული მხარეები კოალიციას არ დატოვებენ, ვინაიდან არავითარი მსოფლმხედველობითი დაპირისპირება კოალიციაში არ არის.

გახდა თუ არა საარჩევნი სია „მრეწველებისა“და „რესპუბლიკელებს“ შორის დაპირისპირების მიზეზი და რა კავშირი აქვს „ბედნიერი საქართველოს“ აქტიურობას „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge მურმან დუმბაძეს ესაუბრა.

მურმან დუმბაძე: უნდა გითხრათ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები ზუსტად ისეთები იყვნენ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, როგორიც დღეს არიან. ის, რომ იდეოლოგიური ცვლილების გამო მოხდა მათ შორის კონფლიქტი, ასე არ არის. თოფაძე და მისი მრეწველთა პარტია ზუსტად ისეთივეა, როგორიც უამრავი წლების განმავლობაში, ისევე როგორც „რესპუბლიკური პარტია“. ამ დაპირისპირების მთავარი მიზეზი არის საარჩევნო სიები და არავითარი მსოფლმხედველობა.

ის, რომ გოგი თოფაძე სტალინისტი იყო, ეს ყველამ ვიცოდით, ისევე, როგორც ვიცოდით, რომ „რესპუბლიკური პარტია“ იყო დასავლური ორიენტაციის. ის, რომ გოგი თოფაძეს „რესპუბლიკელები“ ეზიზღებოდა, ესეც ვიცოდით, ისევე როგორც „რესპუბლიკელებს“ ეზიზღებოდათ თოფაძე.

ეს იყოს ეკლექტური გაერთიანება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და არავითარი ღირებულებითი გაერთიანება არ ყოფილა. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია არა პოლიტსაბჭოზე, არამედ, ერთ კაცზე, რომელმაც ეს გუნდები შეკრიბა და ეს არის არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი. ის რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ამ გადაწყვეტილებას დაემორჩილება ორივე პარტია.

როგორ ფიქრობთ, ამ შემთხვევაშიქართული ოცნებისთვისსაუკეთესო გამოსავალი რა არის, შეინარჩუნოს ეს კოალიცია, თუ ერთ-ერთი მათგანი გავიდეს კოალიციიდან?

- რომელიმე პარტია გავა თუ არა კოალიციიდან, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ამით ხმები არც მოაკლდება და არც დაემატება. კოალიციაში შემავალ პარტიებს სერიოზული გავლენა საზოგადოებაზე არ აქვთ და ეს ცნობილია. „ქართული ოცნება“ ზუსტად იმდენივე ხმას მიიღებს 2016 წლის არჩევნებზე, რასაც მიიღებს კოალიციის შემთხვევაში, ან რომელიმე სუბიექტის დატოვების შემთხვევაში.

ამ შემთხვევაში მეორე საკითხი უფრო მაინტერესებს, პოლიტიკური ორგანიზაცები, რომელებიც მართავენ ქვეყანას, განსაზღვრავენ ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკას, როგორ შეიძლება ასეთი ეპითეტებით მიმართავდნენ ერთმანეთს?

კეთდება განცხადება, რომ დაპირისპირების მიზეზი არის საგარეჯოს შუალედური არჩევენები. არა, საგარეჯოს არჩევნები ვერ იქნება მთავარი საბაბი, რადგან საგარეჯოს არჩევნები გოგი თოფაძეს რომ არ მოსწონებოდა, მაშინ უნდა მოქცეულიყო ისე, როგორც მე. როდესაც თამარ ხიდაშელის უფლებამოსილების ცნობის საკითხი დადგა საქართველოს პარლამენტში, 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთი კი წინააღმდეგი იყო და ეს ვიყავი მე და არა გოგი თოფაძე.

თუმცა, თოფაძის განცხადებები პირდაპირ უკავშირდება საგარეჯოს შუალედური არჩევნების შედეგებს. მეტიც, მისი განცხადების საფუძველზე პროკურატურამ გამოძიებაც დაიწყო...

- გოგი თოფაძისთვის ღირებულება არ არის ერთი ადამიანი, ერთი ხმა. 1999 წლიდან თოფაძე ჯერ შევარდნაძის ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა, 2004 წლიდან კი მიხიელ სააკაშვილთან. აჭარის რეგიონში პრაქტიკულად ყველა უბანს ვაკონტროლებდი და მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის მრეწველთა ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრებთან შეთანხმებულად მოქმედება. დიახ, მრეწვებელი პირდაპირ უწყობდნენ ხელს არჩევნების გაყალბებას.

