„თუ ახვლედიანი არ ეთანხმებოდა პარტიის ხაზს, შეეძლო პარტია დაეტოვებინა“

„თუ ახვლედიანი არ ეთანხმებოდა პარტიის ხაზს, შეეძლო პარტია დაეტოვებინა“

„ბატონ ახვლედიანს მჭიდრო კავშირები აქვს ევროპასთან და იცის, როგორი არის ევროპაში პოლიტიკური ცხოვრების წესი. უბრალოდ, თუკი რომელიმე პოლიტიკოსი არ ეთანხმება პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესებს, ტოვებს პარტიას“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას დამოუკიდებელი ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

რამდენად აზარალებს არმაზ ახვლედიანის განცხადება თავად „ქართულ ოცნების“ რეიტინგს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი ღიად საუბრობს იმ პრობლემებზე, რომელიც არსებობს პარტიაში და აქვე ამბობს, რომ პარტიას არ აქვს იდეოლოგია. ბატონო ზაალ, თუ გადავხედავთ პარტიის მუშაობის პრინციპებს, შეიძლება ითქვას, რომქართული ოცნებასარ აქვს იდეოლოგია?

ზაალ ანჯაფარიძე: მიჭირს, ზუსტად შევაფასო თუ რა იდეოლოგია აქვს „ქართულ ოცნებას“, იქედან გამომდინარე, რომ მასში გაერთიანებულია სხვადასხვა მსოფლმხედველობის და იდეოლოგიური პლატფორმის მატარებელი ადამიანები. თუ გავითვალისწინებთ რა პოლიტიკას ატარებს დღეს პარტია, ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ „ქართული ოცნების“ იდეოლოგია ახლოს არის ცენტრისტულ იდეოლოგიასთან, უბრალოდ, მას ჩამოყალიბება და დახვეწა სჭირდება.

საკითხები, რომლეზეც ისაუბრა თავად არმაზ ახვლედიანმა, როგორც ჩანს, პრობლემატურად არ მიიჩნევენქართულ ოცნებაშიდა ეს განცხადებებიდანც ჩანს...

- შეიძლება, ეს ბატონი ახვლედიანისთვის არის პრობლემა, იმიტომ, რომ ის სხვა ფასეულობებით და პრინციპებით ხელმძღვანელობს, პარტიულ მშენებლობაზე საკუთარი ხედვა გააჩნია და ამ სამრეკლოდან აფასებს პროცესებს. მისი პოზიცია გასაგებია, მაგრამ როგორც ჩანს, პატრიის სხვა ლიდერები პრობლემატურად არ მიიჩნევენ იმას, რასაც ახვლედიანი. ამ პროცესში პიროვნული მიდგომების სხვადასხვაობას ვხედავ.

ბატონმა ახვლედიანმა მძიმე მისია აიღო თავის თავზე. თვლის, რომ პრობლემების გასაჯაროვებით ერთგვარ სტიმულს მისცემს პარტიას, რომ უფრო უკეთესი გახდეს, მაგრამ მეორე მხრივ, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის მიერ პრობლემების გარეთ გამოტანა, ჩემი აზრით, ეთიკური არ არის. თუ ახვლედიანი არ ეთანხმებოდა პარტიის ხაზს, შეეძლო პარტია დაეტოვებინა, როგორც ტრადიციულ ევროპულ პოლიტიკურ კულტურაში ხდება.

ბატონ ახვლედიანს მჭიდრო კავშირები აქვს ევროპასთან და იცის, როგორი არის ევროპაში პოლიტიკური ცხოვრების წესი. უბრალოდ, თუკი რომელიმე პოლიტიკოსი არ ეთანხმება პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესებს, ტოვებს პარტიას.

თუ ბატონი ახვლედიანი არაკომფორტულად გრძნობდა თავს „ქართულ ოცნებაში“, ამ შემთხვევაში, ყველაზე უკეთესი გამოსავალი იქნებოდა თუკი პარტიას დატოვებდა და ეს გასაგები იქნებოდა საზოგადოებისთვის. ახლა რა გამოდის, ფორმალურად პოლიტსაბჭოს წევრია, თან პარტიაში არის და თან საკუთარ პარტიას აკრიტიკებს?! ცოტა არ იყოს, ეთიკური კუთხით კარგად არ ჩანს.

