ეკალა ნიგვზით

ეკალა ნიგვზით

საჭირო მასალა: 1 კგ ეკალა, 200 გრ ნიგოზი, 5 სუფრის კოვზი ძმარი, 1 კონა ქონდარი, 3 კბილი ნიორი, ერთნახევარი კონა ქინძი, 1 კონა ომბალო, მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი: ეკალა გაარჩიეთ, გარეცხეთ, ჩაყარეთ აუღებულ წყალში და მოხარშეთ ისე, რომ ძალიან დარბილდეს. შემდეგ დაასხით ცოტა წყალი,  გააჩერეთ ცოტა ხანს და გადაიტანეთ საწურზე, გაწურეთ ხელით და დაჭერით სანტიმეტრის სიგრძეზე. დანაყეთ ნიგოზი, ნიორი, წიწაკა, ქინძი, ქონდარი, ომბალო, ყოველივე აგლისეთ ძმარში და საკაზმით შეაზავეთ ეკალა.