„არ მგონია, ვინმემ გაბედოს იმის თქმა, მოდი, ზაზა ნუ იქნება სიაში, რადგან მსახიობიაო“

„არ მგონია, ვინმემ გაბედოს იმის თქმა, მოდი, ზაზა ნუ იქნება სიაში, რადგან მსახიობიაო“

„რესპუბლიკელებსა“ და „მრეწველებს“ შორის დაპირისპირება იმ ვითარებამდე მივიდა, რომ პროცესში პრემიერ–მინისტრი ჩაერთო. გიორგი კვირიკაშვილითვის მიუღებელია ბრალდებები თავდაცვის მინისტრის მიმართ. თავის მხრივ, პოზიციას არ იცვლის მრეწველთა ლიდერი და პრემიერის განცხადებას ემიჯნება. პარტია „ქართული ოცნების“ წევრის, ზაზა პაპუაშვილის განცხადებით, როცა ასეთი შეუთავსებლობა დგება, უნდა მიიღო გადაწყვეტილება და დატოვო კოალიცია.

იშლება თუ არა ხუთსუბიექტიანი კოალიცია და რა კონფიგურაციით წარსდგეს კოალიცია არჩევნებზე? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ზაზა პაპუაშვილს ესაუბრა.

თავხედური განცხადება“, „არავის ვაპატიებ შეურაცხყოფას“, კაბინეტში კი არა, პროკურატურაში უნდა დადიოდეს“, – ამ სიტყვების ავტორი კოალიციის ერთერთი წევრი გოგი თოფაძეა, რომლის განცხადებით, მურვან ყრუს არ სძულდა საქართველო ისე, როგორცრესპუბლიკელეს“. ბატონო ზაზა, ადასტურებთ დაპირისპირებას კოალიციაში?

ზაზა პაპუაშვილი: არა მგონია რამე საკანდალური და ტრაგიკული ხდებოდეს. წაკამათებები, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, ეს ბუნებრივი პროცესია - კოალიცია სხვადასხვა პარტიებისგან შემდგარი სუბიექტია. სიმართლე გითხრათ, სანამ ეს კოალიცია შედგებოდა, ზოგიერთი პარტიის ერთად დგომა წარმოუდგენლად მეჩვენებოდა.

მაგალითად?

– საერთოდ, რაც ჩვენ თვალწინ ხდებოდა, თითქოს გაერთიანდებოდნენ, მერე ზოგიერი პარტიის ლიდერი გასვლის მიზეზს გამონახავდა და ეს გაერთიანება ისე იშლებოდა, ვერ გაიგებდი რატომ. ერთიანობის მიღწევა თითქმის შეუძლებელი იყო. ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებს არც მაშინ ეხატებოდათ ერთმანეთი გულზე.

ბრძოლის მიუხედავად ლამის, უკან მოვათრიეთ ის რეჟიმი. ყველანაირი ადამიანური და ფინანსური რესურსი ამოწურული იყო. არანაირი მხარდაჭერა არ იყო ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან, ხშირ შემთხვევაში, მწვანეს უნთებდნენ სააკაშვილის რეჟიმს. ბედის ანაბარა ვიყავით მიტოვებული.

მერე გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი და გართიანება მოხდა ერთი ბოროტების წინააღმდეგ, რომ ამ ბოროტებას ფრთები შეკვეცოდა, ყოფილიყო თავისუფალი გარემო, რომ ადამიანებს ყოველგვარი შიშის გარეშე მიცემოდათ უფლება, განეკარგათ საკუთარი არჩევანი, ქვეყნის მომავალი და ბედი. ამ მიზანს მიაღწია კოალიციამ. კოალიცია არ ნიშნავს იმას, რომ განსხვავებული აზრი არ იყოს. პირიქით, ეს ცოცხალი ორგანიზმია. კოალიციურ რეჟიმში იცხოვრა ქვეყანამ, სირთულეებით, მაგრამ ასეა. ძირითად პრინციპებზე თანხვედრა არის.