ახლედიანმა იცის ევროპული პოლიტიკური კულტურა, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ამ შემთხვევაში მისი განცხადებები და პარტიის შიგნით არსებული პრობლემების გასაჯაროვება, ნაკარნახევია გარედან?

- თუ კონსპირაციების თეორიას გავყვები, რა თქმა უნდა, ყველა სცენარი შეიძლება ვივარაუდოთ. შეიძლება ასეც იყოს, ან შეიძლება მან ვერ მონახა იდეოლოგიური თუ მსოფლმხედველობრივი ღირებულებითი თანხვედრა „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებთან. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ასეთი შეუთავსებლობა ჰქონდა, საკითხი ჯერ პარტიის შიგნით უნდა განეხილა. თუ ვერ მიაღწევდა შეთანხმებას, დაეტოვებინა პარტია და მერე გამოეტანა საჯაროდ ეს თემები. მისი შეხედულებები წინააღმდეგობაში მოდის პარტიაში არსებულ შეხედულებებთან, წესით, იქ არ უნდა გაჩერდეს. საკუთარ ღირებულებებთან კომპრომისზე არ უნდა წავიდეს. ის თავად ადანაშაულებს სხვებს, რომ თითქოს, ისინი პარტიაში გამორჩენის მიზნით არიან, მაშინ ისმის კითხვა, თუ არ ეთანხმება პარტიის პოზიციას, რატომ არის პარტიაში?

ბატონო ზაალ, რამდენად აზარალებს ახვლედიანის განცხადება თავადქართულ ოცნებისრეიტინგს?

- არ ვიცნობ პარტიის შიდა სამზარეულს და დეტალებში ვერ ჩავალ, მაგრამ როგორც მისი განცხადებებიდან ჩანს, პარტიის შიგნით გარკვეული ჭიდილი და აზრთა სხვადასხვაობაა. შესაბამისად, ახვლედიანის განცხადება ნამდვილად სასარგებლო არ არის პროცესებისთვის და პარტიის იმიჯისთვის ეს კარგი არ არის.

პოლიტიკურად რა უნდა შეცვალოს პარტიის შიგნითქართულმა ოცნებამ“, რომ ამის შესაბამისი შედეგი მიიღოს არჩევნებზე?

- პირველ რიგში, მისი ამომრჩევლის შეკვეთა უნდა შეასრულოს. პასუხი მარტივია, მეტად უნდა იმუშაონ ხალხთან, გაიგონ რა სურთ და რა ნაკლოვანებებს ხედავენ პარტიაში და აქედან გამომდინარე გააკეთონ დასკვნები - მათი საბოლოო ანგარიში ამომრჩეველმა უნდა შეაფასოს. ვურჩევდი „ქართულ ოცნებას“ ხშირად ჩაატარონ შიდა პარტიული აზრის გამოკითხვა, რომ გაიგონ რა სურს ამომრჩეველს, ცვლილებების დრო დაინახოს „ქართულ ოცნებაში“ და ამის საფუძველზე მოახდინონ ის ცვლილებები პარტიაში, რა ცვლილებებიც არის საჭირო. ბუნებრივია, რომ საარჩევნო კამპანიაც ამ მიმართულებით უნდა აწარმოონ.

ამ პროცესში ალბათ, მნიშვნელოვანია საარჩევნო სიის განახლება?

- ვფიქრობ, რომ გარკვეული დოზით სიების გახალისება მოხდება, რისი საჭიროებაც არის.

მაგრამ ახალი სახეებისთვისქართული ოცნებაარის ბრენდი?

- ეს უკვე ამ ადამიანების გადასაწყვეტია, მაგრამ მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს თავისი ბრენდი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ყოველ შემთხვევაში, ვინც არ უნდა შეიყვანონ პარტიაში, არა მგონია ის მთავარი ბრენდი გადაფარონ, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს და ეს არის ბიძინა ივანიშვილი.