თოფაძე და ტყემალაძე იმ ღირებულების არ არიან, რომ ახლა შუალედური არჩევნები არ მოსწონებოდათ. როგორც გითხარით, მათ ამოძრავებთ საარჩევნო სია, რომელიც საკმაოდ შეკვეცილია. ეს არის ამ პროცესის მთელი ფილოსოფია, რომლითაც აგებს არა რომელიმე პარტია, არამედ ზარალდება სახელმწიფო. ასეთი უმძიმესი ბრალდების შემდეგ მათი კოალიციაში ერთად ყოფნა არ შეიძლება. ამ ორიდან, ერთ-ერთი უნდა გავიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება უღირსი ნაბიჯი, კიდევ ერთხელ ბიძინა ივანიშვილის ქოლგის ქვეშ დარჩენის სურვილი და კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ მათი ბრძოლა არის არა იდეოლოგიური და ღირებულებითი, არამედ ბრძოლა პარლამენტში მოხვედრისთვის.

ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი შეეცდება შეინარჩუნოს ეს კოალიცია. დღეს „მრწეველები“ და „რესპუბლიკელები“ არიან ასეთ კინკლაობაში, მაგარამ სადღაც ივნისის თვეში ანალოგიური დაპირისპირება დაიწყება კოალიციაში შემავალი სხვა პატრიებს შორის.

რაც შეეხება საზოგადოებრივი პოლიტიკური მოძრაობაბედნიერი საქართველო“-, ბატონო მურმან თქვენი ორგანიზაცია აპირებს საპარალენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?

- ამ მიმართულებით მოძრაობა ჯერჯერობით გააქტიურებეული არ არის, თუმცა გვაქს მინიმალური აქტიურობები. თუ ყველაფერი კარგად დალაგდება, ბუნებრივია, რომ მონაწილეობას მივიღებთ საპარლამენტო არჩევნებში.

თუმცა, ამბობენ, რომ ლეონიდ ჩერნოვეცკის გააქტიურება ყოფილი ხელისუფლების ინტერესებში შედის და, რომნაციონალური მოძრაობისსატელიტი პარტიაა. რა კავშირი გაქვთნაციონალებთან“?

- შემიძლია ნამდვილად დაგიდასტუროთ, რომ ჩენოვეცკიმ აქტიურობა დაიწყო სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მაგრამ საცხოვრებლად ახალი ხელისუფლების დროს გადმოვიდა და საქართველოს მოქალაქე გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს გახდა.

მაგრამ ეს სულაც არ გამორიცხავს, რომნაციონალური მოძრაობისსატელიტი პარტია იყოს?

- სატელიტი პარტია ვერ იქნება ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო. პირველი ადამიანი რომელთანაც შეხვედრა გადაწყვიტა და მოხდა გარკვეული მოლაპარაკება, ვიყავი მე. თუ მე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირს დამაბრალებენ, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ 2012 წლის 1 ოქტომბერს „ნაციონალურ მოძრაობა“ საარჩევნო ყუთებთან დავამარცხეთ. ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ „ქართული ოცნება“ დავამარცხოთ საარჩევნო ყუთებთან. ასპარეზზე ჩნდება ახალი პოლიტიკური ძალა და ვფიქრობ, რომ ძლიან საინტერესო ხალხია პარლამენტს მიღმა, რომლებსაც შეუძლიათ კარგი წარმომადგენლობა ჰყავდეთ საქართველოს პარლამენტში.

მაგალითად?

- იგივე ნინო ბურჯანაძის პარტია, „პატრიოტთა ალიანსი“, „თავისუფალი დემოკრატები“, არიან პარტიები, რომლებიც შემოვლენ პარლამენტში. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მე შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ მომავალი მთავარობა, რომელიც 2016 წლის არჩევნების შემდეგ დაკომპლექტდება, კოალიციური იქნება. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტში შევა კოალიციური ძალები, უფრო მეტი სიჭრელე იქნება პარლამენტში. ვინ რამდენ მანდატს მიიღებს, იმის შესაბამისი პროცენტული ასახვა იქნება საქართველოს მთავრობაში. ასე რომ, საქართველოს მთავრობა იქნება კოალიციური, ეს გარდაუვალია.