რესპუბლიკელებსადამრეწველებსშორის არსებული დაპირისპირება, გახდება კოალიციის დაშლის მიზეზი? მით უფრო პრემიერმინისტრი ემიჯნება თოფაძის განცხადებას...

– კოალიციიდან გავიდა ერთი სუბიექტი, მაგრამ რამე ტრაგიკული არ მომხდარა. რასაკვირველია, „რესპუბლიკელებსა“ და „მრეწველებს“ შორის მედიატორად ვერ გამოვდგები. რაღაცნაირად დალაგდებიან, მაგრამ თუ დაიშლება, ამის მიზეზებსაც გავიგებთ. თუ დაიშლება იქნება-და ჯობდეს, ან პირიქით. მარჩიელობას არ ვაპირებ. ვფიქრობ, რომ ჩიხური სიტუაცია არ იქნება, გამოსავალი ყოველთვის გამოჩნდება.

რაც შეეხება ბატონი პრემიერის განცხადებას, ის მართალი ადამიანია, არავითარ შემთხვევაში ხელს არ შეუწყობს კონფრონტაციას, ყოველთვის იქნება ურთიერთ გატანის და მშვიდობის მომხრე.

თქვენ, როგორცქართული ოცნებისწევრი, ემიჯნებით კოალიციის ორ სუბიექტს შორის არსებულ დაპირისპირებას?

– რასაკვირველია, ვეთანხმები პრემიერს. ქვეყნის მეთაურია და ბუნებრივია, რომ არ მოსწონს, როდესაც ეთიკა ირღვევა. საერთოდ, ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ კონფლიქტის მოყვარული ვარ, მაგრამ მგონია, რომ მშვიდობის მოყვარული ადამიანი ვარ. ვერ ვიტან უზნეო და ხეპრე გამოხტომებს, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობისას“ - თავმოყვარეობა არ გააჩნიათ.

მომხრე ვარ, რომ საუბარი იყოს არგუმენტებით და ფაქტებით და არა ისე, როგორც ზოგიერთი პოლიტიკოსი კადრულობს მხოლოდ იმის გამო, რომ ნიუსებში იყოს და ბარაქა ნახოს. ასეთი ადამიანები ყოველთვის მაღიზიანებდა, როგორც ცხოვრებაში, ასევე პოლიტიკაში. მე არ ვარ კონფლიქტის მომხრე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცა თემაზე არ ვილაპარაკოთ.

თქვენ იზიარებთ პრემიერის განცხადებას, მაგრამ მას ემიჯნებიანმრეწველები“. როცა ემიჯნები მთავრობის მეთაურს, ალბათ, უნდა დატოვო კოალიცია - არა?

– როდესაც პრინციპული შეუთავსებლობაა, როდესაც არ იზიარებენ შენს პოზიციას, რასაკვირევლია, გასვლა ჯობია. ჩვენ ნუ დავდგებით იმ პოზაში, რომ ყველაზე უკეთესად შეგვიძლია გავაკონტროლოთ საკუთარი ნერვები. ჩვენც ვუშვებთ შეცდომას, მაგრამ როცა ასეთი შეუთავსებლობა დგება, მაშინ გადაწყვეტილება უნდა მიიღო და უნდა დატოვო კოალიცია.

რა კონფიგურაციით შეიძლება წარსდგეს კოალიცია არჩევნებზე? გამოაკლდებიან კოალიციასმრეწველები“ დარესპუბლიკელები“?

– კოალიციას შეიძლება, ახალი პარტიები დაემატოს, შეიძლება გამოაკლდეს. არის ასეთი აზრიც, რომ პარტიები ცალკე გავიდნენ საარჩევნო ველზე და მერე ჩამოყალიბდეს კოალიცია, ან კოალიცია გავიდეს ერთ პარტიად. ქართულ რეალობაში ვერ მონახავთ პარტიებს, რომლებსაც შეიძლება ერთმანეთი გულზე ეხატებოდეთ. მე, ასეთ პარტიებს არ ვიცნობ.

