საჭირო მასალა: 4-5 ცალი პამიდორი, 2 ცალი ტკბილი წიწაკა, 1 ცალი ბადრიჯანი, 2 ცალი ყაბაყი ან ცუკინი, 1 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 0,5 ჩ.კ. შავი და თეთრი პილპილი, 1/3 ჭიქა ზეთი, 1 კონა ქონდარი, რეჰანი და პიტნა. სოუსისთვის – 250 მლ. სქელი მაწონი, 1 კბილი ნიორი, 0,5 ჩ.კ. მარილი, 1 კონა ოხრახუში.
მოზადება: პამიდორი დავმდუღროთ, გავაცალოთ კანი და მსხვილად დავჭრათ. ხახვი და ნიორი წვრილად ავკეპოთ. ზეთში შევწვათ ჯერ მსხვილად დაჭრილი ბადრიჯანი, შემდეგ დავუმატოთ წიწაკა, ყაბაყი, ნიორი და ხახვი. 5 წუთის შემდეგ ბოსტნეულს დავამატოთ პამიდორი, დავახუროთ სახურავი და დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთი ვშუშოთ, ბოლოს მოვაყაროთ მარილი და მწვანილი.
ნიორი დავნაყოთ მარილთან ერთად, შევურიოთ მაწონს, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და მივირთვათ მოშუშულ ბოსტნეულთან ერთად.