მეტსაც ვიტყვი, ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ სივრცეში კრიზისია. აუცილებელია და მხარს ვუჭერ ახალი სახეების გამოჩენას. ახალი სახეები, რომლებიც გაიზიარებენ სამ პრინციპს – ქვეყნის ერთუგლება, თავგანწირული შრომა და საკუთარი მოსახლეობის სიყვარული. ბევრმა პოლიტიკოსმა საკმაოდ მოაბეზრა ხალს თავი. სიმართლე უნდა ითქვას, შეიძლება კოალიციაში იყოს პარტია, რომელიც მაინც და მაინც არ სარგებლობს პოპულარულობით.

რესპუბლიკურ პარტიასგულისხმობთ?

– დიახ და თვითონაც იციან, რომ საზოგადოებაში არ სარგებლობენ ავტორიტეტით. მე არ ვლაპარაკობ, რომ სხვა პარტიები „გლიჯავენ“, მაგრამ ეს რეალობაა. თავს თუ მოიტყუებენ, თორემ არ მგონია, თვითონ არ ესმოდეთ, რომ არ არიან რეიტინგული და ავტორიტეტულები მოსახლეობის თვალში.

20–25 წელი, რომ ამ პროცესში ხარ, არანაირი ავტორიტეტი ხალხში არ გაქვს, ხალხს არ უნდიხარ, მაგრამ ამის მიუხედავად გამოდიხარ და ატყუებ მათ, არა ბატონო, თქვენ ვერ ხვდებით, მე უნდა გმართოთო, ეს არის ხალხზე ძალადობა. ზოგიერთ პოლიტიკოსს ჰგონია, რომ სადღაც სხვაგან წყდება ქვეყნის და მათი პარტიის ბედი. მე კიდევ ვფიქრობ, რომ ქვეყნის ბედი წყდება ქვეყანაში, ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად. არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც არაფრად მიაჩნიათ მოსახლეობის აზრი და უნდათ, რომ თავიანთი აზრებით მართონ ქვეყანა.

რაც შეეხება საარჩევნო სიის დაკომპლექტებას, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი ამბობს, რომ სიაში ვერ მოხვდებიან სპორტსმენები და მსახიობები. შეგახენებთ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ დავით უსუფაშვილმა უსაყვედურა იმასთან დაკავშირებით, პარლამენტში არ ჰყავს ჯგუფი, რომელიც კანონპროექტებზე იმუშავებს. როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხზე?

– უსუფაშვილს არ ვიცნობ როგორც უზრდელს და უტაქტო ადამიანს. ამიტომ, ამაზე რეაქცია არ მქონია, საკუთარ თავზე არ მიმიღია. ვეთანხმები იმ აზრს და მეც ვამბობ, რომ უმრავლესობა ნუ ვიქნებით ხელოვანები და სპორტსმენები, მაგრამ სულ აკრძალვა, ეს სხვა თემაა. ასეთი უტაქტო და შერაცმყოფელი განცხადება, რაც გააკეთა აღმასრულებელმა მდივანმა და მერე ბოდიშიც კი მოიხადა, ამაზე რეაქცია არ მქონია. იმიტომ, რომ ამ განმცხადებლის წონა დუბინკები მხვდებოდა თავში.

ბატონო ზაზა, როგორ ფიქრობთ იქნებით საარჩევნო სიაში? ამ კითხვას იმიტომ გისვამთ, რომ თქვენ მსახიობი ხართ...

– არ მგონია, რომ ვინმეს ტვინში აზრად მოუვიდეს და გაბედოს იმის თქმა, მოდი, ზაზა ნუ იქნება სიაში, რადგან მსახიობიაო. არა მგონია, ვიღაცამ პირში მითხრას, იცით, თქვენ სიაში ვერ იქნებით, იმიტომ, რომ მსახიობი ხართო. მე არ ვარ ჯიუტი და ამპარტავანი კაცი, მიუხედავად თქვენდამი დიდი პატივისცემისა, არ მინდა გახსნილად ვისაუბრო ამ საკითხებზე. ხელის შემშლელი არ ვიქნები, მოსაწონ გადაწყვეტილებას მივიღებ და არც თქვენ დაგწყდებათ გული.